არქტიკის ოკეანეში ყინული ქრება — მეცნიერთა პროგნოზი
კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფმა (IPCC) ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, არქტიკის ოკეანეში სექტემბრის თვეში ყინული 2050 წლამდე გაქრება იმის მიუხედავად, თუ როგორ წარიმართება ემისიების კონტროლი. შესაძლოა, ეს გარემოს ნაკლებად დაბინძურების პირობებშიც კი 2030-იანი წლებისთვის მოხდეს, იმაზე 1 დეკადით ადრე, ვიდრე აქამდე გვეგონა.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ რეგიონში წყლის ყინულის სწრაფი შემცირება უმეტესწილად ატმოსფეროში სათბურის აირების მაღალი კონცენტრაციითაა გამოწვეული. ეს ყველაზე მეტად სწორედ სექტემბერშია შესამჩნევი, როცა ყინულის მოცულობა წლიურ მინიმუმს აღწევს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ უმცირესი ემისიების შემთხვევაში ეს პროცესი შევაკავოთ, მაგრამ ამის დაზუსტებით თქმა ძნელია.
არქტიკის ოკეანეში ყინულის გაქრობა ადამიანებსა და ეკოსისტემაზე უარყოფით გავლენას იქონიებს. ეს არა მხოლოდ ამ რეგიონზე, არამედ სხვა არეალებზეც აისახება და დათბობას დააჩქარებს. პოტენციურად, შეიცვლება ნახშირბადული ციკლიც, ამინდიცა და ოკეანის დინებებიც.
"უყინულო არქტიკა ნიშნავს ბიზნესის ცვლილებას, პოლიტიკურ გამოწვევებსა და საფრთხეებს ადგილობრივი დასახლებებისთვისა თუ ეკოსისტემებისთვის", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Communication გამოქვეყნდა.
კომენტარები