საქართველოს გაბრწყინების გასაღები — Meetup
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჩემს ბლოგზე
ესე იგი, გვინდა რომ გაბრწყინდეს საქართველო.
მაგრამ სანამ გაბრწყინებამდე მივალთ, ამ ვიდეოს უყურეთ, რომ დაინახოთ თუ სად ვართ დღეს (HD-ში ჩართეთ):
რბილად რომ ვთქვათ, ცუდადაა საქმე.
ამ ვიდეომ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი და ახლა შევეცდები, გადმოვცე ის აზრები, რომლებიც ბოლო დროს მიტრიალებდა თავში.
ამ ვიდეოში როგორც “მთავარი გმირი” ამბობს:
შესაბამისი სტატისტიკა არ მომიძებნია, მაგრამ არ მგონია რეალობა დრამატულად განსხვავდებოდეს. მარტო ის ფაქტი რომ ის ასე ფიქრობს, ჩემთვის საკმარისია რომ დავიჯერო.
ანუ რა ხდება,
საქართველოში საშუალო ხელფასი 1 000 ლარია (თუ მივამატებთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ იხდიან გადასახადს — გლეხები, ტაქსის მძღოლები, მუშები და სხვა თვითდასაქმებულები ეს რიცხვი სავარაუდოდ 500 ლარზე ნაკლები იქნება).
1 000 ლარი რომ დავამრგვალოთ თვეში $400, საათში კი $2.30 გამოდის. მაგალითად კალიფორნიაში მინიმალური ხელფასი საათში არის $10.5 რაც 2020 წლამდე $15 გახდება. აქ მინიმალური ხელფასი არ არსებობს, მაგრამ მაგალითისთვის, მასწავლებელის ხელფასი თვეში დაახლოებით 400 ლარია, საათში $1. თუ ამ ანაზღაურებას ჩავთვლით მინიმალურად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იქ დაახლოებით 10-ჯერ მეტს იხდიან.
სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასები ასე გამოიყურება:
- 12 500 ლარი — ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
- 7 000 ლარი — უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
- 6 900 ლარი — საქართველოს პრეზიდენტი;
- 5 905 ლარი — პარლამენტის თავმჯდომარე;
- 5 040 ლარი — ცესკოს თავმჯდომარე;
- 3 540 ლარი — მინისტრი.
ამ წყაროებზე კომენტარების კითხვისას გადავაწყდი ერთ ქალბატონს, რომელიც მუშაობს ქარელის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში და წერს:
ზოგს უნდა რუსეთი, ახსოვთ ის 30 მანეთად გადაფრენები, ყავის სმაში ხელფასის აღება. მაგას რომ დავანებოთ თავი, დღეს მაგალითად, მსმენია რომ ზოგი რუსეთის მოქალაქეობის აღებაზე ჩალიჩობს, რათა იქაური პენსია აიღონ. ვინც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში ცხოვრობს, იმათ რუსეთი ხომ უეჭველი ენდომებათ, მინიმუმ უკეთესი პენსია ექნებათ სიბერეში.
ჩვენ გვჭირდება რომ ქვეყანა გაძლიერდეს ფინანსურად.
ამის ორი გზა არსებობს, პირველი რომ დოვლათი შეიქმნას აქ (ფიზიკური და ინტელექტუალური წარმოება), მეორე - დოვლათი შემოდინდეს გარედან (ინვესტიცია). ხელისუფალთა ცქერაში, თუ როდის შეცვლიან რამეს ქვეყნის კეთილდღეობისთვის, წლები გავიდა. სამწუხაროდ მგონია, რომ კიდევ ბევრიც გავა.
პატარა სქემას დაგიხატავთ.
ვთქვათ გვყავს 1 000 პროგრამისტი (ვინდოუსის გადაყენება არაა პროგრამირება), რომლებსაც საშუალოდ თვეში უხდიან 2 000 ლარს ($800, რაც საათში დაახლოებით $4,4), ანუ ჯამში ისინი თვეში შოულობენ 2 მილიონ ლარს, ანუ აწარმოებენ 2 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამულ უზრუნველყოფას. ამ ნაწარმის დიდი წილი ქართულ ბაზარზე რჩება და არ გადის ექსპორტზე.
თუ ეს პროგრამისტები თვითგანვითარებისკენ უფრო აქტიურად გადადგამენ ნაბიჯებს, გახდებიან საერთაშორისო ბაზრისთვის კვალიფიციური და მოთხოვნადი პროგრამისტები (ეს რამოდენიმე წელში მიღწევადია საკუთარ თავთან მუშაობით) მაშინ მათი საშუალო ანაზღაურება თვეში დაახლოებით $9000-ს მიაღწევს რაც საათში $50 ტოლფასია, ანუ 10-ჯერ მეტს იშოვიან.
ეს ნიშნავს, რომ 1 000 კაცი რომ ჯამში 2 მილიონს შოულობდა თვეში, ახლა 20 მილიონს იშოვის. ანუ ქვეყანაში წლის თავზე 24 მილიონიანი წარმოების მაგივრად, 240 მილიონი შემოვა.
გარდა ამ რიცხვისა, რადგან ეს 1 000 ადამიანი უცხოურ ბაზარზე იმუშავებს დისტანციურად, მათ დაუგროვდებათ საერთაშორისო დონის გამოცდილება და ექნებათ იმდენი ფული, რომ დახარჯვა გაუჭირდებათ. შედეგად დაუგროვდებათ ძალიან კარგი გამოცდილება და დიდი ფული. მაგალითისთვის, მათ შეეძლებათ, რომ საინვესტიციო ფონდი შექმნან ან თვითონ დაიწყონ ბიზნესი.
თუ აქამდე 2 000 ლარი ყოფნიდა და ახლა 20 000 ლარი აქ შემოსავალი, რას უზამ ამ დამატებით 18 000 ლარს? ნუ თავიდან სახლს იყიდი, მანქანას, აგარაკს, იმოგზაურებ, მაგრამ რაღაც მომენტში უბრალოდ დაიწყებ დაგროვებას. ანუ გაჩნდება ხალხი რომელთაც საერთაშორისო გამოცდილება და ბევრი კავშირი აქვთ, აზრზე არიან, და ფული აქვთ ბევრი.
აი 10-ესეთი ადამიანი წელიწადში $1 000 000-ს შოულობს ჯამში. თავიანთი შემოსავალი რომ გააერთიანონ და მაგალითად $500 000-იანი საინვესტიციო ფონდი გააკეთონ, ეგ უკვე საშვილიშვილო საქმეა. შეიძლება სტარტაპ აქსელერატორიც გააკეთონ, რომელიც ფულს ფელამუშების კუბების წარმოებაში ან ფეხსაცმლის კალაპოტების წარმოებაში არ ჩადებს.
ანუ 10 ადამიანს რამდენი რამის გაკეთება შეუძლია და 1 000 ხომ საერთოდ სხვა სურათს შექმნის. ხომ ძალიან დიდი ზეგავლენა ექნება ამას საქართველოში არსებულ ზოგად სურათზე, თან ძალიან მალე.
ახლა წარმოიდგინეთ რომ სხვა სფეროს ხალხიც, ესე გააქტიურდეს საერთშორისო ბაზარზე, დიზაინერები, არქიტექტორები, ფინანსისტები…
ასეთ რამეს ვერცერთი პარტია დაგვპირდება. უნდა ავწიოთ რბილი ადგილი და ჩვენ თვითონ ვიმოქმედოთ.
ეს ადამიანები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტს იშოვიან (ცოდნა/კაპიტალი) და უფრო გამრავლდებიან.
ეს, უშველის ბევრ რამეს.
ამოცანა თითქოს ამოვხსენით, მაგრამ დიდი რთული საკითხი დარჩა.
როგორ უნდა მიაღწიოს ერთმა და შემდეგ ათასმა 10X ზრდას?
ერთმა
სტაბილურ შემოსავალსა და მანქანის ყოლის შემდეგ კიდევ ბევრი რამეა, თუმცა ამას ვერ ვხედავთ, უცოდინრობით დაბრმავებულები. ან ვხედავთ, მაგრამ ახლაც კარგად ვართ, საქმის იქით “ცხოვრება გვაქ” და სწავლის და განვითარების ინტერესი არ გვაქ.
