რა მოხდა: 9 თებერვალს, ღამით, დეკანოზმა შალვა კეკელიამ კლუბ ბასიანთან პარაკლისი გადაიხადა. თქვა, რომ ასე ეხმაურება 27 იანვარს 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკი იყო.

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

  • კლუბ ბასიანთან დიდი რაოდენობის პოლიცია იყო მობილიზებული. თუმცა, შალვა კეკელიამ შეკრებამდე ხალხს ფეისბუქზე მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინათ ყველანაირი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისგან: "ჩვენი ძალა და ჩვენი იარაღი არის ლოცვა და სიტყვა, ჩვენ სხვა ძალა არ გვაქვს. თუ ვინმე პროვოკაციებს ვერ აიტანთ ან ბილწსიტყვაობით და ძალით გამოჩენას აპირებთ, ჯობია, არ მოხვიდეთ".

ამ მოწოდების მიუხედავად, იქ მაინც ვნახეთ ზოგიერთი ლიდერი ძალადობრივი, ჰომოფობიური და ღიად პრორუსული ჯგუფებიდან, მათ შორს, მამა-შვილი ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ბექა ვარდოსანიძე და მათი მხარდამჭერების ის ნაწილიც, რომლებიც არაერთხელ გვინახავს ძალადობრივი ფორმებით გამორჩეულ აქციებზე.

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

პარაკლისის დაწყებამდე, ფალავანდიშვილმა ძალადობის წამქეზებელი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "საერთოდ დასახურია ბასიანი" და თუ არ დახურავს მთავრობა, "შეიძლება იმდენი ხალხი შეიკრიბოს, რომ ფიზიკურად არ შეუშვან იქ ხალხი."


სასულიერო პირები 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებიდან:

2021 წლის 21 ივლისს, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ აი, ფაქტი იმ სასულიერო პირების შესახებ დაწერა, რომლებმაც 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს შეუწყვეს ხელი, როგორც მრევლის წინასწარი მობილიზებით, ასევე, ორგანიზატორების იდეოლოგიური მხარდაჭერით, თუ პირდაპირი გაგებით, მათი გვერდში დგომით. მათ შორის იყო შალვა კეკელიაც.

შალვა კეკელია 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე.

შალვა კეკელია 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე.

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციებისა თუ საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლებას დღემდე არ დაუსჯია ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.

2024 წლის 9 თებერვალს, კლუბ ბასიანის მიმდებარედ შეკრებილთა შორის, On.ge-მ რამდენიმე მათგანი ამოიცნო.

საბა ჭიკაიძე — თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი.

საბა ჭიკაიძე 2024 წლის 9 თებერვალს,  პარაკლისზე კლუბ ბასიანის მიმდებარედ

საბა ჭიკაიძე 2024 წლის 9 თებერვალს, პარაკლისზე კლუბ ბასიანის მიმდებარედ

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

საბა ჭიკაიძე ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული ალტ-ინფოს აქციაზე, კონსერვატიული პარტიის ლიდერთან, ზურა მახარაძესთან ერთად. 2021 წლის 5 ივლისი.

საბა ჭიკაიძე ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული ალტ-ინფოს აქციაზე, კონსერვატიული პარტიის ლიდერთან, ზურა მახარაძესთან ერთად. 2021 წლის 5 ივლისი.

შალვა კეკელია და საბა ჭიკაიძე 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე.

შალვა კეკელია და საბა ჭიკაიძე 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე.

დავით რუხაძე — საბურთალოს სულთმოფენობის ტაძარი.

დავით რუხაძე 2024 წლის 9 თებერვალს,  პარაკლისზე კლუბ ბასიანის მიმდებარედ

დავით რუხაძე 2024 წლის 9 თებერვალს, პარაკლისზე კლუბ ბასიანის მიმდებარედ

ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge

დავით რუხაძე 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე.

დავით რუხაძე 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე.

იოანე საბანაძე — ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი.

იოანე საბანაძე, 2024 წლის 9 თებერვალს, პარაკლისზე კლუბ ბასიანის მიმდებარედ

იოანე საბანაძე, 2024 წლის 9 თებერვალს, პარაკლისზე კლუბ ბასიანის მიმდებარედ

ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge

იოანე საბანაძე, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე.

იოანე საბანაძე, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე.

დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი

გაბრიელ ჩადუნელი 2024 წლის 9 თებერვალს, პარაკლისზე კლუბ ბასიანის მიმდებარედ

გაბრიელ ჩადუნელი 2024 წლის 9 თებერვალს, პარაკლისზე კლუბ ბასიანის მიმდებარედ

ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge

დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე.

დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე.

გაბრიელ ჩადუნელის ძალადობის წამქეზებელი, სიძულვილის ენის შემცველი მოწოდება ფეისბუქზე, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის წინ.

გაბრიელ ჩადუნელის ძალადობის წამქეზებელი, სიძულვილის ენის შემცველი მოწოდება ფეისბუქზე, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის წინ.


