ასლან ბჟანია

21 Feb. 2024, 13:04

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოს ლიდერები, ჩემი შეხედულებით, ყველაფერს პრაგმატულად უდგებოდნენ. ისინი არ მონაწილეობდნენ პროვოკაციებში, რომლებიც მათ უკრაინამ მოუწყო. უკრაინის ლიდერების ხშირ მოწოდებას, მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, საქართველოში მხარდაჭერა არ ჰქონია. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი.

მომავალში, თუ პრაგმატიზმს გამოიჩენენ, ვფიქრობ, ამით შეიძლება თავიდან იქნეს არიდებული ზედმეტი ინციდენტები. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი მომავალი. საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს რეალობის აღიარება. არა მგონია, რაიმე ახალს ვამბობდე, მაგრამ ომის შემდეგ აღარაფერია ხოლმე ისე, როგორც ომამდე იყო. ომი რადიკალურად ცვლის ყველაფერს. 1992 წელს, ვიდრე აფხაზეთში ომს გააჩაღებდნენ, იმ პერიოდის ქართველ ლიდერებს უნდა ეფიქრათ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს. ეს იყო, ალბათ, ერთ-ერთი გამოუსწორებელი შეცდომა საქართველოს მთლიანობის თვალსაზრისით.

ზოგადად, ჩვენ გვინდა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს ანტაგონიზმი ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ გვქონდა პრეტენზია მათზე, ვინც დაიწყო ეს ომი და მათ მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ომში.

დღეს არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი, რომლის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლება და ხალხი. ჩვენ გვაქვს ჩვენი განვითარების გზა და მივყვებით მას. ამავე დროს, ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით. ეს ერთი ამბავია, თუმცა მეორე ამბავი არის ის, რომ ჩვენ გვესმის, რამდენად რთულია.

ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, როდესაც ადამიანთა ჯგუფი არ იყო მზად ასობით წლის განმავლობაში არსებული რეალობის მისაღებად. მაგალითად, ფრენებს, რომელიც ხორციელდება სალონიკის აეროპორტიდან (საბერძნეთი) სტამბოლის მიმართულებით (თურქეთი) წერენ "სალონიკი — კონსტანტინოპოლი". იყო ასეთი ფაქტი, კონსტანტინოპოლი იყო ბერძნული მართლმადიდებლური ქალაქი, ახლა კი ასე არ არის. ასე იყო, მაგრამ სულ სხვა გახდა. როცა საქართველოს ლიდერები ამას გაიგებენ, მაშინ ნორმალური ურთიერთობების დამყარების პროცესები სხვა დინამიკას მიიღებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  2. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
  3. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  4. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  5. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი, 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც თანმხლებ…