როგორია ხელოვნური ინტელექტისა და დეზინფორმაციის როლი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტში
ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის პარალელურად ინტერნეტი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა კონტენტმა დაიპყრო. საუბარია დეზინფორმაციაზე, რომლის გამოვლენაც მარტივი არ არის. შესაბამისად, თითქმის ყველგან შეხვდებით ვიდოებსა თუ ფოტოებს, რომლებიც რეალურად ყალბია, მაგრამ რეალურს ჰგავს.
ამით დაინტერესებული პირვები სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციასა და ქაოსს ავრცელებენ.
ერთ-ერთი ასეთი სურათი დაღუპული ბავშვის დამწვარი სხეული იყო. ბევრმა სურათის ავთენტურობაში ეჭვი შეიტანა, მაგრამ შემდეგ ექსპერტების ნაწილმა აღნიშნა, რომ ეს დეზინფორმაცია არ იყო.
და მაინც, ჩვენ დაზუსტებით ვიცით ორ ფოტოზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი და რეალობას არ ასახავდა. ეს კონტენტი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და ძალიან ბევრმა დაიჯერა. პირველ ფოტოზე ისრაელის ბანაკებია, რომლებიც თითქოს დევნილი ისრაელელებისთვის აშენდა. ექსპერტების თქმით, სურათი არ არის ნამდვილი და ის დიფუზიური მოდელის ალგორითმის გამოყენებით შეიქმნა.
მეორე სურათზე ჩანან ფეხბურთის გულშემატკივრები, რომლებსაც სოლიდარობის ნიშნად პალესტინის დროშა აქვთ გაშლილი. ეს სურათიც ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. The Observers იტყობინება, რომ თამაში, რომელშიც პალესტინის "დროშაა გაშლილი" დღისით მიმდინარეობდა, ფოტოზე კი ღამეა.
ჰანი ფარიდი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოსახულებების გამოვლენის სპეციალისტია, ამბობს, რომ ფოტო არაა ნამდვილი. მიუხედავად ამისა, კონკრეტული ფოტო უამრვმა ადამიანმა ნახა და შესაბამისად გაავრცელა კიდევაც.
"ომის სტანდარტებითაც კი, რომელსაც ჩვენ უკვე შეჩველი ვართ, ეს კონფლიქტი განსაკუთრებით ბინძურია. ამაში ვგულისხმობ ციფრულ დეზინფორმაციას, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება. სოციალურ ქსელებში უამრავი Deepfake ვრცელდება და მათი ამოცნობა რთულია", — განუცხადა ფარიდმა The New York Times-ს.
შესაბამისად, დღეს ხელოვნურ ინტელექტსა და მსგავს კონტენტს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მხრივ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.
კიდევ ერთი დეზინფორმაცია, ამჯერად ვიდეოს სახით, გარემოსდაცვით აქტივისტზე, გრეტა ტუნბერგზე გავრცელდა. ის ვიდეოში ვეგანურ ბომბებზე, ბატარეებზე მომუშავე გამანადგურებლებსა და ბიოდეგრადირებად რაკეტებზე "საუბრობს".
ამ ყველაფერზე საპასუხოდ, ევროკავშირმა, სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის შესამცირებლად, Meta-ს, X-სა და TikTok-ს კონტენტის მეტი კონტროლისკენ მოუწოდა.
კომენტარები