რაზე ესაუბრა შალვა კეკელია შეკრებილ საზოგადოებას: ბასიანის მიმდებარედ მისული გურამ ფალავანდიშვილისგან განსხვავებით, შალვა კეკელიას საჯარო მოწოდებები არ ყოფილა ძალადობის წამქეზებელი: "ჩვენი შვილების გადარჩენაზეა საუბარი, აქ ამიტომ შევიკრიბეთ, თორემ საერთოდ არ გვაქვს საწინააღმდეგო იმ ბავშვებთან, ვინც იქ შედიან", — თქვა მან და შეკრებილებს მოუწოდა, არ მიემართათ ძალადობრივი ფორმებისთვის, — "მაგის არ მესმის, ვიკრიბებით და დედის გინებით ღმერთს იცავენ. ასეთი ქართველის კიდევ... შემირცხვენია! როგორ შეიძლება, დედას იგინები და ამ დროს სიწმინდეს იცავ, ეკლესიას იცავ!"

ასევე,

  • კეკელიამ უკმაყოფილება გამოთქვა მედიისა და ჟურნალისტების მიმართ, რადგან, მისი თქმით, ტელევიზიებში ნარკოპოლიტიკის პრობლემაზე არ საუბრობენ და არ აქცევენ საკმარის ყურადღებას: "ელენე რომ დაიღუპა, ამის ინტერესი არ გაქვთ. ერთი კვირაა, არც ერთ ტელევიზიას გადაცემა არ გაუკეთებია, გაკვრით ახსენეს რამდენჯერმე, რადგან იცოდნენ, რომ შემდეგ ამას ვახსენებდი მე."
  • ისაუბრა როგორც პოლიტიკურ, ასევე, პირად და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე: "სამწუხაროდ, ყველა გარეულია — მთავრობა, ოპოზიცია... ჩვენც თანამონაწილეები ვართ ელენეს სიკვდილში, თქვენც, აქ რომ დგახართ, ყველანი, ჩემი შვილებიც, მეც. ჩუმად ვიყავით, ამაზე არ ვლაპარაკობდით, ამიტომ ელენე მეც მოვკალი, მეც მკვლელი ვარ და თქვენც, ყველამ უნდა გაიზიაროთ ელენეს სიკვდილი."

შალვა კეკელიამ შეკრებილებს უთხრა, რომ "გამოძიებაც ისე უნდა წაიყვანონ, რომ რაღაც ასე არ იყო."

ცნობისთვის, კლუბ ბასიანის მიერ, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებიდან დღეების შემდეგ გაკეთებულ განცადებაში წერია, რომ ოფიციალურად, გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის: "აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომლის შედეგებსაც ველოდებით, და მის დასრულებამდე, გთხოვთ, თავი შეიკავოთ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან", — განაცხადა კლუბმა.

რა მოხდა 27 იანვარს — ბასიანის ვერსია: ისინი აცხადებენ, რომ საკითხის სენსიტიურობის გამო და ზუსტი ინფორმაციის მოპოვებამდე თავს იკავებდნენ საჯარო კომენტარისგან, "თუმცა, ცრუ ბრალდებებისა და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ, რომლითაც ცილს გვწამებენ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მომხდარის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული დეტალების გასაჯაროება.

  • ახალგაზრდა ადამიანი კლუბს 27 იანვარს, კვირას, დილის 07:30 საათზე ეწვია, ხოლო 10:40 საათზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც, მომენტალურად გაეწია პირველადი დახმარება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების გუნდის მხრიდან, ხოლო დაახლოებით 10-12 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა."

კლუბმა ასევე, აღნიშნა, რომ

  • პრობლემას და ტრაგედიებს ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა ქმნის: "ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობის დაცვისა და გაფრთხილების რესურსები და შესაძლებლობები შეზღუდულია და რადიკალური პრევენციული ზომების მიღება - შეუძლებელი", — აცხადებს ბასიანი.
  • კლუბი შეახსენებს სახელმწიფოს, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესამუშავებლად პასუხისმგებლობა მას აკისრია: "საკლუბო კულტურის მიზანმიმართული დემონიზებისა და დისკრედიტაციის ნაცვლად, შედეგის მომცემი იქნება, პასუხისმგებლობა შევახსენოთ სახელმწიფოს, ვის ხელშიცაა სისტემური ცვლილების მთავარი ბერკეტი ზიანის შემცირებასა და ზრუნვაზე ორიენტირებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესამუშავებლად", — წერია ბასიანის განცხადებაში.

ბასიანის მიმდებარედ, სასულიერო პირებმა შეკრებილებს საეკლესიო სანთლები დაურიგეს. ზოგიერთ მათგანს ხატები ჰქონდა მიტანილი.

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

  • პარაკლისის გადახდის შემდეგ, რამდენიმე ადამიანი სიტყვით გამოვიდა, მათ შორის, 27 იანვარს გარდაცვლილი 19 წლის ელენე ეფრემიძის ძმა.

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

კეკელიამ ასევე ისაუბრა აზარტული თამაშების პრობლემაზე და შეკრებილებს წარუდგინა კაცი, რომელმაც, მისი თქმით, ახალგაზრდა შვილი სწორედ ამ პრობლემის გამო დაკარგა.

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge


მიუხედავად იმისა, რომ შეკრებილთა შორის ძალადობრივი ჯგუფების არაერთი წარმომადგენელი ვნახეთ, პარაკლისის შემდეგ ისინი დაიშალნენ და უშუალოდ კლუბის შესასვლელთან არ მისულან. კლუბმა ჩვეულ რეჟიმში უმასპინძლა ვიზიტორების იმ ნაწილს, ვისაც ბილეთი წინასწარ ჰქონდა ნაყიდი.

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge

კლუბი ბასიანის შესასვლელი — 9 თებერვალი, 2024 წელი

კლუბი ბასიანის შესასვლელი — 9 თებერვალი, 2024 წელი

ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge