ფორმულას ინფორმაციით, მშვილდაძეზე თავდასხმაში სუს-ის გამომძიებელი მონაწილეობდა — რას ამბობს უწყება
ფოტო: სქრინი ვიდეოდან
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა მოხდა: 27 ივნისს, კარფურის ჰიპერმარკეტთან ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
- "სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ", — უთხრა მშვილდაძემ ფორმულას.
- მისივე თქმით, თავდამსხმელი ეუბნებოდა, "შენ პატრიარქს როგორ აგინებო".
- მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ნიკოლოზ გუგეშაშვილის სახელით, დაწერა, რომ ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს თავს ის დაეხა.
- პოსტის ავტორი ჰომოფობიურ ფრაზებს აჟღერებდა და ამტკიცებდა, რომ მშვილდაძეს რელიგიისადმი დამოკიდებულების გამო სცემა.
- "გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე, ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ".
ფორმულას განცხადებით, მშვილდაძეზე თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძეა.
- ტელეკომპანიის ინფორმაციით, მუმლაძე სუს-ში ქალაქის სამმართველოს გამომძიებლად ნათლიამ, ლევან ახობაძემ დანიშნა, რომელიც, თავის მხრივ, უწყების ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილეა.
- ფორმულაში ამბობენ, რომ მუმლაძე ბოლომდე ესწრებოდა თავდასხმის პროცესს და მეწყვილესთან ერთად ყველაზე ბოლომ დატოვა შემთხვევის ადგილი.
- მათივე თქმით, თავდასხმაში მონაწილე სამივე მანქანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტს ეკუთვნის.
- "ძალიან სამწუხარო ამბავი იქნა ჩვენ მიერ გამოკვეთილი, უზარმაზარი სისტემური დანაშაული, სადაც პირდაპირ მონაწილეობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები", — თქვა ტელევიზიის დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ.
სუს-ში On.ge-ს განუცხადეს, რომ ფორმულას თანამშრომლებმა გამოძიებას უნდა მიმართონ.
- "მიაწოდონ ინფორმაცია რაც აქვთ და გამოძიება დაადგენს სიმართლეს", — ამბობენ უწყებაში.
- კითხვაზე, არის თუ არა მუმლაძე მათი თანამშრომელი, უსაფრთხოების სამსახურში გვიპასუხეს, რომ ამასაც გამოძიება დაადგენს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს ქუჩაში თავს ესხმიან, შემდეგ კი მოძალადეები ფეისბუქზე "აღიარების" პოსტებს აქვეყნებენ და ჩადენილით ამაყობენ.
- 17 ივნისს, გორში ზურა ჯაფარიძეს უცნობი პირები თავს დაესხნენ.
- მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებელმა, სახელით Salut Salut, გაავრცელა პოსტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯაფარიძეს მისმა მეგობარმა, სოსო მაისურაძემ, სცემა.
- "მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს".
- 20 ივნისს, ჭავჭავაძის გამზირზე უცნობი პირი თავს დაესხა ლევან ბერძენიშვილს.
- შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა პროფესორი უნივერსიტეტიდან გამოდიოდა და ავტომობილისკენ გადაადგილდებოდა.
- როგორც ბერძენიშვილმა On.ge-ს განუცხადა, ფიქრობს, რომ თავდასხმა იმ დისკრედიტაციის ნაწილია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები