მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრები — IDFI-ის ანალიზი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მოკლედ: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციაში ასახული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია.
- კვლევის ფარგლებში შესწავლილია 2021-2023 წლების დეკლარაციები.
დეტალები: IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2020-2022 წლებში:
- მუნიციპალიტეტების 224-მა თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 9.8 მილიონ ლარს.
- აქედან, 7,3 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვთ უშუალოდ დეკლარანტ თანამდებობის პირებს, ხოლო 2,5 მილიონი ლარის საჩუქარი — მათი ოჯახის რომელიმე წევრს.
- მათ შორის, 4.8 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 4.5 მილიონი ლარის საჩუქარი — უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენ, 472 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრებს შორისაა ავტომობილები და სხვადასხვა ფასიანი ნივთი.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი საჩუქარი მიიღეს:
- თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებმა და მათმა ოჯახის წევრებმა;
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებმა;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებმა;
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებმა.
მონიტორინგის ფარგლებში, თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების, სავარაუდოდ, კანონის დარღვევით მიღების 53 საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა.
- მათ შორის, 34 არის საკრებულოს თანამდებობის პირი, ხოლო 19 — მერიის. მაგალითად:
- 2020-2022 წლებში, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ალექსანდრე ტყებუჩავას მეგობრებმა აჩუქეს 64 ათასი ლარი და 8000 აშშ დოლარი;
- ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიგა მამესწარაშვილს ნათესავმა აჩუქა 30,380 აშშ დოლარი და 98,000 რუბლი;
- ყაზბეგის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, უჩა ხუციშვილს ნათესავმა აჩუქა 30,000 დოლარის ღირებულის მანქანა;
- თბილისის მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაის მეგობარმა აჩუქა ნაღდი ფული — 16,189 ლარი.
რატომ არის ეს პრობლემა: საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღება გარკვეულ რისკებს შეიცავს, რაც დაკავშირებულია:
- საჩუქრის სანაცვლოდ საჯარო მოსამსახურისგან სარგებლის მიღებასთან და საჯარო სამსახურის რეპუტაციის შელახვასთან.
- ასევე, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კორუფციულ სქემასთან, რომელიც მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლების დამალვას და მისი ძვირადღირებული საჩუქრის სახით ლეგალიზებას.
- საჯარო მოსამსახურეების მიერ საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული რისკები წარმოადგენს საკანონმდებლო რეგულირების საგანს.
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მიხედვით, საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე.
ასევე, კანონი აწესებს შეზღუდვებს საჯარო მოსამსახურის მიერ მიღებული
საჩუქრის ღირებულებაზე.
- წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 5%-ს.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები