NASA პოტენციურად საშიში ასტეროიდის განადგურებას გეგმავს
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ასტეროიდი ბენუ, რომელიც Empire State Building-ის ზომისაა, დედამიწისთვის პოტენციური საფრთხის მატარებელია. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად NASA-მ ამბიციური გეგმა წარადგინა.
NASA-ს OSIRIS-REx-ის მისია 1998 წლის ფილმ "არმაგედონს" მოგვაგონებს. ფილმში ბრიუს უილისი და მისი გუნდი ასტეროიდის განადგურებას ატომური ბომბის გამოყენებით ცდილობენ.
ბენუს საფრთხე: კოსმოსური ბომბი
ასტრონომები ბენუს ყურადღებით აკვირდებიან. ასტეროიდი დედამიწას ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ უახლოვდება. არსებობს შეშფოთების რეალური მიზეზი და ეს 2182 წელთან არის დაკავშირებული. შეჯახება 22 ატომური ბომბის აფეთქების ექვივალენტური იქნება. ამის შანსი 2 700-დან ერთია, მაგრამ NASA ამ ყველაფერს სერიოზულად უდგება.
პოტენციური საფრთხის გასააზრებლად უნდა ვიცოდეთ ბენუს მასშტაბები. მაგალითისთვის, ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრების განადგურება გამოიწვია ბენუზე 6-ჯერ დიდი იყო, თუმცა ეს მაინც საშიშია. შეჯახების შემთხვევაში ბენუ 10 კილომეტრის სიგრძის კრატერს გააჩენს, რაც პატარა ნამდვილად არ არის.
NASA-ს OSIRIS-REx მისია: რბოლა დროსთან
"არმაგედონის" სტილის საფრთხისთვის მოსამზადებლად NASA-მ შვიდი წლის წინ კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაუშა. მისი მთავარი მიზანი ბენუსგან ნიმუშების შეგროვებაა, რაც კრიტიკული ნაბიჯი იყო ასტეროიდის შემადგენლობისა და ქცევის გასაგებად.
2020 წლის ოქტომბერში კოსმოსური ხომალდი ბენუს ზედაპირზე დაეშვა და დაახლოებით 250 გრამი კლდოვანი მასალა შეაგროვა. ამ მიღწევით NASA-მ პირველად მოახერხა ასტეროიდების ნიმუშის მოპოვება უშუალოდ კოსმოსში.
და აი ახლა, OSIRIS-REx მისია თავის გრანდიოზულ ფინალს უახლოვდება. 24 სექტემბერს ხომალდი გამოგზავნის კაფსულას, რომელიც ბენუს ძვირფას ნიმუშებს შეიცავს. ეს კაფსულა დაახლოებით მინი-მაცივრის ზომისაა.
მეცნიერების თქმით, ნიმუშები ჩვენამდე უვნებლად ჩამოაღწევს.
მზის სისტემის საიდუმლოებების ამოხსნა
მიუხედავად იმისა, რომ ამ მისიის მთავარი მიზანი ჩვენი პლანეტის დაცვაა, ბენუს ნიმუშები სხვა მხრივაც ძვირფასია. ეს ხელუხლებელი ფრაგმენტები შეიძლება ფასდაუდებელ ინფორმაციას ინახავდეს. ეს მზის სისტემის ფორმირების გაგებაში შეიძლება დაგვეხმაროს.
"ასტეროიდ ბენუს ხელუხლებელი მასალა 4,5 მილიარდი წლით უკან გახედვაში დაგვეხმარება. ეს შეიძლება დაგვეხმაროს იმის გაგებაში თუ როგორ ჩამოყალიბდა მზის სისტემა და მეტიც, როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე", — ამბობენ NASA-ში.
კომენტარები