მეთ ბომერის თქმით, სუპერმენის როლი თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო დაკარგა
ფოტო: Gilbert Flores / Variety / Getty Images
ცნობილი ამერიკელი მსახიობის, მეთ ბომერის თქმით, თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო ფოლადის კაცის როლი დაკარგა. ფილმში Superman: Flyby, რომელიც ეკრანებზე 2000-იანების დასაწყისში უნდა გამოსულიყო, ბომერი მთავარ როლზე განიხილებოდა და რეჟისორ ბრეტ რეტნერის რჩეული იყო. თუმცა, ჯერ კიდევ პროექტის დახურვამდე, კინოსტუდიამ ბომერის როლზე დამტკიცება არ მოისურვა, მოგვიანებით კი, რეტნერმაც დატოვა რეჟისორის სკამი.
"მივედი სუპერმენის ქასთინგზე, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდა. ჩანდა, რომ რეჟისორის რჩეული მე ვიყავი", — იხსენებს ბომერი The Hollywood Reporter-ის პოდკასტში.
მსახიობს ჰკითხეს, იყო თუ არა როლზე არდამტკიცების მიზეზი მისი სექსუალური იდენტობა.
"კი, მე ასე გავიგე", — უპასუხა ბომერმა, რომელიც 2012 წელს გეიდ დაქამინგაუთდა, — "იმ დროისთვის კინოინდუსტრიაში ასეთ რამეს ჯერ კიდევ იყენებდნენ შენ წინააღმდეგ. როგორ, რატომ და ვინ — არ ვიცი, მაგრამ მე ასე აღვიქვი".
სხვათა შორის, 2012 წელს მწერალმა ჯეკი კოლინზმაც თქვა, რომ მეთ ბომერმა სუპერმენის როლი სწორედ მისი სექსუალობის გამო დაკარგა. მაშინ მედიაში ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ კოლინზის განცხადება არასწორი იყო და ბომერმა როლი, რეალურად, რეჟისორის პროექტიდან წასვლის გამო ვეღარ მიიღო. გავრცელებული ცნობით, კინოსტუდიას სურდა, სუპერმენი უფრო ცნობილ მსახიობს განესახიერებინა; პროექტის დახურვამდე როლზე განიხილებოდნენ ბრენდან ფრეიზერი, ჯოშ ჰარტნეტი და პოლ უოკერიც.
ბომერს კი, რომელმაც, საბოლოოდ, სუპერმენი 2013 წლის ანიმაციაში გაახმოვანა, წინათაც აღუნიშნავს, რომ ქამინგ აუთის გამო როლები დაკარგა. მსახიობის თქმით, დაქამინგაუთება თავისი კარიერის მნიშვნელოვან მომენტში გადაწყვიტა — მაშინ, როცა გადაწყვეტილების რისკებს თავადაც კარგად იაზრებდა.
"მაშინ [ჩემი] ერთ-ერთი ფილმი და სერიალი გამოდიოდა", — იხსენებს ბომერი, — "მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ნამდვილი ვყოფილიყავი, როგორც საკუთარ თავთან, ისე ჩემს ოჯახთან".
ბომერის თქმით, გადაწყვეტილება არასდროს უნანია, მაგრამ მას შემდეგ გზის გავლაც არ ყოფილა ადვილი.
ასევე იხილეთ:
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
კომენტარები