ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი თეატრალური სივრცე — თოჯინების სახლი გაიხსნა
ფოტო: ბაზისბანკი
ბაზისბანკის მხარდაჭერით და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, ახალი თეატრალური სივრცე — თოჯინების სახლი გაიხსნა.
თოჯინების სახლი არის მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე. გარდა თოჯინების და საგნების თეატრისა, თეატრის სცენა დაეთმობა საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, მსახიობებს, შემსრულებლებს. გაიმართება შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები, სალონური შეხვედრები. პროექტის მიზანია, თეატრში ფუნქციონირებდეს კინოთეატრიც და ამ გზით მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ახალგაზრდა კინოხელოვანთა პროფესიულ განვითარებასა და მათი ნამუშევრების წარდგენას.
თეატრი თოჯინების სახლი გაიხსნა ნიკა საბაშვილის სპექტაკლით რეჟისორის ცოლი, რომელიც ცნობილი ქართველი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის მეუღლის — თამარ წულუკიძის ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს.
დამოუკიდებელი თეატრი — თოჯინების სახლი მნიშვნელოვანი მოვლენაა თოჯინური ხელოვნების და მთლიანად დარგის განვითარებისთვის. ამ განსხვავებული თეატრალური გარემოს შექმნის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის რეჟისორ ნიკა საბაშვილს და შექმნის მიზანია, თეატრის სპექტაკლები შეესაბამებოდეს როგორც მოზარდი, ასევე, უფროსი თაობის ინტერესებს და მათ ესთეტიკურ წარმოდგენებს.
თოჯინების სახლი დღემდე არსებული თეატრალური წარმოდგენებისგან რადიკალურად განსხვავებულ სპექტაკლებს შესთავაზებს მაყურებელს. გარდა იმისა, რომ ცნობილი კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები წარმოდგენილი იქნებიან თოჯინებისა და საგნების სახით, სხვადასხვა დეტალის მხატვრული დამუშავებით მიიღება სრულიად განსხვავებული ეფექტი, ეს კი ახალი მხატვრული ტენდენციების დანერგვის საუკეთესო წინაპირობაა.
თეატრში, უახლოეს მომავალში, დასადგმელად შერჩეულია ისეთი ნაწარმოებები, რომელთა თემები დღესაც აქტუალურია, ეხმიანება თანამედროვეობას და რომლებიც გამოირჩევა მაღალმხატვრული ღირებულებით.
ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერია. ბანკი გენერალურ სპონსორობას უწევს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს, თოჯინების თეატრების გაერთიანებას და მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
კომენტარები