რა ვიცით იმ პირებსა და კომპანიებზე, რომლებმაც ოცნება, მხოლოდ 3 თვეში, 9.5 მლნ ლარით დააფინანსეს
ფოტო: TI
რა ხდება: ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ (TI) შეისწავლა პოლიტიკური შემოწირულებები 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
ძირითადი მიგნებები — მოკლედ:
- ქართული ოცნება: TI-ის ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ, 2023 წლის ბოლო სამ თვეში, 9,5 მილიონ ლარამდე შემოწირულება მიიღო, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 93%-ია.
- ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ჯამში, 700 000 ლარამდე ღირებულების შემოწირულება მიიღო, შესაბამისად, ქართულმა ოცნების მიერ მიღებული შემოწირულება 13-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა ყველა პარტიის ერთად აღებული.
- ქართულ ოცნებას 284-მა პირმა შესწირა თანხა, სხვა ყველა პარტიას ჯამურად — 130-მა.
- ტენდერები: ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა 11-მა კომპანიამ, 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო. TI-ის მიხედვით, ამ კომპანიებს 2013 წლიდან, 1.7 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული.
- გამარტივებული შესყიდვები: ქართული ოცნების დონორებთან დაკავშირებულმა 24-მა კომპანიამ, 2023 წლის მეორე ნახევარში, 616 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო. ამ კომპანიებს, 2013 წლიდან, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.
- სახელმწიფო პროგრამები: ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებული 26 კომპანიას, სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში, 2017-2021 წლებში, ჯამში, 22 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება აქვთ მიღებული, ხოლო 2021-2022 წლებში რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, ხუთ კომპანიას — 18 მილიონ ლარამდე.
- აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბოლო სამ თვეში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები სამ კომპანიას ჰქონდა მიღებული ჯამური ღირებულებით — 15,000 ლარი.
რეალური შემომწირველები თუ ფიქციური დონორები?
TI წერს, რომ შემოწირულებები მესამე პირის მეშვეობითაც ხდება და ხშირად, ქართული ოცნების დონორები მსხვილი ბიზნეს ჯგუფების დირექტორებისა და პარტნიორების გარდა, კომპანიებში ისეთ პოზიციებზე დასაქმებული პირები არიან, როგორებიცაა ფინანსური ოფიცერი, გეოლოგი, მექანიკოსი, საამქროს უფროსი და სხვა.
TI-ის შეფასებით, ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ისინი ფიქციური დონორები არიან, რეალური შემომწირველი კი დაფარულია, რაც კანონდარღვევაა. "ასეთი პრაქტიკა გამოიკვეთა RMG ჯგუფთან, ანაგი ჯგუფთან, ალიანსი ჯგუფთან და ნექსთი ჯგუფში დასაქმებულ დონორებთან დაკავშირებით", — აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ ფიქციური შემოწირულების ეჭვს აჩენს აგრეთვე დროის მცირე ინტერვალში ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწირულებები: "ამის მაგალითია შპს ლილო-მოლი, რომლის კომპანიის წვრილმა მეწილეებმა, ერთსა და იმავე დღეს, მსხვილი თანხები შესწირეს ქართულ ოცნებას".
- პარტიებზე ზედამხედველობა: TI აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ, 2023 წლის მე-4 კვარტალში, კანონიერების შემოწმების მიზნით, შემოსავლების სამსახურიდან 350 პირის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია, რომლებიც 11 სხვადასხვა პარტიის შემომწირველები იყვნენ.
- გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ ფიზიკური პირებიდან 175 ქართული ოცნების შემომწირველი იყო, ხოლო 175 — სხვა პარტიების.
- საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც "ფორმალური ხასიათისაა": 2023 წლის დეკემბერში აიკრძალა იურიდიული პირების მიერ პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელება და შემცირდა პარტიების მიერ წლის განმავლობაში გაღებული ხარჯების ზედა ზღვარი. თუმცა, TI-ის შეფასებით, ცვლილებები მეტწილად ფორმალური ხასიათისაა და ვერ აღმოფხვრის მმართველ პარტიასა და სხვა პარტიებს შორის არსებულ დიდ ფინანსურ უთანასწორობას.
- რა საკანონმდებლო ცვლილებაზეა საუბარი? პარლამენტმა 2023 წლის 29 დეკემბერს ცვლილებები დაამტკიცა კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, შედეგად, იურიდიულ პირებს აეკრძალათ პოლიტიკური შემოწირულებების გაკეთება, ასევე, შემცირდა პარტიების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში გაღებული ხარჯების ზედა ზღვარი — ქვეყნის წინა წლის მშპ-ს 0.05%-ის მაგივრად, ზღვარი 0.04% გახდა. ცვლილებების მიზანია ვენეციის კომისიის და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.
- რატომ არის კანონი ფორმალური ხასიათის? TI-ის მიხედვით, ახალი ზღვრის მიხედვით, პარტიებს შეეძლებათ 2024 წლის განმავლობაში დაახლოებით, 30 მილიონ ლარამდე დახარჯონ. "საქართველოს უახლეს ისტორიაში არასდროს, არცერთ პარტიას, წლის განმავლობაში ამ ოდენობის ხარჯი არ დაუდეკლარირებია", — აცხადებს ორგანიზაცია, — შესაბამისად, მშპ-ს 0.04% ფორმალურ ლიმიტად დარჩება და ხარჯების შეზღუდვის ფუნქციას ვერ შეასრულებს.
შემოწირულებების სტატისტიკა:
დეტალები:
TI-ს თანახმად,
2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა პარტიამ ჯამში 10,163,787 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი 1,901,299 ლარი იყო. "ჯამური შემოწირულებების ზრდა თითქმის სრულიად მმართველი პარტიის ხარჯზე მოხდა, რომელმაც ყველა შემოწირულების 93%-ია".
- 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ქართულმა ოცნებამ შემოწირულების სახით 9 464 000 ლარი მიიღო, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში — 370,000 ლარი.
- 2023 წლის ბოლო სამ თვეში, ყველა პარტიის სასარგებლოდ, ჯამში 456 შემოწირულება გაიღეს, აქედან 284 ქართულმა ოცნებამ მიიღო, 44 — ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხოლო 39 — ლელომ.
ვინ არიან ქართული ოცნების შემომწირველები:
2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ქართული ოცნებას 284-მა პირმა 9 464 000 ლარი შესწირა, თითო შემომწირველი საშუალოდ, 33 000 ლარს ურიცხავდა. ანალოგიური მაჩვენებელი ოპოზიციური პარტიებისთვის 5 000 ლარია.
- TI-ის ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ 284 დონორს ქართული ოცნებისთვის სულ 25 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული.
ამ 284 პირთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულმა 11-მა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 201 მილიონი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო, ამავე კომპანიებს კი, 2013 წლიდან, 1.7 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული.
ცხრილებში ფიფქით აღნიშნულია კომპანიასთან დაკავშირებული პირები, რომლებმაც 2023 წლის IV კვარტალში ქართულ ოცნებას შესწირეს თანხები.
- 2023 წლის მეორე ნახევარში ქართული ოცნების დონორებთან დაკავშირებულმა 24-მა კომპანიამ 616 000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო; 2013 წლიდან კი, ამავე კომპანიებს 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.
2023 წლის IV კვარტალში სახელმწიფო აგროპროგრამებში ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებული 26 კომპანია მონაწილეობდა.
- ამ კომპანიებს 2017-2021 წლებში ჯამში, 22 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება აქვთ მიღებული.
- გარდა ამისა, შემომწირველებთან დაკავშირებულმა 5-მა კომპანიამ 2021-2022 წლებში რთვლის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 18 მილიონ ლარამდე მიიღო.
შემომწირველების და მათთან დაკავშირებული კომპანიების სრული სია ვრცელია. On.ge რამდენიმე მათგანის შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას.
- ზურაბ ჩხაიძე: ზურაბ ჩხაიძემ 2023 წელს ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა, ხოლო სულ მმართველი პარტიის სასარგებლოდ, 240,000 ლარი აქვს გაღებული.
- სამაგიეროდ, TI-ის ინფორმაციით, ზურა ჩხაიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ კახური ტრადიციული მეღვინეობა, შეღავათიანი აგროკრედიტით 2017-2021 წლებში, 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ხოლო რთვლის სუბსიდირების ფარგლებში — 7 მილიონ ლარამდე.
- ზურაბ ბუბუტეიშვილი: 2023 წელს, ბუბუტეიშვილმა ქართული ოცნებას მაქსიმალური თანხა — 60 000 ლარი შესწირა, სულ კი, პარტიისთვის, 350 000 ლარი აქვს შეწირული.
- თავის მხრივ, ბუბუტეიშვილთან დაკავშირებულმა კომპანია სარაჯიშვილმა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 2017-2021 წლებში 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ხოლო რთვლის სუბსიდირების ფარგლებში — 8 მილიონ ლარზე მეტი.
გარდა ამისა,
- კომპანია RMG-ში დასაქმებულმა 19-მა პირმა, რომელთა შორის არიან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, გეოლოგი, მექანიკოსი და ფინანსური მაკონტროლებელი, 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ქართულ ოცნებას ჯამში 524 000 ლარი შესწირა. TI-ის მიხედვით, ამ პირებს სულ 1.6 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული პარტია ქართული ოცნებისთვის.
- არქეოპოლისი: სს არქეოპოლისი ერთადერთი იურიდიული პირია, რომელმაც ქართულ ოცნებას 2023 წლის IV კვარტალში 76,000 ლარი შესწირა, ამავე პერიოდში კი, კომპანიამ 5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა.
- შპს ლილო მოლი: 2023 წლის 15 ნოემბერს შპს ლილო-მოლის ათმა მეწილემ ქართულს ოცნებას ჯამში 530,000 ლარი შესწირა. მათ პარტიისთვის სულ 2 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული: "კომპანიის პარტნიორების მიერ მმართველი პარტიისთვის თანხების ერთ დღეს შეწირვა ცხადად აჩვენებს, რომ მათ ქმედებას ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა", — წერს TI.
- სხვა კომპანიების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.
ბოლო ხაზი: 2024 წლის 9 თებერვალს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ გამოაქვეყნა "კორუფციის რუკა", სადაც ასახულია პარტია ქართული ოცნების დამფუძნებლის და საპატიო წევრის, ბიძინა ივანიშვილთან და თანამდებობის პირებთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომლებმაც
- ბოლო 10 წელიწადში, ჯამურად, 2 მილიარდ 150 მილიონ ლარამდე მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
- სიაში არიან როგორც პარლამენტის დეპუტატები, ასევე, თანამდებობის სხვა მოქმედი და ყოფილი პირები.
მსგავსი: კორუფცია ივანიშვილის ჩრდილქვეშ? — მინიშნებები ახალი ანგარიშიდან
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა









კომენტარები