თუ ბოლო ათწლეულებში გადაღებულ ფილმებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფინანსური სამყაროს ირგვლივ განვითარებული ამბები ჰოლივუდისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ხშირად ამ ჟანრის ფილმებში საფონდო ბირჟაზე მოვაჭრეები გადაჭარბებულად ხარბებად და რისკიანებად არიან გამოყვანილნი, თუმცა მსგავსმა ფილმებმა ინვესტირებით არაერთი ადამიანი დააინტერესა.

ამ სტატიაში ხუთ ფინანსებთან და ინვესტირებასთან დაკავშირებულ ფილმს მოვუყარეთ თავი, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ უნდა ნახო:

1. Enron: The Smartest Guys in the Room (2005)

ფოტო: Linkdin

ამ ფილმში ასახული ამბები 20 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა, თუმცა ეს თემები ამჟამადაც აქტუალურია. ფილმი იმავე სახელწოდების ბესტსელერ წიგნზეა დაფუძნებული და მასში გამოყენებულია კომპანიის (Enron) აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ მაკლეროისა და ეგრეთ წოდებული ვისელ ბლოუერის — შერონ უოტკინის ჩვენებების კადრები, სადაც ეს უკანასკნელი კომპანიას თაღლითურ თამაშებში ამხელს.

ფილში ნახავთ იმას, თუ როგორი იყო 2001 წლის კალიფორნიის ენერგოკრიზისი, რომელიც Enron-ის მოვაჭრეების მიერ შეიქმნა. ჯამში, როგორც აღმოჩნდა, კომპანიამ კალიფორნიის შტატის ენერგეტიკული ინდუსტრიის 76% დააზარალა, რადგან მანიპულაციას ახდენდა შტატის ენერგომომარაგებაზე და ზრდიდა ელექტროენერგიის ფასს.


2. The Wolf of Wall Street (2013)

ფოტო: Imdb

ფინანსებისა და ინვესტირების შესახებ ეს ფილმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად არის ცნობილი. მარტინ სკორსეზეს მიერ შექმნილი ფილმი ცნობილი თაღლითის, ჯორდან ბელფორტის აღზევებისა და დაცემის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში ლეონარდო დიკაპრიოსა და სხვა მსახიობების შესანიშნავ პერფორმანსსაც იხილავთ.

The Wolf of Wall Street რეალურ მოვლენებს ეყრდნობა, სადაც მოქმედება იმ საბროკერო ფირმის ირგვლივ ვითარდება, რომელმაც 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე მსხვილი კომპანიის აქციებით ვაჭრობის დაწყებას შეუწყო ხელი.


3. Boiler Room (2000)

ფოტო: Boiler Room

ეს ფილმი ეგრეთ წოდებული Pump-Dump სქემაზეა აგებული. ეს ტერმინი ინვესტორების ისეთ ქმედებას გამოხატავს, როდესაც ისინი შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებით კონკრეტული კომპანიის აქციების ღირებულებას თაღლითურად ზრდიან. ამის შემდეგ ისინი ძვირად ყიდიან მათ საკუთრებაში არსებულ აქციებს. საბოლოოდ კი კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება ეცემა და აქციების მყიდველები მოტყუებულნი რჩებიან.

Boiler Room მხატვრული ნაწარმოებია, თუმცა Pump-Dump ფირმები ნამდვილად არსებობენ, რომელთა შესახებაც ინვესტირებით დაინტერესებულ ადამიანებს ინფორმაცია აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.


4. Margin Call (2011)

ფოტო: Margin Call

ფილმში მოქმედება 24 საათის განმავლობაში ვითარდება და გვიყვება უოლ სტრიტის კომპანიის შესახებ, რომელიც კატასტროფის ზღვარზეა. ფილში ზოგიერთი მსხვილი ბანკიც არის გაკრიტიკებული, რომლებმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს გაუმართლებელი რისკები გასწიეს.

Margin Call-ში ერთ-ერთ მთავარ როლს კევინ სპეისი ასრულებს. ქასთის წევრებს შორის არიან: ჯერემი აირონსი, სტენლი ტუჩი და სხვები.

5. Wall Street (1987)

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფილმი, რომელიც ამ სფეროს პროფესიონალებმა უნდა ნახონ Wall Street-ია. ფილმში მოქმედებდა 1980-იანი წლების უოლ სტრიტზე მიმდინარეობს და გვიყვება ამბიციებით სავსე ბირჟის ბროკერზე, რომელსაც სურს, რომ გზა მწვერვალებისკენ გაიკვალოს.

ფარულ სქემებში ჩართული ბროკერი ყველაფერს აკეთებს წარმატების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ინსაიდერული ვაჭრობის შესახებ გვაფრთხილებს, ბევრ ადამიანს მთავარი გმირის მიმართ ემპათია მაინც უჩნდება.


როგორც წესი, საფონდო ბირჟებთან დაკავშირებულ ფილმებში ისტორიები მძაფრსიუჟეტიანი ხაზით ვითარდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მსგავსი ფილმებით აქციების ვაჭრობასთან დაკავშირებით რეალური წარმოდგენის შექმნა მაინც შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ ნამდვილ ისტორიებზე აგებული ფილმები უფრო მეტად შემეცნებითია მათთვის, ვინ აქციებით ვაჭრობს, ან ამ საქმის დაწყებას სამომავლოდ აპირებს.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მობილბანკში 31 დეკემბრამდე აქციაა — საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, უფასოდ.

ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.