მუდმივი სწავლა და განვითარება არის უმნიშვნელოვანესი! პირველ რიგში საჭიროა რომ რამდენიმე ადამიანმა გაიაროს ეს გზა და შეძლოს X-იდან 10X-ამდე მივიდეს. პირადად ჩემთვის და რამოდენიმე ჩემი მეგობრისთვის ბოლო წლებში, თავდაუზოგავად შრომამ და თვითგანათლებამ, თავისი შედეგი გამოიღო. (ჩემი მეგობრის ეს სტატია Hacker Way — The Only Way მგონი გამოსადეგი იქნება ზოგისთვის)
და დიახ:
ათასმა
აქ კი საჭიროა ის ერთები ჩაერთონ აქტიურად. რაც ადრე მოხდება ჩართვა უკეთესი. ფინიშის ბოლომდე (1x-დან 10x-მდე) გასვლა არ არის აუცილებელი იმისთვის რომ ამაზე ზრუნვა დაიწყო. ისინი ვინც ხედავენ “გზას”, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყონ ამის კეთება.
პრობლემა
რაღაც მიზეზების გამო ზოგი ადამიანი ცხოვრების კარიერულ/პიროვნული წინსვლის დროს იჭედება ლოკალურ მაქსიმუმში.
შევხედოთ ამ სურათს:
თუ ჩვენი მიზანია ამ სივრცეში მაქსიმუმს მივაღწიოთ, იმის მიხედვით საიდან ვიწყებთ ძებნას, შეიძლება აღმოვჩნდეთ ლოკალურ მაქსიმუმთან და არა გლობალურ მაქსიმუმთან. მაგალითად, თუ ამ სურათის მარცხენა კიდიდან დავიწყებთ აღმასვლას და საკმარისად შორს ვერ ვხედავთ, აღმოვჩნდებით ლოკალურ მაქსიმუმთან.
რაც უფრო შორს შეგვიძლია ამ დროს გახედვა, უფრო სწორი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება და იმის აღმოჩენაც შეიძლება, რომ ახლა ლოკალურ მაქსიმუმზე ვართ და წინ კიდევ ბევრი აღმასვლაა.
უამრავი ადამიანია ასე ლოკალურ მაქსიმუმზე გაჭედილი, არიან სტაბილურ ბიოროკრატულ სამსახურში და ძვრა არ აქვთ.
რატომ?
ეგო
ერთ ადგილას, პატარა სოციუმში ყოფნისას, ვექცევით ეგოს ტყვეობაში და გვიჭირს ახალი რაღაცების მიღება.
სქემა ასეთია:
ვიღაც რაღაც ახალს გესაუბრება, შენ ეს ახალი რაღაც არ გაგიგია, ანუ არ დაგჭირვებია შენი 10 წლიანი კარიერის განმავლობაში, ანუ არაა პრაქტიკული, რადგან თუ პრაქტიკულია აქამდე დაგჭირდებოდა.
აი ასე ვართ სამუდამოდ ერთ ადგილას გაჭედილები.
რა არის საჭირო?
საჭირო არის რომ რაღაცნაირად თავი დავაღწიოთ ეგოს ტყვეობას და უფრო შორსმხედველნი გავხდეთ, მაგრამ როგორ? ამდენი ხანია ხომ უმოძრაოდ ვართ.
Meetup — შეკრება
Meetup-ის პირდაპირი შესატყვისი მგონი ქართულში არ გვაქვს თუმცა შეგვიძლია მისი განმარტების თარგმნა: არაფორმალური შეკრება.
მათთვის ვინც არ იცის რა არის მითაფი და არაფორმალური შეკრება არაფრის მთქმელია:
მითაფი არის შეკრება, ასე ვთქვათ, პატარა კონფერენცია, ოღონდ არაფორმალური. აი წარმოიდგინეთ რომ, ესე 50 ადამიანი შეიკრიბა. 4 ადამიანი აკეთებს მოხსენებას მათ მიერ შერჩეულ თემაზე. აუდიტორიაში არის ხალხი რომლებიც, ცდილობენ გაიგონ ეს თემები, უსვამენ კითხვებს, ამატებენ თავიანთ გამოცდილებას და ხდება ცოდნის გაცვლა.
ამ ყველაფრის მიზანი კუნთების დატოლება კი არაა, არამედ უბრალოდ ცოდნის გაზიარებაა. ცოდნის გაზიარებით კი ყველა ხეირობს. მომხსენებელიც და მსმენელიც. მომხსენებელი უფრო კარგად იაზრებს საკითხს და ისმენს აუდიტორიის აზრს და მსმენელი ისმენს რაღაც ახალს და თავისასაც ამატებს.
ეს მითაფების კულტურა ჰარმონიაში მოდის ილია ჭავჭავაძის წერილთან ცოდნის შესახებ:
მითაფი არის ადგილი სადაც ადამიანები იკრიბებიან და ერთმანეთს “ცეცხლს” უნთებენ. მითაფებზე სიარულით ადამიანები თავისუფლდებიან ეგოს ტყვეობისგან. როდესაც ეგოს ტყვეობის გამო რაღაც ეგონათ “ისე”, აქ ხედავენ რომ თურმე “ასეა”. ხვდებიან რომ რაღაცები შეიცვალა სამყაროში, ბევრი რამაა რაც არ იციან და სხვებმა იციან. და ისინი იწყებენ უფრო ფართოდ ხედვას რადგან ხედავენ სხვა “მაქსიმუმებს”.
მე პირველად მითაფზე 17 წლის აღმოვჩნდი და ჩემთვის შოკი იყო. მანამდე ჩემი პროფესიის ადამიანს არავის ვიცნობდი და იქ ათობით ასეთი ადამიანი იყო, ხორციელი, შემეძლო დავლაპარაკებოდი, მეკითხა რაღაცები, მესწავლა მათგან და ასეც ვაკეთებდი. მას შემდეგ იქ ბევრი ადამიანი გავიცანი, რამდენიმეს დავუმეგობრდი და ერთად ბევრი მაგარი რაღაც ვაკეთეთ.
ამას გარდა, პირადად მეც, შემაქვს მცირედი წვლილი პროცესის გაგრძელებაში, რადგან მითაფები იმდენად დიდი შედეგის მომცემი იყო ჩემი განვითარებისთვის, რომ ვთვლი რომ ეს საქმე სულ უნდა კეთდებოდეს (1, 2, 3)
მომხსენებელია მთავარი!
ლოჯისტიკურ საკითხებს რაც ეხება დიდი არაფერია, რამე აუდიტორიას რომელიმე უნივერსიტეტი გამოგიყოფს. მთავარია მომხსენებელი იპოვო, ეს კი ძაან ჭირს რადგან ბევრს აქვს კომპლექსები და არასრულფასოვნების მომენტი. თვლიან რომ მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება უნდა გქონდეთ რამეში იმისთვის რომ ამ თემაზე ხალხს თავდაჯერებულად ელაპარაკონ. თუმცა ეს ასე არაა, უამრავი ახალი საკითხი ჩნდება რომლებშიც დიდი გამოცდილება ფიზიკურად ვერ გექნება, მითაფზე კი როგორც ვთქვი კუნთების დატოლება არ ხდება, მთვარია ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ, რაღაც ახალი ვისწავლოთ/ვასწავლოთ. კარგი კი ის არის რომ მინიმუმ ერთი მომხსენებელი გყავს, შენ.
თემის არჩევა არაა ძნელი, მაგალითად, ბოლო 1 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი დრო რაზე დახარჯე? რაზე იწვალე ბევრი? რა ისწავლე ახალი? ხედავ ხო, უკვე ბევრი ვარიანტი გაქ.
შენ რომ ხარ მონდომებული და რომ გინდა მოხსენების გაკეთება, ეს საკმარისია რომ სხვა ერთი შენნაირიც იპოვო. მითაფებში რომლებიც პირადად მე დამიორგანიზებია, თავადაც ყოველთვის ვიყავი სპიკერი, ამიტომ უფრო ადვილად მოვძებნე თანამოაზრეები.
სულ პირველი მითაფის გაკეთება იმ მიზეზით გადავწყვიტე, რომ მინდოდა ჩემი იმ პერიოდში დაგროვილი გამოცდილების სხვებისათვის გაზიარება, იმდენად რომ ამაზე მოხსენება მოვამზადე და სხვებიც მოვძებნე ვისაც ქონდათ რაღაც სათქმელი, აქ ცოტა კავშირები გჭირდება, თუმცა არც ესაა დიდად საჭირო. შეიძლება სულ 2 მოხსენება გააკეთოთ და უბრალოდ ერთი ადამიანის პოვნა დაგჭირდება მხოლოდ.
თოქის გაკეთება მთლად იოლი არ არის, მაგრამ სწავლებადია, უამრავი სტატია და ვიდეო რესურსია რომელიც ამაში დაგეხმარებათ.
ჩემი შედარებით უნიკალური გამოცდილება ამ მხრივ ასეთია:
მითაფის ჩატარებამდე, ყველა სპიკერი, რამდენიმეჯერ ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუკეთებთ მოხსენებას. ფაქტობრივად იმიტირებულ მითაფს ვაკეთებთ. ამ დროს ერთმანეთს ვაძლევთ შენიშვნებს და მიმართულებებს თუ საით ჯობია რომ მოხსენება წავიყვანოთ. ვააშკარავებთ საკითხებს რომლებსაც მეტი ახსნა უნდა, ან ნაკლები და ასე შემდეგ. აქ ჩვენც ბევრს ვსწავლობთ.
ამას იმიტომ ვაკეთებ ხოლმე, რომ მინდა კარგი ხარისხის მოხსენებები გამოვიდეს, ეს აუცილებელი არაა მაგრამ კარგია განსაკუთრებით ნაკლებად გამოცდილი მომხსენებლების “მოსახოდად”.
ანუ
ამას არავინ არ გააკეთებს შენს გარდა!
ეს უნდა აკეთო შენ!
დღეს გვჭირდება ბევრი ილია ჭავჭავაძე!
ცოდნას უნდა გამრავლება, იმიტომ რომ ცოტაა!
ასე, ამ გზით შევძლებთ რომ ერთებმა გააქტიურონ ათასები. მალე შეგვეძლება რომ დიდი დოვლათი დავაგროვოთ და გავაბრწყინოთ საქართველო ✨✨✨
ბოლო მითაფის გახნისას, დაახლოებით ამ თემაზე ვილაპარაკე:
როგორც ეს სტატია ისე ვიდეო, არ არის კავშირში პროგრამირებასთან, ნებისმიერ სფეროს ეხება.
ბონუსად
დავამატებ, რომ 27 ივლისს ჯეფ ბეზოსმა, ამაზონის დამფუძნებელმა, სიმდიდრით ბილ გეითსს გაუსწრო და ახლა უკვე პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია [თუმცა, რამდენიმე საათში ეს ტიტული კვლავ გეითსმა დაიბრუნა].
აი 20 წლის წინანდელი მისი ინტერვიუ:
მსგავსი ზომის დოვლათი რომ შექმნა, თანამედროვეობას უნდა აუწყო ფეხი და არ უნდა ჩამორჩე. რაც მეტი კვალიფიციური და თანამედროვე ტექნოლოგიების აზრზე მყოფი ადამიანი ვიქნებით, მით მეტი შანსია რომ რომელიმემ მსგავსი მასშტაბის შედეგს მიაღწიოს. თუ ჩამორჩენილები ვიქნებით, მაშინ გავაგრძელებთ ველოსიპედების თავიდან გამოგონებას, ან სხვა წარმატებული ბიზნესის კოპირებით დავკავდებით და ვიტყვით, რომ ეს ინოვაციაა.
ბონუსი 2
ამონარიდი საგადასახადო კოდექსიდან:
მუხლი 82. გადასახადისაგან გათავისუფლება
…
ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს;
ეს ნიშნავს რომ გადასახადებისგან თავისუფლდები, თუ შემოსავალს უცხოეთიდან იღებ!!
P.S
მესმის რომ ყველა პროფესიის ადამიანი ვერ მოახერხებს დისტანციურად მუშაობას, ექიმები მაგალითად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამისა, მითაფები მაინც კრიტიკულად მნიშვნელოვანია!
P.P.S
აქამდე თუ მოხვედი, ეს ნამდვილად შენ ხარ და უნდა გადადგა ნაბიჯები ახლა! არ უნდა ველოდოთ სხვებს.
იდეური ინსპირაციები:
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები