სტატიის სპონსორია საქართველოს ბანკი

რას ნიშნავს კომპანიის აქციონერობა — მარტივად

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ვინ არის კომპანიის აქციონერი?

აქცია ფასიანი ქაღალდია, რომლის ქონაც კომპანიის მეწილეობას ნიშნავს. შესაბამისად, თუ კომპანიის ერთ აქციას მაინც ფლობ, შენ მისი აქციონერი ხარ. აქციონერის მთავარი მიზანი სამომავლოდ სარგებლის მიღებაა. მაგალითისთვის: თუ კომპანიის აქციების ღირებულება იზრდება, შენი ქონებაც მზარდია, თუმცა, უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ ეკონომიკის განვითარების ტრენდი ყოველთვის აღმავალი არ არის. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიები საკუთარ აქციონერებს დივიდენდებსაც უხდიან.

აქციონერობას თან ახლავს როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები. გარკვეულ შემთხვევებში აქციონერს ისეთი საკითხების გადაჭრისას ხმის მიცემის უფლებაც აქვს, რამაც შესაძლებელია კომპანიის სამომავლო საქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

მთავარი აქციონერი

ფასიანი ქაღალდები მფლობელი, რომელიც კომპანიის მთლიანი აქციების 50%-ზე მეტს ფლობს, მისი მთავარი აქციონერი, ანუ საკონტროლო პაკეტის მფლობელია. ის აქციონერები კი, რომლებიც 50%-ზე ნაკლებს ფლობენ, ფასიანი ქაღალდების მცირე წილების მფლობელებად ითვლებიან.

როგორც წესი, საკონტროლო პაკეტის მფლობელები კომპანიების დამფუძნებლები არიან. ნებისმიერ შემთხვევაში დამფუძნებლებს კომპანიის სხვადასხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე დიდი გავლენა აქვთ — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანიის მაღალი დონის მენეჯერების შერჩევა ხდება.

რა უფლებები აქვთ აქციონერებს

როდესაც საქმე კომპანიის აქციების შეძენას ეხება, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი. ეს, როგორც წესი, იმ უფლებების ქონასთან არის დაკავშირებული, რომელიც აქციონერობას ახლავს.

კომპანიის წესდებისა და შინაგანაწესის მიხედვით, როგორც წესი, აქციონერები შემდეგი უფლებებით სარგებლობენ:

  • კომპანიის დოკუმენტებზე წვდომა — ჩანაწერების შემოწმების უფლება;
  • უფლება იმისა, რომ უჩივლოს კომპანიას მისი დირექტორის ან/და სხვა უფლებამოსილი პირის დანაშაულისთვის;
  • დივიდენდის მიღების უფლება, თუ მის გაცემას ბორდი გადაწყვეტს;
  • კონკრეტულ შეხვედრებზე დასწრების უფლება;
  • კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ხმის მიცემის უფლება მისი ან მის მიერ უფლებამოსილი პირის საშუალებით;
  • შემოსავლის პროპორციულად განაწილების მოთხოვნის უფლება, თუ კომპანია მისი აქტივების ლიკვიდაციას აპირებს.

აქციონერთა ტიპები

კომპანიების უმრავლესობა ორი ტიპის აქციას გასცემს — ჩვეულებრივ და პრივილეგირებულს. პრივილეგირებულთან შედარებით ჩვეულებრივი ტიპის აქციები ბაზარზე უფრო მეტად გავრცელებულია. როგორც წესი, ჩვეულებრივი ტიპის აქციონერები ხმის მიცემის უფლებით სარგებლობენ — თუმცა, ეს უფლება არ აქვთ პრივილეგირებული ტიპის აქციონერებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ პრივილეგირებული აქციების მფლობელებს აქვთ პრიორიტეტული პოზიცია დივიდენდების მიღებასთან დაკავშირებით. ამასთან, პრივილეგირებულ აქციონერებს დივიდენდებს უხდიან მაშინაც, თუ კომპანიის მოგება მცირდება. იმავდროულად, კრიზისის დროს ჩვეულებრივ აქციონერებს შესაძლებელია კომპანიამ შეუმციროს ან საერთოდ არ გადაუხადოს დივიდენდი.

შეჯამება — როგორ შეგიძლია გახდე აქციონერი

ეგრეთ წოდებული საჯარო კომპანიების აქციების შესაძენად საინვესტიციო ანგარიშის ქონაა აუცილებელი, რომლის გახსნაც საქართველოს ბანკის მობილბანკით მარტივად შეგიძლია. ამ აპლიკაციის საშუალებით ინვესტირების დაწყება ნებისმიერი თანხით არის შესაძლებელი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მობილბანკი აქციების ფასების დინამიკის თვალის დევნების საშუალებასაც გაძლევს, რაც საფონდო ბირჟაზე არსებულ სიტუაციაზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდის.

ამ საქმეში ინფორმაციის ქონა კი ძალიან მნიშვნელოვანია. გამოცდილი ინვესტორები ამბობენ, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარებაა საჭირო. მათივე თქმით, რაც უფრო ადრე დაიწყებ ინვესტირებას, მით მეტი შანსი გაქვს, რომ სამომავლოდ დიდი კაპიტალი დააგროვო.

საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.

*ეს არ არის ფინანსური რჩევა


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ილონ მასკი დემოგრაფიის პრობლემის მოსაგვარებლად ქალებს თავის სპერმას სთავაზობს
  2. ეს ხელოვანი ცხოველებს ტანსაცმლით "ქმნის" — 10 სახალისო ფოტო
  3. "უშვილო, მეკატე ქალი" — საიდან მოდის ეს ცნობილი სექსისტური სიმბოლო
  4. ნახეთ: ჯონი დეპი ჯეკ ბეღურას როლში დაბრუნებაზე მოულოდნელ კომენტარს აკეთებს
  5. როცა მჩაგვრელი რეჟიმის წინაშე შიშვლდები — აჰუ დერიაის ისტორია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ჯარიმა გამოწერილია შეცდომით" — გიგი უგულავას "უბილეთოდ მგზავრობის" გამო დაკისრებული ყადაღა თბილისის მერიამ მოუხსნა

მედია რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის პრესსამსახურში უთხრას, რომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, ავტობუსით…