რა მოხდა გასულ კვირას? — 10 ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
თუ გასულ კვირას იმდენი დრო არ გქონდა, რომ ყველა ახალი ამბისთვის თვალი გედევნებინა, ამაზე ღელვა არ ღირს. ამ სტატიაში წინა კვირიდან 10 ამბის შესახებ გიამბობთ, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდა. ასე რომ, ერთად ვნახოთ, რა ხდებოდა გასულ კვირას მსოფლიოში:
1. ზენდეიამ ტომ ჰოლანდზე დანიშვნის შესახებ ჭორებს უპასუხა
ფოტო: Getty Images / Instagram
ცოტა ხნის წინ ზენდეიამ ინსტაგრამის "სთორიში" ფოტო დადო, რომელშიც არათითზე ბეჭედი ეკეთა. მალევე ზენდეიას მოუწია, "სთორიში" ვიდეო დაეპოსტა, რომელშიც განმარტა, რომ არა, ის და ტომ ჰოლანდი არ დანიშნულან.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
2. მსახიობი მაიკლ გემბონი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი ირლანდიელი მსახიობი სერ მაიკლ გემბონი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. გემბონს მაყურებელთა დიდი ნაწილი ჰარი პოტერის ფილმებში მონაწილეობით იცნობდა. მსახიობი პოტერიადის მესამედან მერვე ფილმამდე ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის დირექტორს, ალბუს დამბლდორს, ასახიერებდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
3. პიკეს დათხოვნილ ძიძას შაკირამ სიმღერა მიუძღვნა და კლიპშიც ის გადაიღო
ფოტო: YouTube
შარშან, როცა 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ შაკირა და ჟერარდ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ, აქტიურად ვრცელდებოდა ხმები ესპანელი ფეხბურთელის მხრიდან ღალატზე. მაშინ გავრცელდა ხმა, რომ შაკირას პიკეს სავარაუდო ღალატის შესახებ ძიძამ, ლილი მელგარმა, აცნობა. ძიძა, რომელიც წყვილის ოჯახში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, პიკემ კომპენსაციის გადახდის გარეშე გაათავისუფლა. თუმცა სულ ახლახან კოლუმბიელმა მუსიკოსმა თავის ახალ სიმღერაზე ვიდეოკლიპი გადაიღო, სადაც სწორედ ლილი მელგარს ვხედავთ.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
4. ცნობილი გახდა, რომ Airbnb-ზე შრეკის ჭაობის სახლი გაქირავდება
ფოტო: Airbnb
Airbnb-ზე მალე შრეკის ჭაობის სახლი გაქირავდება. შრეკის ჭაობის სახლის დაჯავშნა 13 ოქტომბრის შუადღის პირველი საათიდან იქნება შესაძლებელი. ფილმის ფანებს შოტლანდიის მაღალმთიან რაიონში, პერსონაჟის სახლში, სურვილისამებრ 1 ან 2 ღამის გატარება შეეძლებათ.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
5. აშშ-ში დაკარგული 2 წლის ბავშვი ტყეში მძინარე იპოვეს, ის ოჯახის ცუგას ბალიშად იყენებდა
ფოტო: Courtesy Brooke Chase
აშშ-ის შტატ მიჩიგანში 2 წლის ბავშვი სახლიდან გაიპარა და თითქმის 5 კილომეტრი იხოხა. მას თან ოჯახის ორი ძაღლი მიჰყვებოდა. ბავშვი რამდენიმე საათში ტყეში მძინარე იპოვეს, როდესაც ერთ-ერთ ცუგას ბალიშად იყენებდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ
6. Cardi B-მ განაცხადა,რომ სახლში მოჩვენება ჰყავს, რომელსაც მასთან სექსი უნდა
ფოტო: Getty Images
Cardi B-მ ინსტაგრამის ლაივ-ჩართვაში თქვა, რომ სახლში მოჩვენება ჰყავს, რომელსაც მასთან სექსი უნდა. რეპერის თქმით, თავისი დაცვის ერთ-ერთ წევრსაც სთხოვა, შინ შესულიყო და ხმა თავად გაეგონა, მაგრამ "ის" გაქრა. ამასთან, Cardi B ამბობს, რომ "მოჩვენება" მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა მისი ქმარი შინ არაა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
7. მექსიკაში დაუპატიჟებელმა დათვმა პიკნიკზე მოილხინა და გზა გააგრძელა
ფოტო: TikTok
მექსიკის ერთ-ერთ პარკში გამართული ოჯახური პიკნიკი ვირუსულ ვიდეოდ იქცა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პარკის ვიზიტორთა ჯგუფს დიდი შავი დათვი მიუახლოვდა. როგორც აღმოჩნდა, დათვი არავის ერჩოდა და მას მხოლოდ საჭმელი აინტერესებდა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დათვი ენჩილადასა და ტაკოებს მიირთმევს, მისგან ძალიან ახლოს მყოფი ადამიანები კი ადგილიდან არ იძვრიან. ჭამის შემდეგ დათვმა მაგიდაზე გაიარ-გამოიარა, შემდეგ კი ჩამოხტა და გზა გააგრძელა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
8. გავიგეთ, რომ კინოთეატრ ამირანში ფილმის შაშვი, შაშვი, მაყვალი პრემიერა 12 ოქტომბერს შედგება
12 ოქტომბერს ფილმის შაშვი, შაშვი, მაყვალი პრემიერა კინოთეატრ ამირანში შედგება. ფილმი თანამედროვე ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს და მისი ერთ-ერთი სცენარისტი თავად მელაშვილია, რეჟისორი კი ელენე ნავერიანი. ფილმში მთავარ როლებს ეკატერინე ჩავლეიშვილი და თემიკო ჭიჭინაძე ასრულებენ.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
9. აშშ-ში კალათბურთის მატჩზე კაცმა თავისი შინაური ალიგატორის შეყვანა სცადა
აშშ-ის ფილადელფიის შტატში კაცმა კალათბურთის მატჩზე თავისი შინაური ნიანგის შეყვანა სცადა, თუმცა უარი უთხრეს. პატრონი ნიანგის სტადიონზე შეყვანას იმით ამართლებდა, რომ ალიგატორი მის მენტალურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს და ემოციური მხარდაჭერისთვის სჭირდებოდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
10. ბრიტანეთში გარდაცვლილს ქალაქის საბჭომ საკუთარი საფლავის მოწესრიგება მოსთხოვა
ფოტო: BBC
ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის ქალაქ სანდერლენდის საბჭომ 8 თვის წინ გარდაცვლილ სიუზან უილსონს გამაფრთხილებელი წერილი მისწერა. წერილში გარდაცვლილს საკუთარი საფლავის დასუფთავებას სთხოვდნენ.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
გადახედვა
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
კომენტარები