რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტი 2023 წლის მარტში

გირჩი — მეტი თავისუფლება და დროა

4 Apr. 2024, 11:20

რუსული კანონის დაბრუნება ივანიშვილის თავხედური პროვოკაციაა ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეთა თავგანწირვისა და ევროკავშირის მიერ გეოპოლიტიკური გარემოს სწორი შეფასების წყალობით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ ისტორიულ მომენტში, ქვეყანას დამატებითი დაბრკოლება შეუქმნას.

ეს არის ივანიშვილის შურისძიება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ერთად ვიბრძოდით თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლისთვის, მარტის მოვლენების დროს. ეს პროვოკაცია განსაკუთრებით თავხედური და ცინიკურია იმ ფონზე, როდესაც ლაზარე გრიგორიადისი კვლავაც ციხეში პოლიტიკურ მძევლად რჩება.

საქართველო ევროპაა და არასოდეს იქნება რუსეთი!

მიგვაჩნია, რომ ამ თავხედურ თავდასხმაზე ერთადერთი ადეკვატური პასუხი არის "არა რუსულ მთავრობას!". ამ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვება საჭიროებს ქართული საზოგადოების სრულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებას.

ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. არა რუსულ რეჟიმს!

წერია გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას განცხადებაში, რომლითაც ეხმიანებიან ხელისუფლების სურვილს, ისევ დააინიციიროს პარლამენტში რუსული კანონი, რომლითაც სურთ, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი "აგენტებად" გამოაცხადონ. ანალოგიური კანონის მიღება "ოცნებას" უნდოდა გასული წლის მარტში, რასაც მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტი, 7-8 მარტის ცნობილი აქციები და საბოლოოდ, კანონპროექტის უკან გაწვევა მოჰყვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. "მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  3. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  4. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  5. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა

ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ყალბი პროფილები სოციალურ ქსელში სახელისუფლებო ნარატივების გასაძლიერებლად — "მითების…