რაჭის პროტესტზე ხელისუფლება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას უკანონოდ ზღუდავს — DRI

ფოტო: რიონის ხეობის გადარჩენისთვის / Facebook
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დეტალები: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავების მიერ რაჭის ტყეების პროტესტის მონაწილეთა დაკავება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა.
- DRI წრეს, რომ რაჭის მოსახლეობის პროტესტს პირველივე დღიდან აკვირდება და აქციის მონაწილეებს, არც ერთ ეტაპზე, ძალადობისთვის არ მიუმართავთ.
- ამის საპრისპიროდ, DRI-ის თქმით, ხელისუფლებამ მათ აქციის დასაწყისშივე არაპროპორციული ძალა დაუპირისპირა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინსიტროს,
- აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, ისარგებლონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით;
- უზრუნველყონ შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება;
- შეისწავლონ აქციის მონაწილეთა დაკავების დროს, სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები.
რა ხდება: 18 ნოემბერს, ონისა და ამბროლაურის მოსახლეობამ და მოძრაობამ რიონის ხეობის გადარჩენისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია გამართა.
- ისინი რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ.
- 18 ნოემბერს შსს-მ აქციის 11 მონაწილე დააკავა — მათი მტკიცებით, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.
- გუშინ დაკავებულები გაათავისუფლეს, მათი სასამართლო პროცესი კი 29 ნოემბრისთვის გადაიდო.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვარატომაა წაკითხულის გააზრება ასეთი რთული? — რა უნდა ვიცოდეთ ამ უნარის შესახებ რატომაა წაკითხულის გააზრება ასეთი რთული? — რა უნდა ვიცოდეთ ამ უნარის შესახებ
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები