რუსულ კანონს პარლამენტი, სავარაუდოდ, 17 მაისს დაამტკიცებს
მოკლედ: რუსული კანონს, რომელიც ბიუროს სხდომაზე 8 აპრილს დაარეგისტრირეს სახელწოდებით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, 17 მაისს გავა.
- ინფორმაცია პარლამენტის საიტზე განთავსდა.
დეტალები: პარლამენტის ვებგვერდის თანახმად, საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 15 აპრილს არის დაგეგმილი.
- პლენარულ სხდომაზე კი პირველი მოსმენის სავარაუდო თარიღი 16 აპრილი, მესამე მოსმენის კი — 17 მაისია.
15 აპრილს, საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქცია იგეგმება.
ფოტო: პარლამენტის ვებგვერდი
17 მაისის კონტექსტი: ეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ლგბტქ+ ადამიანები ეკონომიკური და სოციალური თანასწორობისთვის საბრძოლველად გამოდიან.
- საქართველოში, წლების მანძილზე თავს ესხმოდნენ ქვიარ უფლებებისთვის მებრძოლ აქტივისტებს ჰომოფობიური ჯგუფები.
- ამ დღის მნიშვნელობის საპირწონედ, 2014 წელს 17 მაისი ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედაც გამოაცხადა. სასულიერო პირები და მრევლი მსვლელობას აწყობენ, სამებაში ფეხით ადიან და იქ პატრიარქის დალოცვას იღებენ.
რუსული კანონის ქრონოლოგია:
2024 წლის 3 აპრილი
- ოცნებამ განაცხადა, რომ ისევ აპირებს იმავე რუსული კანონის კანონის მიღებას, რამაც მასშტაბური სახალხო წინააღმდეგობა გამოიწვია გასული წლის მარტში.
8 აპრილი
- პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ, რუსული კანონი დარეგისტრირდა.
- პარლამენტში თქვეს, რომ კანონის განხილვას პარლამენტის იურიდიული კომიტეტი 15 აპრილს დაიწყებს.
- ამას წინ უძღოდა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის უკან.
- შესაბამისი ნებართვის მიუხედავად, პარლამენტში არ შეუშვეს დამოუკიდებელი მედიის ნაწილი.
- პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს.
- გავრცელდა 400-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება, მიმართვით — კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
- დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა ერთობლივად განვაცხადეთ, რომ ქართულ ოცნებას არ მივცემთ რუსული კანონის მიღების საშუალებას.
9 აპრილი
- თბილისში თავისუფლების მარში გაიმართა.
წაიკითხე: რატომ არის ქართული ოცნების კანონი რუსული — მოკლედ და მარტივად
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები