რამდენად შესაძლებელია დროში მოგზაურობა და პარადოქსებისთვის გვერდის ავლა — კვლევა
რამდენად შესაძლებელია დროში მოგზაურობა? ეს ის შეკითხვაა რასაც მეცნიერები დღეს სერიოზულად განიხილავენ.
ეს სფერო სამეცნიერო ფანტასტიკისთვის საყვარელი თემაა, მაგრამ ამავე ფანტასტიკაში ხშირად ამოუხსნელ პარადოქსებს ვაწყდებით. მაგალითად, თუ დაბრუნდებით წარსულში და თქვენს მშობლებს თქვენსავე ჩასახვაში ხელს შეუშლით, მაშინ რა მოხდება?
ეს მონუმენტური თავსატეხია, რომელიც ცნობილია როგორც "ბაბუის პარადოქსი". ამ პარადოქსში თქვენ კლავთ ბაბუას, მანამ სანამ ის თქვენს მშობელს ჩასახავს. პარადოქსის მიხედვით, თქვენ აღარ უნდა არსებობდეთ, მაგრამ ფაქტია, არ არსებულმა ადამიანმა ბაბუა ახალგაზრობაში მოკალით.
ფიზიკოსი ჟერმენ ტობარი სწორედ ასეთი პარადოქსებით დაინტერესდა. მან შეიმუშავა მიდგომა, რის მიხედვითაც, პარადოქსებისთვის თავის არიდებაა შესაძლებელი.
"კლასიკური დინამიკა ამბობს, რომ თუ თქვენ იცით სისტემის მდგომარეობა კონკრეტულ დროს, ამით მის ისტორიასაც გაარკვევთ. თუმცა, აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია პროგნოზირებს დროის მარყუჟებს, ან იგივე დროში მოგზაურობის ფენომენს — სადაც მოვლენა შეიძლება იყოს როგორც წარსულში, ასევე მომავალში", — განმარტა ტობარმა.
გამოთვლები აჩვენებს, რომ სივრცე-დროს შეუძლია მოერგოს პარადოქსებს. მაგალითად, წარმოიდგინეთ დროში მოგზაური, რომელიც მიემგზავრება წარსულში, რათა შეაჩეროს დაავადების გავრცელება — თუ მისია წარმატებული იქნება, დროში მოგზაურს აღარ ექნება დაავადება. ის მას "დროში" დაამარცხებს.
ტობარის ნაშრომმა აჩვენა, რომ დაავადება სხვა გზით მაინც გავრცელდებოდა. ეს პარადოქსს თავიდან გვაცილებს. რაც არ უნდა გააკეთოს დროში მოგზაურმა, დაავადება არ შეჩერდებოდა.
ტობარის ნამუშევარი ადვილი არ არის არამათემატიკოსებისთვის. ის განიხილავს დეტერმინისტული პროცესების გავლენას (ყოველგვარი შემთხვევითობის გარეშე) სივრცე-დროის კონტინიუმში რეგიონების თვითნებურ რაოდენობაზე და აჩვენებს, თუ როგორ დახურულია დროის მსგავსი მრუდები. როგორც აინშტაინმა იწინასწარმეტყველა, ამას შეუძლია შეესაბამებოდეს თავისუფალი ნების წესებსა და კლასიკურ ფიზიკას.
"მათემატიკა ამოწმებს და შედეგები სამეცნიერო ფანტასტიკის საგანია", — თქვა ფიზიკოსმა ფაბიო კოსტამ კუინსლენდის უნივერსიტეტიდან, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას.
კვლევამ პრობლემა მოაგვარა კიდევ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია, მაგრამ დროში მოგზაურები შეზღუდულები იქნებოდნენ თავიანთ აქტივობაში. ანუ, ისინი ვერ იზამენ იმას, რაც პარადოქსს გააჩენს. ამ მოდელში დროში მოგზაურებს აქვთ თავისუფლება გააკეთონ რაც უნდათ, მაგრამ პარადოქსები შეუძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ რიცხვები თავისას ამბობს, რეალურად სივრცისა და დროის გამრუდება წარსულში მოსახვედრად ჯერ მიუღწევადია — დროის მანქანები, რომლებიც მეცნიერებმა აქამდე "შეიმუშავეს", იმდენად კომპლექსურია და რთლია, რომ ისინი ამჟამად მხოლოდ გამოთვლების სახით არსებობს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დროში მოგზაურობა შეუძლებელია. რაც შეეხება პარადოქსებს:
"რაც არ უნდა სცადოთ, მოვლენები პარადოქსებს თავისით აიცილებს. გამოთვლები ამას გვეუბნება. ჩვენს მიერ აღმოჩენილი მათემატიკური პროცესების სპექტრი აჩვენებს, რომ დროში მოგზაურობა თავისუფალი ნებით ლოგიკურად შესაძლებელია, ოღონდ ეს პარადოქსების გარეშე", — თქვა კოსტამ.
კვლევა Classical and Quantum Gravity-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები