ჯეიმს ვების ტელესკოპმა უძველესი გალაქტიკები აღმოაჩინა
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პირველი გალაქტიკების აღმოჩენა და შესწავლაა.
ასტრონომების საბედნიეროდ ვების ტელესკოპი დაკისრებულ იმედებს ამართლებს. ტელესკოპი რეკორდს რეკორდზე ხსნის და ახლა ის მხოლოდ თავისივე რეკორდებს ეჭიდება. შესაბამისად, ჩვენ სულ უფრო და უფრო შორეულ წარსულში ვიხედებით.
Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, დანიელი მეცნიერები ამბობენ, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპის გამოყენებით უძველესი გალაქტიკები აღმოაჩინეს. გალაქტიკები იმდენად ძველია, რომ ისინი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში არიან.
გალაქტიკის კოეფიციენტები
ცნობილია, რომ გალაქტიკებსა და მათ მძიმე ელემენტებს შორის თანაფარდობა ბოლო 12 მილიარდი წლის განმავლობაში უცვლელი იყო.
თუმცა, ვების ტელესკოპის გამოყენებით ასტრონომები ხედავენ, რომ ყველაზე ახალგაზრდა გალაქტიკები სხვანაირია. ამ გალაქტიკებს ვარსკვლავების მძიმე ელემენტებთან თანაფარდობა არ აქვთ. გალაქტიკებს ვარსკვლავების წარმოქმნისა და სიკვდილის ციკლები არ გაუვლიათ.
კვლევისას ასტრონომებმა 16 გალაქტიკა შეისწავლეს. მათგან რამდენიმე უძველესი გალაქტიკა იყო, რომელიც კი ოდესმე დაუფიქსირებიათ. მკვლევრების დაკვირვებებმა აჩვენა, რომ უძველეს გალაქტიკებში ქიმიური სიმრავლე შემდგომი გალაქტიკების ერთი მეოთხედია.
"როდესაც 16 უძველესი გალაქტიკის შუქი გავაანალიზეთ, დავინახეთ, რომ მათ შემადგენლობაში მნიშვნელოვნად ნაკლები მძიმე ელემენტი იყო", — თქვა კასპერ ელმ ჰაინცმა, ნილს ბორის ინსტიტუტის მეცნიერმა და კვლევის ავტორმა.
ასტრონომების თქმით, ეს შედეგები ამჟამინდელ მოდელს სრულიად ეწინააღმდეგება. დღევანდელი გაგებით გალაქტიკები დაბალანსებულად ვითარდება. ამ შემთხვევაში არის კავშირი იმასთან თუ რამდენი ვარსკვლავი და რამდენი მძიმე ელემენტი ჩამოყალიბდება.
მთლად გასაკვირი არ არის
თუმცა, მკვლევრები ამბობენ, რომ ეს შედეგი მთლად გასაკვირი არ არის. გალაქტიკების წარმოქმნის მოდელებმა მსგავსი ადრეც იწინასწარმეტყველეს და აი ახლა ეს დასტურდება.
"შედეგი აჩენს წარმდოეგნას იმაზე თუ როგორ ფორმირდებოდა პირველი გალაქტიკები. როგორც ჩანს, ეს გაზთან უფრო მეტად არის დაკავშირებული, ვიდრე აქამდე გვეგონა. ეს მსგავსი მასშტაბის ერთ-ერთი პირველი დაკვირვებაა და წინ კიდევ ბევრი კვლევა გვაქვს", — თქვა ელმ ჰაინცმა.
კომენტარები