დეტალები: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნება პროტესტის მონაწილეთა დისკრედიტაციისთვის ჰომოფობიას მიმართავს.

  • კობახიძემ რუბლების დაყრას ფორმულას მიერ მოწყობილი პროვოკაცია უწოდა და ამტკიცებს, თითქოს, ამაში ტელეკომპანიასთან აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
  • შემდეგ კი ჰომოფიურ ფრაზას აჟღერებს და ამბობს, რომ ამ ახალგაზრდებს "ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული".
  • "მე მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე. საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლი მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის".

რა მოხდა: დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა რუსული რუბლები დააყარეს.

  • ეს მაშინ მოხდა, როცა კობახიძე უნივერსიტეტის შენობას ტოვებდა.