7 უხერხული სიტუაცია, როცა სელებრითებმა წითელ ხალიჩაზე ერთმანეთი დააიგნორეს
როგორც აღმოჩნდა, წითელ ხალიჩაზე კამერები არამხოლოდ ცნობილი ადამიანების ჩაცმულობასა თუ ღიმილს აფიქსირებენ, არამედ სამარცხვინო მომენტებსაც, რომლებიც თურმე, მხოლოდ ჩვენ არ გვემართება.
ამ სტატიაში 8 უხერხულ მომენტს გავიხსენებთ, როდესაც წითელ ხალიჩაზე სელებრითებმა ერთმანეთი დააიგნორეს.
1. შაკირა და კომიკოსი ტიფანი ჰადიში 2023 წლის VMA-ის დაჯილდოებაზე
ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კომიკოსი ტიფანი ჰადიში შაკირას მისდევს და თან ეძახის, თუმცა მომღერალი მისთვის პასუხის გასაცემად თავს არ იწუხებს. იმავე დაჯილდოებაზე მაშინ, როცა წითელ ხალიჩაზე მყოფ შაკირას ფოტოებს უღებდნენ, ტიფანი ჰადიში მის ფოტოებში მოხვედრას ამაოდ ცდილობდა, თუმცა პოპვარსკვლავი მას ყურადღებას კვლავაც არ აქცევდა.
2. მსახიობი ოსტინ ბატლერი და მისი ყოფილი შეყვარებული ვანესა ჰაჯენსი ოსკარის დაჯილდოების შემდეგ წვეულებაზე
მსახიობები და ყოფილი პარტნიორები ერთმანეთს წვეულებაზე შემთხვევით გადაეყარნენ — როცა ოსტინს ფოტოებს უღებდნენ, ვანესამ მას ცხვირწინ ჩაუარა, ერთი წამით ამოხედა და შემდეგ ტელეფონში თავჩარგულმა უემოციო სახით გააგრძელა სვლა. სოციალურ ქსელში ამ ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვანესამ კი პასუხად მალალას ვიდეო გააზიარა, რომელშიც ის ამბობს: "მე მხოლოდ მშვიდობაზე ვსაუბრობ".
3. 2014 წელს წითელ ხალიჩაზე სოფია ვერგარა და მისი ყოფილი საქმრო ნიკ ლოები
სოფია ინტერვიუერის შეკითხვას პასუხობდა, როდესაც მისმა ყოფილმა საქმრომ ლაპარაკი გააწყვეტინა, სოფიას კი მისთვის პასუხიც არ დაუბრუნებია და ჟურნალისტთან გააგრძელა საუბარი.
4. ჰარი სტაილსი და რეჟისორი ოლივია უაილდი ვენეციის კინოფესტივალზე
Don't Worry Darling-ის მსახიობი, ჰარი სტაილსსა და რეჟისორი ოლივია უაილდზე ვრცელდებოდა ხმები, რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ. სწორედ იმ პერიოდში სელებრითები ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ, თუმცა ჟურნალისტებმა მალევე შეამჩნიეს, რომ "წყვილი" ერთმანეთს თავს არიდებდა. გავრცელებულ ვიდეოში ისიც კი ჩანს, რომ ფოტოგრაფებმა ჰარის ოლივიას გვერდით დადგომა სთხოვეს, თუმცა მან მასა და უაილდს შორის სხვა მსახიობი დააყენა.
5. ემი შუმერი, კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი 2015 წლის Time 100-ის წითელ ხალიჩაზე
მსახიობი ემი შუმერი წითელ ხალიჩაზე კიმ კარდაშიანისა და კანიე ვესტის წინ დაეცა, თუმცა წყვილმა მას უბრალოდ გვერდი აუარა და მისი წამოყენება ან გამხნევება არ უცდიათ, ვესტმა შუმერს არც კი გაუღიმა. მოგვიანებით, მსახიობმა ეს ინციდენტი გაიხსენა და თქვა, რომ მისი აზრით, წყვილს წარმოდგენა არ ჰქონდა, თვითონ ვინ იყო, რითაც "ამ სამარცხვინო შემთხვევის გახსენებისას თავს იმშვიდებს".
ფოტო: Getty Images
6. მომღერალი კეშა და კომიკოსი ჯერი სეინფილდი 2017 წელს კენედის ცენტრში
კნედის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე მომღერალმა კეშამ კომიკოს ჯერი სეინფილდს ინტერვიუს მიცემა იმის სათქმელად შეაწყვეტინა, რომ მისი ფანია და სეინფილდისთვის ჩახუტება ეთხოვა, თუმცა მოულოდნელი უარი მიიღო, თანაც რამდენჯერმე. კეშამ ერთ-ერთ ინტერვიუში ამ უხერხულ სიტუაციას "მისი ცხოვრების ყველაზე სევდიანი მომენტი" უწოდა.
7. მსახიობი ტომ ჰოლანდი და ლორა ჰარიერი 2016 წლის კომიკ-კონზე
როდესაც ფილმ Spider-Man: Homecoming-ის მსახიობები ჟურნალისტს ესაუბრებოდნენ, ლორა ჰარიერმა ტომ ჰოლადს ხელი მოხვია, ტომმა ის მაშინვე მოიშორა და სიტუაციის გასანეიტრალებლად ფილმის ყველა მსახიობს ხელები მეგობრულად გადახვია. შემდეგ კი ისიც იკითხა, მისი ახლა უკვე შეყვარებული, ზენდეია სად იყო.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
კომენტარები