რა გავიგეთ ნიკა მელიასგან სპეციალურ ბრიფინგზე
მოკლედ: ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება: "მივდივარ? დიახ, წინ მივდივარ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში", — თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) ყოფილმა წევრმა და ყოფილმა თავმჯდომარემ.
რა გავიგეთ მელიასგან: აღნიშნა, რომ ბოლო 11 წელი, არ შეუწყვეტია ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორც საპარლამენტო ტრიბუნიდან, ასევე საერთაშორისო პლატფორმებიდან თუ ციხის საკნიდან.
- არაერთხელ გაიმეორა, რომ დღეს, საქართველოში პოლიტიკური გარემო მთლიანად არაფორმალურ მართვაზე, გავლენებსა და ფულზეა დაფუძნებული.
"ეს გასაქანს არ აძლევს მორალურ, გულწრფელ პოლიტიკასა და არც ერთ იდეალისტ ადამიანს ამ სფეროში", — თქვა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანებს პოლიტიკის მიმართ სკეპტიკურად განაწყობს: "მეც დავკარგე პოლიტიკური კლასის მიმართ ნდობა და ახლა ორი არჩევანი მაქვს: ან ჩავერთო პოლიტიკურ ვაჭრობაში, ან ჩავერთო თქვენთან, ხალხთან ერთად და დავამარცხო მანკიერი სისტემა."
ისაუბრა პოლიტიკურ კორუფციაზე: "ამ გახრწნილ პოლიტიკურ სისტემაში პოლიტიკოსები ცდილობენ, ამორალურობა აქციონ პოლიტიკურ სტანდარტად და წარმატების მიღწევის წინაპირობად და ერთმანეთს არწმუნებენ, რომ წარმატების მიღწევა არა პრინციპების ერთგულებით, არამედ პრინციპებზე უარის თქმით არის შესაძლებელი."
კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ენმ: "სამწუხაროდ, ნაციონალურმა მოძრაობამაც არაფორმალური მართვა აქცია საკუთარ სტანდარტად, ისევე, როგორც განსხვავებული აზრის დევნა, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა. დარწმუნებული ვარ, სიმართლეა მთავარი ბრძოლის იარაღი. მართალი ხალხი არ იყიდება. მჯერა, ასიათასობით ადამიანი ვიქნებით ამ ბრძოლაში ღირებულებით ერთობაში და ვივლით წინ გამარჯვებისკენ, ცვლილებებისკენ, ოლიგარქიის დამარცხებისკენ."
მელია VS ენმ: "ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტიას, ეს საკითხი დახურულია", — განაცხადა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ (ენმ) 27 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ნიკა მელია არ შეუერთდა პარტიის ერთობის მანიფესტს. მანიფესტის იდეა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
- პარტიის განცხადებაში, ასევე, აღნიშნული იყო, რომ "მრავალთვიანი მცდელობის მიუხედავად, ყოფილი თავმჯდომარე დაჰბრუნებოდა პარტიას, მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს."
პარტიიდან წევრების წასვლა: 5 დეკემბერს, ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა 17-მა ადამიანმა დატოვა.
- ასევე: 30-მდე წევრმა ხობში; კასპის საკრებულოს 8-დან 6-მა წევრმა, ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმაც.
რა ხდებოდა მანამდე ენმ-ში: "შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ", — თქვა მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბერს, სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას. მესამე პრეზიდენტის ფრაზა მიემართებოდა მათკენ, ვინც "პარტიას ლანძღავს".
- 4 ნოემბერს, სააკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მომავალი არჩევნებისთვის, ენმ-ის სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.
- მოგვიანებით, სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ნიკა მელიას დამსახურებასა და შესაძლებლობებზე მაღალი წარმოდგენისაა.
- სააკაშვილი: "იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების წამოწევა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა."
კონტექსტი: პარტიაში რყევები მოჰყვა გასულ წელს, პარტიის იმდროინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, ენმ-ში სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის "ჩრდილოვანი გავლენის" შესახებ.
- 2023 წლის იანვარში, ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილმა შეცვალა — მერაბიშვილისა და კეზერაშვილის მხარდაჭერილმა კანდიდატმა.
- არჩევნების შემდეგ მელია პარტიაში დარჩა, მაგრამ ენმ-სგან განსხვავებული ხედვებით: ისევ ხშირად მიუთითებდა ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე.
-
ქვიზი: როგორ იცი მსოფლიოს ისტორია? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცი მსოფლიოს ისტორია? (რთული ვერსია)
-
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკში კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკში
-
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
ხორცის ჭამა არსებითად არასწორია — ბილი აილიში ხორცის ჭამა არსებითად არასწორია — ბილი აილიში
გადახედვა
-
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია
გადახედვა
-
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones?
-
ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს? ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს?
გადახედვა
-
ფერედალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ახალი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო ფერედალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული ახალი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო
გადახედვა
-
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
-
მამუკა მდინარაძე: "[პოლიციელების მხრიდან ძალადობას], რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი — არ იქნებოდა მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი მამუკა მდინარაძე: "[პოლიციელების მხრიდან ძალადობას], რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი — არ იქნებოდა მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი
გადახედვა
-
ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს? ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს?
გადახედვა
-
დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან
გადახედვა
-
საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
გელა ხასიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა გელა ხასიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა
გადახედვა
-
ჰანტავირუსს საკრუიზო გემზე 3 ადამიანი ემსხვერპლა — რა ვიცით ახალ ვირუსზე? ჰანტავირუსს საკრუიზო გემზე 3 ადამიანი ემსხვერპლა — რა ვიცით ახალ ვირუსზე?
გადახედვა
-
ერევანში ზელენსკისთვის ტრიბუნის დათმობის შემდეგ, სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს ერევანში ზელენსკისთვის ტრიბუნის დათმობის შემდეგ, სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
გადახედვა
-
IOC-მა ბელარუსის სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა IOC-მა ბელარუსის სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების. ...არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს შალვა პაპუაშვილი: იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების. ...არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება "ცარიელი ფურცლიდან" არ იწყება ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება "ცარიელი ფურცლიდან" არ იწყება
გადახედვა
კომენტარები