აზერბაიჯანმა შუშაში სომხური ეკლესია დაანგრია
Caucasus Heritage Watch-ის ცნობით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში (შუშიში) 177 წლის ეკლესია გაანადგურა.
ფოტო: Caucasus Heritage Watch.
Caucasus Heritage Watch-მა, კულტურული ძეგლების დამკვირვებელმა, განაცხადა, რომ წმინდა იოანე მკრტიჩის სახელობის ეკლესია აზერბაიჯანმა დაანგრია.
მათ გააანალიზეს სატელიტური სურათები, სადაც ჩანს, რომ ეკლესია მთლიანად განადგურდა 2023 წლის 28 დეკემბრიდან 2024 წლის 4 აპრილამდე პერიოდში.
აზერბაიჯანს ადრეც ადანაშაულებდნენ მთიან ყარაბაღში ქრისტიანული სომხური მემკვიდრეობის განადგურებაში. 2020 წელს, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ღიად დაადანაშაულა სომხები კავკასიური ალბანური ძეგლებისა და ეკლესიების მითვისებაში — ქრისტიანული სამეფოს, რომელიც არსებობდა სამხრეთ კავკასიაში პირველ ათასწლეულში.
"ომის შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბაქოს ეპარქიამ გამოაცხადა პრეტენზია შენობაზე და აღდგენის პირობა დადო. მიუხედავად ამისა, ეკლესია გაქრა“, — აცხადებენ კავკასიის მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციაში.
გაეროს სასამართლომ დაავალა აზერბაიჯანს, მიეღო ყველა საჭირო ზომა, სომხურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, ვანდალიზმისა ფაქტების აღსაკვეთად და დამნაშავეების დასასჯელად.
Monument Watch, სომხური აკადემიური პლატფორმა, რომელიც ფოკუსირებულია მთიანი ყარაბაღის კულტურულ მემკვიდრეობაზე, აცხადებს, რომ ეკლესია იოჰანეს და ბაბა სტეპანიან ჰოვნანენტებმა გარდაცვლილი ძმის, მკრტიჩის სახელზე, 1847 წელს ააშენეს.
თუმცა, ზოგიერთი სხვა სომხური წყარო ამტკიცებს, რომ ეკლესია აშენდა 1818 წელს.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა აიღო კონტროლი შუშაზე, 2020 წლის ომის დროს, ფაქტების შემმოწმებელი სომხური პლატფორმა Fip, აზერბაიჯანულ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კადრებზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ ეკლესიის გუმბათი და სამრეკლო "თითქმის მთლიანად დაინგრა."
Fip-ი წერდა, რომ ეს იყო ქალაქის ორი მოქმედი ეკლესიიდან ერთ-ერთი.
ბაქომ ასევე თქვა, რომ აღადგენს ღაზანჩეცოცის საკათედრო ტაძარს, შუშაში მდებარე მეორე ეკლესიას, მისი პირვანდელი სახით, რაც, ერევნის მტკიცებით, არის ვანდალიზმი, რომელიც "მიზნად ისახავს შუშის საკათედრო ტაძრისთვის სომხური იდენტობის წართმევას".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა

კომენტარები