პანელური დისკუსიების სერია: მაღალანაზღაურებადი დასაქმება და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები შემოქმედებით ინდუსტრიებში
ფოტო: The USAID Economic Security Program
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი — საქპატენტი, საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია — საქანიმა, პოსტპროდუქციის კომპანია POSTRED, კინოსტუდია ენკენი ფილმს და სტუდია GARNAMATAC გამართავენ პანელური დისკუსიების სერიას ახალგაზრდებისთვის, შემოქმედებით ინდუსტრიებში მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ.
პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებთ საუნივერსიტეტო განათლების პარალელურად როგორ შეისწავლონ გლობალურ ბაზარზე ფილმის, ანიმაციის, ვიდეო თამაშებისა და სარეკლამო ინდუსტრიებში მოთხოვნადი და მაღალშემოსავლიანი პროფესიები.
აღნიშნული პროფესიების შესწავლას არ აქვს წინაპირობები. შემოქმედებით ინდუსტრიებში წარმატებულ არაერთ პროფესიონალს აქვს აკადემიური განათლება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, ბიზნესი, კომუნიკაციები, ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერებები, მათ შორისაა, კარიბის ზღვის მეკობრეების პროდიუსერი Jerry Bruckheimer, Warner Bros. და Walt Disney Studios ხელმძღვანელი სხვადასხვა წლებში Alan F. Horn.
ჩაინიშნე: სესიები დაიწყება 30 ნოემბერს, ხოლო პირველი შეხვედრა ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში ჩატარდება.
პროექტის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა:
- მოწვეული სპიკერების დახმარებით გაეცნონ როგორც ანტრეპრენერების გამოცდილებას, ასევე საქართველოს შემოქმედებით ინდუსტრიებში ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებს.
- ჩაერთონ კითხვა-პასუხის სესიაში და მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია ახალი პროფესიების შეძენისა თუ კარიერული განვითარებისთვის.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში განხილული იქნება ინტელექტუალურ საკუთრებასთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.
ინტელექტუალური საკუთრების სფეროს პროფესიონალები საქპატენტიდან ახალგაზრდებს გააცნობენ იმ ძირითად საკითხებს, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია შემოქმედებით ინდუსტრიებში მოღვაწე ყველა პროფესიონალისა და კომპანიისთვის, ესენია: დიზაინი, საავტორო უფლებები, და სასაქონლო ნიშანი
ფილმი, ანიმაცია, ვიდეო თამაში, სარეკლამო რგოლი თუ ვიდეო ინსტალაცია, ისევე როგორც მათში გამოყენებული და მათთვის სპეციალურად შექმნილი მუსიკა, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგია. გარდა ამისა, იქმნება და იყიდება ფილმებთან თუ მათ პერსონაჟებთან დაკავშირებული უამრავი ნივთი: სათამაშოები, წიგნები, ტანსაცმელი, პოსტერები, სტიკერები. შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან შეხება გვიწევს ყოველთვის, როდესაც სხვადასხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს ვიყენებთ თუ ვქმნით.
მზარდი გლობალური მოთხოვნა, შრომის ბაზრების ღიაობა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მაღალი მობილურობა ქართველი ახალგაზრდებისთვის ქმნის დასაქმების კარგ შესაძლებლობებს. ფილმწარმოების, ვიდეო თამაშების წარმოებისა თუ პოსტპროდუქციის პროექტებში ჩართულობის გზით, ქართველი ახალგაზრდები მუშაობენ ისეთი საერთაშორისო სტუდიებისა და ბრენდების პროდუქციაზე, როგორებიცაა: Disney, Warner Bros., Universal Pictures, HBO, NETFLIX, Paramount Pictures, Sony Pictures, Nickelodeon, Honda, Nissan, Suzuki.
ინდივიდუალური პრეზენტაციებისა და პანელური დისკუსიების ფორმატში განხილული იქნება გლობალურ ბაზარზე, ფილმის, ანიმაციის, ვიდეო თამაშებისა და სარეკლამო ინდუსტრიებში მოთხოვნადი და მაღალშემოსავლიანი პროფესიები, რომელთა შეძენა შესაძლებელია საუნივერსიტეტო განათლების პარალელურად, ესენია: შემოქმედებითი ბიზნესის მენეჯერი, პროდიუსერი, ხმის დიზაინერი, 2D ანიმატორი, 3D ანიმატორი, კომპიუტერული თამაშების დეველოპერი, VFX/ვიზუალური ეფექტების პროდიუსერი და სხვა.
სპიკერების შესახებ
ბესო კაჭარავა — ხმის დიზაინერი
ფოტო: Facebook / Beso Kacharava
POSTRED-ის დამფუძნებელი და ხმის დიზაინერი, ასევე, POSTRED Academy-ის ლექტორი ხმის დიზაინის კურსზე. მან ვანკუვერის ფილმის სკოლა დაამთავრა ხმის დიზაინის მიმართულებით, შემდეგ საკუთარი კომპანია POSTRED დააარსა საქართველოში და, თავის გუნდთან ერთად, უამრავ საინტერესო პროექტზე იმუშავა ჰოლივუდიდან, მათ შორის ისეთ გამორჩეულ კომპანიებთან, როგორებიცაა NETFLIX, HBO, Paramount Pictures, Sony Pictures, Universal Pictures და ა.შ. ბესო ფილმების გარდა, ანიმაციებისთვის, ვიდეო თამაშებისთვის, და ინსტალაციებისთვის ქმნის ხმის დიზაინს. ის მოგიყვებათ თუ როგორ აძლევს ხმის დიზაინი საშუალებას მაყურებელს იმოგზაურონ ჯადოსნურ სამყაროებში.
ზვიად მღებრი (მღებრიშვილი) — მუსიკის კომპოზიტორი ვიზუალური მედიისთვის
ფოტო: Facebook / Zviad Mgebry
POSTRED-ის თანადამფუძნებელი და კომპოზიტორი, ასევე, POSTRED Academy-ის ლექტორი მუსიკა ვიზუალური მედიისთვის კურსზე. ზვიად მღებრი ფილმების, ანიმაციების, ვიდეო თამაშებისა და ინსტალაციების კომპოზიტორია POSTRED-ში. მან კარიერა თავისი მუსიკალური ჯგუფის შექმნით დაიწყო. ის უკრავს უამრავ ინსტრუმენტზე და საკუთარ ინსტრუმენტებსაც კი ქმნის. ზვიადი მოგიყვებათ, თუ როგორ განსხვავდება ფილმებისთვის თუ ანიმაციებისთვის მუსიკის დაწერა, მუსიკის დაწერისგან მუსიკალური ჯგუფებისთვის. ის მოიყვანს მაგალითებს, თუ როგორ რადიკალურად ცვლის განწყობას ფილმში სხვადასხვა ჟანრის მუსიკა.
ლუკა ლებანიძე — ვიდეო თამაშების აუდიო დიზაინერი
POSTRED-ის Game Audio მიმართულების ხელმძღვანელია. Berklee College of Music-ში მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, იგი საქართველოში, POSTRED-ის გუნდს შეუერთდა, სადაც მისი თაოსნობით შეიქმნა სწრაფად მზარდი ვიდეო თამაშების აუდიოს დეპარტამენტი, რომელიც დღეს მსოფლიოში უდიდესი ვიდეო თამაშების კომპანიის აუდიო მიმწოდებელია. ლუკა მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდა არტისტების გუნდის ლიდერია, რაშიც მისი კრეატიული მენეჯმენტის უნარი ეხმარება. ის მოგიყვებათ ვიდეო თამაშებში ხმისა და მუსიკის მნიშვნელობაზე.
სოფიო ბენდიაშვილი — კინოპროდიუსერი
ფოტო: Facebook / Sopho Bendiashvili
კინოსტუდია ენკენი ფილმს-ის (Enkeny Films) თანადამფუძნებელი და პროდიუსერი. Enkeny Films, როგორც ქართული საპროდიუსერო კომპანია, ორგზის ოსკარზე ნომინირებულმა კინოოპერატორმა ფედონ პაპამაიკლმა და ქართველმა პროდიუსერებმა ბაჩო მებურიშვილმა, სოფიო ბენდიაშვილმა და სოფიო ორჯონიკიძემ დააფუძნეს. 2019 წელს Enkeny Films გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ჰოლივუდის წამყვან ბლოკბასტერზე — Fast & Furious 9 გადაღებები განახორციელა საქართველოში და ადგილობრივ ინდუსტრიას მომავალი, მასშტაბური საერთაშორისო პროექტებისთვის გაუხსნა გზა. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა საერთაშორისო ადგილობრივი სტუდიებისა და დამოუკიდებელი კინომწარმოებლების მომსახურება საქართველოში და ორიგინალი ადგილობრივი კინო პროდუქტის შექმნა საერთაშორისო ბაზრისთვის.
ბაჩო მებურიშვილი — კინოპროდიუსერი
ფოტო: Facebook / Nakanimamasakhlisi
კინოსტუდია ენკენი ფილმს-ის (Enkeny Films) თანადამფუძნებელი და პროდუსერი, ასევე, კრეატიული სააგენტო ვოთერგანზის (watergunz) თანადამფუძნებელი. Enkeny Films, როგორც ქართული საპროდიუსერო კომპანია, ორგზის ოსკარზე ნომინირებულმა კინოოპერატორმა ფედონ პაპამაიკლმა და ქართველმა პროდიუსერებმა ბაჩო მებურიშვილმა, სოფიო ბენდიაშვილმა და სოფიო ორჯონიკიძემ დააფუძნეს. 2019 წელს Enkeny Films გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ჰოლივუდის წამყვან ბლოკბასტერზე — Fast & Furious 9 გადაღებები განახორციელა საქართველოში და ადგილობრივ ინდუსტრიას მომავალი, მასშტაბური საერთაშორისო პროექტებისთვის გაუხსნა გზა. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა საერთაშორისო ადგილობრივი სტუდიებისა და დამოუკიდებელი კინომწარმოებლების მომსახურება საქართველოში და ორიგინალი ადგილობრივი კინო პროდუქტის შექმნა საერთაშორისო ბაზრისთვის.
თიკა ნებიერიძე — ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სპეციალისტი
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის — საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. თიკა აქტიურად არის ჩართული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში და ამასთან არის საქპატენტის სააპელაციო პალატის წევრი, რომელიც განიხილავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ დავებს. თიკა მოგიყვებათ ინტელექტუალური საკუთრების, მათ შორის საავტორო უფლებების იმ ძირითადი და მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ, რომელთა ცოდნაც აუცილებელია შემოქმედებით ინდუსტრიებში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად და თავის დასამკვიდრებლად.
მარიამ კანდელაკი — ანიმაციური ფილმების პროდიუსერი
ფოტო: Gela Megrelidze
ანიმაციური ფილმების პროდიუსერი. იგი ბერლინში, ჰანფილმში, ანიმაციური ფილმების სტუდიაში საქმიანობდა წლების განმავლობაში, როგორც კომერციულ, ასევე ექსპერიმენტულ, შემოქმედებით ანიმაციაში. მარიამი მრავალი საერთაშორისო პროექტის მონაწილე, ფესტივალების ორგანიზატორი და არაერთი ანიმაციური ფილმის ავტორია. ანიმაციის სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, იგი არის ასევე საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია საქანიმას და ანიმაციის ჰაბის დამფუძნებელი და დირექტორი საქართველოში, რომელიც დამწყებ ანიმატორებსა და ანიმაციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს სწავლისა და პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობებს.
ოთო შამუგია — შემოქმედებითი პროექტების მართვა
ფოტო: Linkedin / Oto Shamugia
სტუდია გარნამატაკის (GARNAMATAC) მმართველი პარტნიორი და პროექტების მენეჯერი. ოთო არის ESM-ის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი და ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრანტობის კანდიდატი ინდუსტრიულ-ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში. მას GARNAMATAC-ის გუნდთან ერთად ისეთი საერთაშორისო ბრენდების ანიმაციებზე აქვს ნამუშევარი, როგორიცაა TAG Heuer, Hennig-Olsen, Vodafone, Lidl და Nickelodeon. ამ უკანასკნელისთვის წარმოებული 3D ანიმაცია 2022 წელს ნომინირებული იყო ემიზე კატეგორიაში Outstanding Promotional Announcement. ოთოს ინიციატივით 2021 წელს შეიქმნა სწავლების VET მოდელზე დაფუძნებული მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა Training-for-Life (T4L), რომელიც ერთ წელიწადში ანიმაციური სფეროთი დაინტერესებულმა 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა.
სესიები ჩატარდება პროგრამის პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან:
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU),
- კავკასიის უნივერსიტეტი,
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი,
- ალტე უნივერსიტეტი.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
კომენტარები