გერმანული მედია: ფრიდრიხ მერცი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინას ეწვევა
ფოტო: BBC
გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი თავისი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
Welt წერს, რომ სუმიზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგადაც 34 ადამიანი დაიღუპა, დონალდ ტრამპმა შეშფოთება გამოხატა. ფრიდრიხ მერცმა ეს "სამხედრო დანაშაულად" შეაფასა და, როგორც ჩანს, კიევში "ნების კოალიციის" სამიტზე დასასწრებად გამგზავრებას აპირებს.
Politico-ს ცნობით, მერცს თუ დროულად აირჩევენ, ახლად არჩეული კანცლერი დაუყოვნებლივ უკრაინაში გამგზავრებას გეგმავს, სადაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები 9 მაისს "ნების კოალიციის" სამიტზე მიიწვია.
"9 მაისს, ჩვენ გვსურს ჩავატაროთ "ნების კოალიციის" შეხვედრა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე, პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების დასადგენად", — განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ.
Politico ბერლინსა და ბრიუსელში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მერცის მაისის დასაწყისში უკრაინაში შესაძლო ვიზიტი იგეგმება. მერცის გარდა, ღონისძიებას სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც დაესწრებიან, როგორიცაა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი.
კვირას, 13 აპრილს რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სუმის დაესხა თავს, რის შედეგადაც სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. მერცმა ARD-ისთან განაცხადა, რომ ეს "ცხადია, სერიოზული ომის დანაშაულია". თავდასხმების ორი ტალღა მოხდა, მეორე „მაშინ, როდესაც ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ცდილობდნენ დაზარალებულებზე ზრუნვას. ეს ვერაგობის პიკია“. მისი თქმით, გულუბრყვილობაა პუტინთან მოლაპარაკებები: "აი, როგორ ექცევა პუტინი მათ, ვინც მას ცეცხლის შეწყვეტაზე ესაუბრება", — განაცხადა მერცმა.
- ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია მზადაა უკრაინას Taurus-ის რაკეტები გადასცეს
- "ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს" — გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტში საქართველოა ნახსენები
- გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატებმა და სოციალ-დემოკრატებმა მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადეს
- გერმანიის პრეზიდენტმა ოლაფ შოლცი და მისი მთავრობა ოფიციალურად გაათავისუფლა
- გერმანიის საპარლამენტო არჩევნების საბოლო შედეგები — როგორ გადანაწილდება მანდატები ბუნდესტაგში?
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები