CES 2024: ტაქტილური ხელთათმანი, რომლითაც ციფრულ სამყაროს შეეხებით
ნეირომეცნიერების მიერ დაარსებულმა კომპანია Afference-მა CES 2024 მნიშვნელოვანი ჯილდო მოიგო. მათ ეს ინოვაციური მოწყობილობის შემუშავებისთვის დაიმსახურეს, რომელიც ციფრულ სამყაროსთან შეხების შეგრძნებებს აჩენს.
წარმოიდგინეთ, ვირტუალური ობიექტის ტექსტურას გრძნობთ. მეტიც, შეიძლება აღიქვათ მისი წონა და სითბო. ეს როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა ისე ჟღერს? არა, ეს ასე აღარ არის! გაიცანით Phantom, ნერვული ჰაპტიკური მოწყობილობა, რომელიც ვირტუალურ რეალობაში შეხების შეგრძნებებს აჩენს.
ასევე: CES 2024: ინოვაციური პირბადე პრივატული საუბრებისთვის
CES 2024: I-Robo — მსოფლიოში პირველი რობოტი მზარეული
CES 2024: ხვრინვის საწინააღმდეგო ბალიში, რომელიც ძილის ხარისხს აუმჯობესებს
CES 2024: სხეულის კამერა, რომელიც თქვენი ცხოვრების ყოველ დეტალს აღბეჭდავს
CES 2024: როგორი იქნება Samsung-ის ახალი ტელევიზორები
Phantom ჰაპტიკურ უკუკავშირს წარმოქმნის და ეს თითის დონეზე უშუალოდ ნერვულ სისტემასთან ურთიერთქმედებით. ელექტრონიკა უზრუნველყოფს მობილურ და უკაბელო ინტერფეისს ნებისმიერი ვირტუალური რეალობისთვის, ჩაფხუტისა თუ მობილური მოწყობილობისთვის.
"ჩვენ ნეირომეცნიერები ვართ, რომლებმაც ვიცით როგორ გავაჩინოთ ხელოვნური შეხების ეფექტი. Phantom ჩვენი პირველი პროდუქტია. ეს ნერვული ჰაპტიკური მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ იგრძნოთ ის, რაც იქ არ არის. ჩვენ ვიყენებთ ნერვულ სტიმულაციას თითებში ხელოვნური შეგრძნებების შესაქმნელად. მოწყობილობა უკავშირდება ვირტუალური რეალობის ჩაფხუტს. ეს ციფრული მოქნილობის საშუალებას იძლევა, რაც ნიშნავს, რომ ვირტუალურ რეალობაში შეგიძლიათ იყოთ ისეთივე მოხერხებული, როგორც ფიზიკურში", — თქვა ჯეიკობ სეგილმა, Afference-ის დამფუძნებელმა.
ჯეიკობმა აღნიშნა, რომ მომავალი ციფრული სამყაროსია, რომელშიც ეკრანები საჭირო აღარ იქნება. მისი თქმით, ყველაფერი იქნება ისეთი როგორიც ეს ახლა ფიზიკური სამყაროა, უბრლოდ ციფრულად.
კომენტარები