განახლება: დეა მელაძე, გოჩა ენუქიძის მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციაში (2023) მითითებულია, როგორც ცოლი, თუმცა, მელაძის ფეისბუქსტატუსის მედიაში გამოქვეყნების შემდეგ თავად დაწერა, რომ ის და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია, ცოლ-ქმარი არ არიან.

მოკლედ: დეა მელაძე რუსული კანონის წინააღმდეგ პოზიციას აფიქსირებს და ხალხს აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

დეტალები: მის ფეისბუქსტატუსს, რომელიც საჯარო არ არის, მთავარი აქვეყნებს.

  • "არა რუსულ კანონს! არა ყველაფერ რუსულს! შვილებს უნდათ ევროპა. ვიბრძოლოთ მათთვის და მათთან. გელით რუსთაველზე," — წერს დეა მელაძე.

გოჩა ენუქიძე ქართული ოცნების წევრია, მაჟორიტარი დეპუტატი.

ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.

გაიგე მეტი: დეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით

რუსული კანონის ქრონოლოგია:

2024 წლის 3 აპრილი

  • ოცნებამ განაცხადა, რომ ისევ აპირებს იმავე რუსული კანონის კანონის მიღებას, რამაც მასშტაბური სახალხო წინააღმდეგობა გამოიწვია გასული წლის მარტში.

8 აპრილი

ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, 17 მაისს გავა.

  • პირველი მოსმენით პარლამენტმა კანონპროექტი 17 აპრილს მიიღო.

ასევე, ნახეთ: ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2