14 300 წლის წინანდელ ხეში მზის უმძლავრესი შტორმის მტკიცებულება აღმოაჩინეს — როგორ
დედამიწაზე კოსმოსური რადიაციის ჩანაწერი ხშირად ხის რგოლებში "ინახება". და აი ახლა, მეცნიერებმა მზის უმძლავრესი შტორმის მტკიცებულება ხის ასეთ მასალაში აღმოჩინეს. შტორმი დაახლოებით 14 300 წლით თარიღდება
მზის ქარიშხალს ბუნებრივია მზე იწვევს, რომელიც ენერგიის სახით კორონალური მასის გამოდევნით ხდება. ახალ კვლევაში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა საფრანგეთის ალპებში უძველესი ხეების რგოლებში სწორედ ასეთი კვალი აღმოაჩინა.
უძველესი ხეების რგოლების შესწავლა
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მზის მასიურმა შტორმმა შეიძლება დატოვოს მკაფიო კვალი ხეების რგოლებში და ეს რადიონახშირბადის ნაკადის სახით.
როდესაც კოსმოსური გამოსხივება დედამიწის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებს, მას აზოტის ატომის ნახშირბადის ტიპად გადაქცევა შეუძლია. მეცნიერები სწორედ ამ ჩანაწერს სწავლობენ.
"რადიოკარბონი მუდმივად იწარმოება ზედა ატმოსფეროში კოსმოსური სხივების მიერ დაწყებული რეაქციების ჯაჭვის მეშვეობით", — თქვა ედუარდ ბარდმა, კლიმატისა და ოკეანის ევოლუციის მკვლევარმა.
კონკრეტული კვლევის ფარგლებში ჯგუფმა რადიოკარბონის დონე კარგად შემონახულ უძველეს ხეებში გააანალიზა.
დამღუპველი ზემოქმედება ჩვენს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე
გასული 15 000 წლის განმავლობაში მზის ცხრა მძლვრი შტორმი გამოვლინდა.
ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ ახლად დადასტურებული მზის შტორმი სხვებთან შედარებით ორჯერ უფრო ძლიერია.
ამ მასშტაბის მზის ქარიშხალი შეიძლება გამანადგურებელი იყოს თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისთვის. კონკრეტულად, ამან შეიძლება შეაფერხოს რადიოგადაცემა, დაარღვიოს GPS სიგნალები და დააზიანოს დედამიწის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები.
სწორედ ამიტომ, მეცნიერები მსგავს მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.
კვლევა შეგიძლიათ ნახოთ აქ.
კომენტარები