საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადა — როგორ ემზადება ფოთის მე-3 საჯარო სკოლა ფინალური ტურისთვის?
ფოტო: საქართველოს ბანკ
ახალგაზრდებში STEM მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღრმავებისა და მომავლის პროფესიების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა STEM ოლიმპიადას ახორციელებენ.
წელს ოლიმპიადაში მონაწილეობა 200-მდე სკოლამ მიიღო, ფინალურ ტურში კი 10 სკოლა გადავიდა. ფინალისტებს შორის არის ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაც.
ფინალური ტური მოსწავლეებისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს, შესაბამისად, ისინი ამოცანებისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. სწორედ ამ პროცესების შესახებ გუნდის მენტორი, ირმა ჯანელიძე გაგვესაუბრა.
STEM ოლიმპიადაში ჩართვა ჩვენს მოსწავლეებს დაეხმარება, ჩამოყალიბდნენ ცოდნის მაძიებელ მოქალაქეებად, რომლებიც კრიტიკული და თავისუფალი აზროვნებით შეძლებენ თანამედროვე გარემოსთან ადაპტაციასა და მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრებას. STEM განათლების პოპულარიზაცია საქართველოში მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ტექნოლოგია, ფიზიკა, ინჟინერია, მათემატიკა ის სფეროებია, რომლებიც მომავლის პროფესიებს უყრიან საფუძველს. თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიებისაა, შესაბამისად, აუცილებელია, ჩვენმა მოსწავლეებმა უპასუხონ საერთაშორისო გამოწვევებს, ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ასეთი შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ — აღნიშნავს ირმა ჯანელიძე.
ფოთის მე-3 საჯარო სკოლის გუნდში მე-8 - მე-11 კლასის 6 მოსწავლეა გაერთიანებული. გუნდში მოსახვედრად მათ რთული შესარჩევი ეტაპი გაიარეს, ოლიმპიადის პირველ თეორიულ ტურში კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ფინალის საგზურიც დაიმსახურეს. როგორც მენტორი, ირმა ჯანელიძე, გვეუბნება, ასეთი შედეგის მიღწევა დისციპლინური მეცადინეობითა და ერთიანობით შეძლეს:
გუნდში პერსპექტიული, ნიჭიერი და სხარტი მოსწავლეები მოხვდნენ, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი გუნდურობა, პასუხისმგებლობის შეგრძნების მაღალი დონე და თავდაუზოგავი შრომაა. ყველა მოსწავლე აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო მეცადინეობებში, გუნდის მენტორობა პირადად ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. გარდა თეორიული ცოდნისა, მენტორმა გუნდის მოტივატორის ფუნქციაც უნდა შეითავსოს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ოლიმპიადა ბავშვებისთვის იყოს არა სტრესული, არამედ სახალისო, საინტერესო, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მომცემი, — გვიყვება ირმა.
ფიქრობს, რომ სრულიად განსხვავებული ფორმატისა და შინაარსის ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეებს პროფესიულ ზრდაში დაეხმარება, მისცემს მოტივაციას, კიდევ უფრო განვითარდნენ და მეტი ისწავლონ.
თუმცა ფოთის მე-3 საჯარო სკოლის გუნდს ფინალისთვისაც დიდი მოლოდინები აქვს. ისინი, სხვა ფინალისტებთან ერთად, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სამთვიან უფასო კურსს გადიან და სპეციალურად ფინალური ტურისთვის მომზადებული, განსხვავებული და პრაქტიკული ამოცანებისთვის თავის გასართმევად ემზადებიან.
მოსწავლეებს გაკვეთილები კვირაში ორჯერ ორი საათის განმავლობაში უტარდებათ, მიმდინარეობს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მუშაობა. მრავალფეროვან დავალებებს ასრულებენ ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. დამატებითი შეხვედრების დროს ვარჩევთ შესწავლილ საკითხებს. გვიხარია, რომ ეს ოლიმპიადა არ არის ორიენტირებული მხოლოდ შეჯიბრსა და არსებული ცოდნის გამოვლენაზე. გუნდის წევრები ყოველდღე სწავლობენ რაღაც ახალს, იძენენ უნარებს, რომლებიც მომავალში წარმატების მისაღწევად აუცილებლად გამოადგებათ — აღნიშნავს ირმა ჯანელიძე.
STEM ოლიმპიადის გამარჯვებული სულ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს საგანმანათლებლო საგზურს ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ცენტრში. მათი სკოლის შენობაში კი მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. მეორე და მესამეადგილოსანი გუნდები კი საგანმანათლებლო პროცესებისთვის აუცილებელი ტექნიკითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახი კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახი კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
კომენტარები