ილია დარჩიაშვილი

7 Sep. 2023, 18:16

დღეს საქართველოში ვიზიტს იწყებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა. ერთი მხრივ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, უკვე საქართველოში მას დეტალურად ვესაუბროთ იმ უზარმაზარი გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას შეეხება. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება უმაღლეს დონეზე;

მეორე მხრივ, აქცენტები იქნება გაკეთებული დღეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების კუთხით. ბორელის ვიზიტიც სპეციალური გზავნილია, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს. [...]

ვფიქრობ, ეს ვიზიტი ცალსახად მოიტანს ახალ იმპულსს, ერთი მხრივ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და, მეორე მხრივ, ექნება ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა შესაბამის გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ოქტომბერში ველოდებით ევროკავშირის შესაბამის ანგარიშს, რომელმაც, ასე ვთქვათ, უნდა მიგვიყვანოს დეკემბრამდე, როდესაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იყოს.

განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  2. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფილარმონიის რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის…