მამლები სარკეში საკუთარ თავს აღიქვამენ — კვლევა
სარკეში საკუთარი თავის ამოცნობის უნარი მთავარი ინდიკატორია რაც გონებრივ შესაძლებლობებთან ასოცირდება. ადამიანის გარდა, ამის უნარი მაიმუნებს, დელფინებს, სპილოებსა და კაჭკაჭებს მიეწერებათ.
და აი ახლა, ბონისა და ბოხუმის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა სიაში მამლებსაც ამატებს.
თვითშემეცნების დონის დასადგენად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება "ნიშნის ტესტია". ეს არის ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ცხოველის თავზე ფერადი მარკერი მაგრდება და მისი შემჩნევა მხოლოდ სარკეშია შესაძლებელი.
სარკეში საკუთარი თავის აღქმა ნიშანზე რეაგირებით ფასდება. თუმცა, ამ ტესტის ეფექტიანობა სხვადასხვა სახეობაში განსხვავებულად ვლინდება. შესაბამისად, მკვლევრების ნაწილი ტესტს ბოლომდე არ ენდობა.
სარკის ტესტი მამლებისთვის
დოქტორმა ინგა ტიმანმა და მისმა კოლეგებმა ბონის უნივერსიტეტიდან სარკის ტესტის ქათმებზე ადაპტირება შეძლეს.
ცნობილია, რომ მამალი მტაცებლის გამოჩენისას გამაფრთხილებელ ნიშნებს გამოსცემს. მკვლევრებმა ეს ფაქტორი გამოიყენეს და შეიმუშავეს უნიკალური ექსპერიმენტი. ექსპერტიმენტში ისინი დააკვირდნენ როგორ რეაგირებდა მამალი საკუთარ სარკისებრ გამოსახულებაზე, როდესაც პოტენციური საფრთხის წინაშე იდგა.
მეცნიერებმა ორი გარემო შექმნეს. ერთგან სარკეში მამლის უკან მტაცებელი ჩანდა. მკვლევრები 58 მამალს დააკვირდნენ და ეს ექსპერიმენტი სამჯერ გაიმეორეს.
შედეგები გასაოცარი იყო. მამლები გამაფრთხილებელ ხმებს გამოსემდნენ მაშინ, როდესაც ახლოს სხვა ქათმები იყვნენ. თუმცა, ეს მაჩვენებელი შემცირდა მას შემდეგ რაც მამლები მარტო დატოვეს.
"შედეგები აჩვენებს, რომ მამლების უმეტესობა აფრთხილებდა სხვა ქათმებს, რომ მათ უკან საფრთხე იყო. ამ "საფრთხის" აღქმა კი მხოლოდ სარკიდან იყო შესაძლებელი", — თქვა კვლევის ავტორმა სონია ჰილემაჩერმა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საფრთხე მამლების ყურდღებას ამძაფრებს. შესაბამისად, მამალს შეიძლება სარკეში საკუთარი თავის აღქმა გასჭირვებოდა, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს საფრთხესთან, აქ სიტუაცია იცლვლება", — თქვეს მკვლევრებმა.
მთლიანობაში, ტესტიდან გამომდინარე მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მამლები სარკეში საკუთარ თავს აღიქვამენ.
კვლევა PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები