ატომებიდან ორგანიზმებამდე — სად იკვეთება ფიზიკა და ბიოლოგია
მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა შეიმუშავა ახალი მიდგომა, რომელიც ფიზიკასა და ბიოლოგიას აკავშირებს. ამით მეცნიერებს ერთიანი მიდგომის მიღება სურთ, რომელიც გამოავლენს თუ როგორ იკვეთება სამყაროს კანონები და ბიოლოგიური ევოლუცია.
კვლევა Nature-ში გამოქვეყნდა და მეცნიერებმა თავიანთ ახალ მიდგომას "შეკრების თეორია" უწოდეს.
წინა სამუშაო და მოლეკულური შეკრების ინდექსი
ახალი კვლევა გუნდის წინა ნამუშევარს ეყრდნობა, რომელიც შეკრების თეორიას, როგორც სიცოცხლის გამოვლენის ემპირიულად დადასტურებულ მიდგომას ისე სწავლობდა. მეცნიერებს ამ მიდგომით ლაბორატორიულ დონეზე სიცოცხლის ახალი ფორმების განვითარების პერსპექტივა აინტერესებთ.
მკვლევრებმა სირთულის ქულა მიანიჭეს მოლეკლუებს და ამას მოლეკულური შეკრების ინდექსი უწოდეს. მათ აჩვენეს თუ როგორ არის ეს ინდექსი ექსპერიმენტულად გაზომვადი და რამდენად მაღალ კორელაციაშია სასიცოცხლო მოლეკულებთან.
"ეს შეკრების თეორიის გამოყენების საინტერესო შესაძლებლობას იძლევა. ლაბორატორიაში ცოცხალი სისტემების ნულიდან შექმნით სიცოცხლის წარმოშობის ამოცანა შეიძლება ამოვხსნათ", — ამბობენ მკვლევრები.
მათემატიკური ფორმალიზმი შეკრების თეორიაში
ახალ კვლევას ფიზიკური სიდიდის ირგვლივ მათემატიკური ფორმალიზმი შემოაქვს. მას "შეკრება" უწოდეს და ასახავს რამდენი არჩევანია საჭირო რთული ობიექტების მოცემული ნაკრების შესაქმნელად. ეს მათი სიმრავლისა და შეკრების ინდექსების საფუძველზე.
"ჩვენი თეორია ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის სხვადასხვა პერსპექტივიდან ერთიანად დანახვის საშუალებას იძლევა. ამით ჩვენ ფიზიკასა და დარვინის ევოლუციის თეორიას შორის უფსკრულის შევსება გვსურს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ისეთი თეორიის შესამუშავებლად, რომელიც ინერტულსა და ცოცხალ მატერიას მოიცავს", — განმარტა კვლევის ავტორმა სარა უოკერმა.
მკვლევრებს შეკრების თეორიის კიდევ უფრო დახვეწა უნდათ. მათ ამით იმის გაგება სურთ თუ როგორ ჩნდება სიცოცხლე არაცოცხალი მატერიისგან.
"თეორიის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ მისი გამოცდა ექსპერიმენტულად შეგვიძლია", — თქვა უოკერმა.
კომენტარები