STEM განათლების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში
ფოტო: საქართველოს ბანკი
მომავალს STEM მეცნიერება განსაზღვრავს. მათემატიკა, ინჟინერია, ტექნოლოგია და მეცნიერება — ეს ის ოთხი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც თანამედროვე ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა მიზნად დაისახა, ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე მოსწავლეებისთვის STEM განათლება რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გაეხადა. ამისათვის, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის შეიქმნა STEM სკოლა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ საბაზისო ცოდნა ინჟინერიის, ქიმიის, ფიზიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. რაც მთავარია, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ონლაინ.
STEM სკოლის პროექტში მონაწილეობის სურვილი 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, რომელთაგან 400 ახალგაზრდა შეირჩა, მათგან კი 100-მდე ბავშვმა საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვა.
პროექტში აქტიურად მონაწილეობენ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეები, მათი უმეტესობა საქართველოს ბანკის სტიპენდიატია და წარმატებით დაასრულა STEM სკოლის პირველი მოდული. მათი გამორჩეული უნარები კი ხშირად ხვდებოდა ყურადღების ცენტრში.
ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა ჯერ კიდევ 1974 წელს დაარსდა. ამ პერიოდის განმავლობაში, სკოლა მუდმივად აახლებდა სწავლების მეთოდებს და მათ თანამედროვეობაზე მორგებულს ხდიდა. შედეგად, გასაკვირი არცაა, რომ სკოლის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე არაერთ წარმატებას აღწევენ.
სკოლის მიდგომებისა და STEM მიმართულების მნიშვნელობის შესახებ სკოლის დირექტორს, გენადი მარგველაშვილს, ვესაუბრეთ. როგორც ის აღნიშნავს, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მისიაა, თითოეულ მოსწავლეში განსაკუთრებული უნარები აღმოაჩინოს და მათში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას ხელი შეუწყოს. აშკარაა, რომ სკოლა ამ მისიას თავს წარმატებულად ართმევს, რაზეც საქართველოს ბანკის STEM სკოლის შედეგებიც მეტყველებს.
საქართველოს ბანკის STEM სკოლამ ორი ნაკადი უკვე მიიღო. სტიპენდიატ და შერჩეულ კანდიდატებს შორის ბევრი კი სწორედ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეა. რა არის ამის მიზეზი?
სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ფილოსოფია და ღირებულებები სწორედ STEM საგნების გაძლიერებულ სწავლებაზე არის ორიენტირებული. თანმიმდევრული, უწყვეტი და ხარისხიანი განათლება მოცემული მიმართულებით შედეგში აუცილებლად აისახება. სწორედ ამით აიხსნება ის წარმატება, რასაც სკოლამ მიაღწია.
გვიამბეთ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ისტორიისა და ამ მიდგომების შესახებ, რომლებიც მას სხვა სკოლებისგან გამოარჩევს.
ჩვენი სკოლა 2024 წლისთვის დაარსებიდან ნახევარ საუკუნეს მიითვლის. შორს წაგვიყვანდა იმ წარმატებათა ჩამონათვალი, რომელიც სკოლას ამ წლების განმავლობაში დაუგროვდა და რომელიც წინა კითხვაში ახსნილი ღირებულებებიდან გამომდინარე, გულისხმობს იმ პიროვნებათა ფორმირებას, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ. გვყავს რამდენიმე ათეულ საერთაშორისო ღონისძიებაში (ოლიმპიადა, კონფერენცია თუ სხვა მსგავსი ფორუმი) წარმატებული კურსდამთავრებული STEM საგნებში (მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ნორჩ-ნატურალისტთა, ასტროფიზიკის, რობოტიკისა და სხვა მიმართულებით). ძირითადი მიდგომა გულისხმობს ფორმალური თუ არაფორმალური განათლების საშუალებით (საკვირაო სკოლები, საოლიმპიადო წრეები) თითოეულ მოსწავლეში არსებული ნიჭის აღმოჩენას, იმ ვექტორების შეძენას, რომელთა განვითარება სამომავლოდ გვაძლევს ქმედითუნარიან, მოაზროვნე პიროვნებას, რომელსაც შეუძლია და აქვს უნარი, გააანალიზოს, დახვეწოს და შექმნას ამოცანა.
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების გაძლიერებულად სწავლების შესახებ…
როგორც გითხარით, გარდა სტანდარტული სწავლებისა, რომლის ფორმალური სეგმენტი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვითაც სკოლის სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკისა და მათემატიკის გაძლიერებულ სწავლებას გულისხმობს, სკოლაში ფუნქციონირებს დამატებითი არაფორმალური სწავლების სეგმენტიც (საკვირაო სკოლა დაწყებითი საფეხურისთვის III-VI კლ), საოლიმპიადო ჯგუფები საბაზო (VII-IX კლ) და საშუალო (X-XII კლ) საფეხურებისათვის, ასევე რობოტიკის, ინფორმატიკისა და ელექტრონიკის წრეები. ჩვენ ვცდილობთ, ამ მიმართულებით არცერთი მოსწავლე არ დაგვრჩეს უყურადღებოდ, თუნდაც თქვენ მიერ ორგანიზებული STEM სკოლა, თუნდაც ეროვნული ოლიმპიადები: ვფიქრობ, ესეც არასრული ჩამონათვალია. საზოგადოდ, თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა მრავალ განსხვავებულ მეთოდს გულისხმობს, რომელიც დროში, ცოდნის მიწოდების რაოდენობასა და მყარი ცოდნის ჩამოყალიბების სქემებში კომპლექსური გზების დასახვას საჭიროებს.
რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად STEM განათლება და STEM სკოლის მსგავსი პროექტების დანერგვა საქართველოში?
თანამედროვე ციფრულ სამყაროში STEM განათლების აუცილებლობის შესახებ რა გითხრათ, ვფიქრობ, მაღალი ალბათობით, ეს ქვეყნის მ.შ.პ.-ზეც კი აისახება. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა თანამედროვე, მაღალგანვითარებულ, ინტელექტუალურ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, მაღალი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით, რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა მივმართოთ STEM განათლებისკენ. რაც შეეხება STEM სკოლის პროექტს, ვისურვებდი მის შესახებ თანაბრად იყოს ცნობილი ყველა საჯარო სკოლისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ნიჭიერება ჩვენს ქვეყანაში თანაბრადაა განაწილებული, ასევე მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული მიზანი, მეთოდი და შედეგზე გასვლა.
მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სკოლებში განათლების ყველა საფეხურზე STEM საგნებთან ახლო შემხებლობაში მყოფ ტექნოლოგიურ (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) საგნებს. ასევე მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ამ მიმართულებით პედაგოგთა მოტივაციას, რათა სკოლებისკენ მოვიზიდოთ უკეთესი კადრები, რათა პრობლემა (ადამიანური რესურსის ნაკლებობა) ახლო მომავალში კრიტიკულად მძიმე არ აღმოჩნდეს.
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
კომენტარები