გელა მთივლიშვილი

24 Jan. 2024, 14:25

როცა ვამბობ, რომ პოლიციელები ველურებივით, არაადამიანურად იქცეოდნენ, ამას ვგულისხმობ! [ფოტო]

ხომ შეიძლება, თვალი გამოეთხარათ? ორივე ონლაინპლატფორმა მაუწყებლის ჟურნალისტია. ასე მახრჩობდნენ მეც პოლიციის ავტომობილში. სამწუხაროდ, დახურულ მანქანაში კადრიც ვერავინ გადაიღო. ტელეფონის წართმევა უნდოდათ, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ უკანონო დაკავების და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ამსახველი ვიდეომტკიცებულება წაეშალათ.

ხუთიდან არცერთ პოლიციელს არ ჰქონდა სამხრე კამერა! იმ ხუთიდან, სულ მცირე ორი მთლად შერაცხადი არ უნდა იყოს! კისერში რომ ჩამაფრინდნენ, კანკალებდნენ, სახეც შეშლილი ჰქონდათ, დორბლი სდიოდათ.

რაღაც მომენტში დავუშვი, ვაითუ, მესროლონ და მერე რამე დამაბრალონ მეთქი. ყველაფერი დამაბრალეს მანამდე, რომ წინააღმდეგობას ვუწევდი, არ ვემორჩილებოდი, მანქანიდან გადახტომას ვცდილობდი და ა.შ. მიდი და ამტკიცე ახლა რომ გახრჩობდნენ. ამიტომ ვითხოვდი, რაც შეიძლება სწრაფად მივეყვანე პოლიციის განყოფილებაში, სადაც ვიდეოსამეთვალყურეო კამერის იმედი მაინც მქონდა. ამ ფოტოზე რომ ჩანს ნაცრისფერი ქუდით, მაგან დამაკავა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ" სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში…