მეზობლებისგან ზეწოლის გამო, ვეგანური კაფე Kiwi სხვა ადგილას გადადის
ფოტო: კაფე Kiwi
ვეგანური კაფე Kiwi სხვა ადგილას გადადის. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ის კაფის წარმომადგენელმა მიაწოდა და განგვიმარტა, რომ გადასვლის მიზეზი მათ მიმართ მეზობლებისა და იმ ფართის მფლობელის უკმაყოფილებაა, რომელშიც ამ ეტაპზე Kiwi-ია განთავსებული:
"მფლობელის შვილმა ასე გვითხრა, ვეგეტარიანული კაფე გამიგია, მაგრამ საქართველო არის ტრადიციული ქვეყანა და კაცს, რომელსაც ყვავილებიანი შარვალი აცვია, ვერასდროს მივიღებთო".
კივის ადმინისტრაციის თანამშრომელმა ლაშამ გვიამბო, რომ ფართის მფლობელმა უკმაყოფილება კაფეს ადმინისტრაციისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იქ დადიან, მას შემდეგ გამოხატა, რაც ამის თაობაზე მეზობლებისგან პრეტენზიები მოისმინა. გარდა ამისა, ლაშას თქმით, პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ კივის მაგიდები ქუჩაში არის გამოტანილი:
"შიგნით თუ იქნებითო, პრობლემა არ არისო. არ მოსწონთ, რომ გარეთ არიან ადამიანები პირსინგით და ყვავილებიანი შარვლით. გვაქვს ორი ძალიან საინტერესო აუდიოჩანაწერი, მაგრამ ახლა ვერ გავავრცელებთ, რადგან პრობლემები შეგვექმნება და როგორც კი გადავალთ, აუცილებლად გავავრცელებთ. ჩვენც ვიფიქრეთ, რომ უკეთესი იქნება, თუ გადავალთ".
29 მაისს კივიში რამდენიმე პირი შეიჭრა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულში კივის თანამშრომლები ულტრანაციონალისტურ დაჯგუფება ქართულ ძალას ადანაშაულებენ, თუმცა დაჯგუფების წევრმა ნიკოლოზ ბურნაძემ On.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ კივისთან არანაირი კავშირი არ აქვთ და გაერთიანებას არც რაიმე იდეოლოგიური პროტესტი გააჩნია ვეგანების მიმართ.
თვითმხილველთა ნაწილი აცხადებს, რომ შეჭრის მიზეზი სწორედ ვეგანების მიმართ უკმაყოფილება გახდა. თვითმხილველთა მეორე ნაწილი კი განმარტავს, რომ რეალურად კაფეში შეჭრის მიზეზი იყო ის, რომ მათ ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობდენ და დადიან აცვიათ ფერადი შარვლები, აქვთ პირსინგები, კაფეში დადიან ლგბტ თემის წევრები და სხვ.
- Moby: ვულოცავთ Kiwi კაფეს ვეგანიზმისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას
- ულტრანაციონალისტური ქართული ძალა: ვეგანებს არ ვერჩით
- არა ფობიას: Kiwi-ში მომხდარ ინციდენტში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები იკვეთება
- ვეგანურ კაფეზე თავდასხმა მსოფლიო პრესის ყურადღების ქვეშ მოექცა
- ვეგანურ კაფეში შეჭრის ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
კომენტარები