"ბარბის" რეჟისორს უნდოდა, რომ ფილმში ტიმოთი შალამესა და სირშა რონანსაც ეთამაშათ
ბარბის რეჟისორმა გრეტა გერვიგმა განაცხადა, რომ უნდოდა, ფილმში ტომითი შალამესა და სირშა რონანსაც ეთამაშათ. გერვიგს მსახიობებთან წარსულში მის ორ წარმატებულ ფილმზე Lady Bird-სა და Little Women-ზე უმუშავია.
ცოტა ხნის წინ, რეჟისორმა CinemaBlend-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შალამესა და რონანისთვის უკვე როლებიც კი ჰქონდა შერჩეული, თუმცა გრაფიკთან დაკავშირებული პრობლემების გამო მსახიობებმა ფილში მონაწილეობა ვერ შეძლეს.
"ორივე ძალიან მიყვარს. მათ გარეშე ფილმის გადაღება ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს შვილების გარეშე ვაკეთებდი რამეს. ვიცი, რომ მათი დედა არ ვარ, მაგრამ თავს ზოგჯერ ასე ვგრძნობ", — აღნიშნავს გერვიგი.
ამაზე წარსულში მიცემულ ინტერვიუში სირშამაც ისაუბრა და თქვა, რომ რადგან თავად ლონდონში ცხოვრობს და ბარბის გადაღებებიც იქ იყო, ეგონა, რომ ფილმში მონაწილეობას შეძლებდა. თუმცა, საბოლოოდ, იმის გამო, რომ ამ პერიოდში The Outrun-ზე მუშაობა შოტლანდიაში მოუწია, გერვიგის შემოთავაზებაზე უარი თქვა.
"უკვე მოფიქრებული იყო პერსონაჟი, რომელსაც ვითამაშებდი — ის კიდევ ერთი ბარბი უნდა ყოფილიყო. ძალიან დამწყდა გული იმის გამო, რომ თამაში ვეღარ შევძელი, მარგოს და გრეტას მივწერე კიდეც, იქნებ, რომელიმე სცენაში უბრალოდ ფონზე მაინც გავიარო-მეთქი", — ამბობს სირშა.
ბარბის პრემიერამდე სულ ცოტა დროღა რჩება. ცოტა ხნის წინ გართობის ინდუსტრიაში მომუშავე ჟურნალისტები ფილმის შესაფასებლად კინოჩვენებას დაესწრნენ. გრეტა გერვიგის ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ. ფილმს ჟურნალისტებისგან ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა — მათ ბარბის რეჟისურა, მსახიობების შესრულება, კოსტიუმები და საცეკვაო ნომრებიც კი შეაქეს.
შეფასებებითაც ჩანს, რომ გრეტა გერვიგის ბარბი საოცარ თავგადასავალს გვპირდება! მას წლის კინომოვლენის სტატუსს უწინასწარმეტყველებენ. ფილმის პრემიერა 21 ივლისსაა დაგეგმილი. სიუჟეტის შესახებ ჯერჯერობით ის ვიცით, რომ ბარბი და კენი ზღაპრული სამყაროდან რეალობაში ინაცვლებენ, საინტერესო ამბები კი სწორედ აქ იწყება!
იხილეთ ასევე:
- "ბარბის" წლის კინომვლენის სტატუსს უწინასწარმეტყველებენ — ნახეთ პირველი შთაბეჭდილებები
- მარგო რობი Barbie-ის პრემიერებზე ნამდვილ ბარბიდ გადაიქცა — ფოტოები
- "ბარბის" გადაღებებმა მსოფლიოში ვარდისფერი საღებავის დეფიციტი გამოიწვია
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები