ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მათ რაკეტას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილამდე შეუძლია მიღწევა
ფოტო: EPA
სამშაბათს, 4 ივლისს, ჩრდილოეთ კორეამ დიდი დისტანციის რაკეტა პირველად გამოსცადა წარმატებით და აცხადებს, რომ მას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიღწევა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
რაკეტის გამოცდა კიმ ჩენ ინის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა. ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ტელევიზიის ინფორმაციით, რაკეტამ 2,8 ათასი კილომეტრის მანძილი დაფარა.
ესაა ყველაზე მაღალი წერტილი, რომლისთვისაც ჩრდილოეთ კორეის რაკეტას მიუღწევია. გამოცდის შედეგი ამერიკას შესაძლო თავდასხმის საფრთხის ქვეშ აყენებს.
როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეამ მაქსიმალური პოლიტიკური ეფექტის მისაღწევად, რაკეტის გამოცდა 4 ივლისს დაამთხვია, როდესაც ამერიკა ინგლისისგან დამოუკიდებლობის მოპოვების დღეს ზეიმობს და ქვეყანაში არდადეგებია გამოცხადებული. ამასთან, გუშინ, 3 ივლისს, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იაპონიისა და ჩინეთის ლიდერებს ესაუბრა ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეებზე. ამ საკითხის განხილვა იგეგმებოდა დიდი ოცეულის შეხვედრაზეც, რომელიც 7 ივლისს, ჰამბურგში გაიმართება და მასზე პუტინი და ტრამპი, პრეზიდენტების რანგში, პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.
ანალიტიკოსების თქმით, მოახლოებულია იმის საშიშროებაც, რომ ჩრდილოეთ კორეაში შესაძლოა ერთ დღეს ტექნოლოგია ისე განვითარდეს, რომ მან მინიატურული ატომური ბომბი შექმნას.
ანალიტიკოსები შიშობენ, რომ შესაძლოა ერთ დღესაც ჩრდილოეთ კორეამ ისე განავითაროს ტექნოლოგია, რომ შორი დისტანციის რაკეტაზე შეძლოს ბირთვული ქობინის მიმაგრება. ანალიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებით, ეს ტენოლოგია ჩრდილოეთ კორეას უკვე აქვს.
ჩინეთი და რუსეთი უკვე გამოეხმაურა ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებულ ტესტს და მას მიუღებელი უწოდეს.
რამდენად დამაჯერებელია ჩრდილოეთ კორეის ეს განცხადება?
სიდნეის Lowe-ის ინსტიტუტში საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი, იუენ გრემი აცხადებს, რომ რაკეტის ერთი წარმატებული გამოცდა არ ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოეთ კორეას მართლა შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიღწევა:
"ერთი წარმატებული ტესტი არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბარიერს გადალახავ. მათი განცხადება მათ რეალურ შესაძლებლობებს არ ემთხვევა".
თუმცა, ფაქტია, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ეს ამ დისტანციაზე რაკეტის პირველი გამოცდაა. მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ უკვე 11 რაკეტა გამოსცადა.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები