რა ადგილს იკავებს Apple-ის ახალი პროდუქტი Vision Pro დღევანდელ xR ბაზარზე
გუშინ, ყოველწლიურ კონფერენციაზე WWDC Apple-მა AR სათვალე, Vision Pro წარადგინა. პროდუქტს ტექნოლოგიების ინდუსტრია დიდი ხანია ელის, შესაბამისად, მისმა გამოჩენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
Omedia-ს დამფუძნებელი, ნოდარ დავითური გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებასა და აზრებს ამ ახალი პროდუქტის შესახებ, რომელსაც ბევრი რევოლუციურს უწოდებს:
ასევე იხილეთ: Black Mirror? — Apple-მა შერეული რეალობის ახალი სათვალე წარადგინა
"ყველაზე საინტერესო ამ პროდუქტში არის ის, თუ როგორ პოზიციონირდება ის.
VR-კატეგორია ბევრი წელია წვალობს და ჯერ რიგით მომხმარებლამდე ვერ მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური რეალობა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რამეა, რაც შეიძლება დღეს პერსონალური მოწყობილობით გამოსცადო, აქვს უამრავი პრობლემა, რომლის გამოც ყოველდღიური მოხმარების დივაისი მილიონებისთვის ვერ ხდება.
ეფლი ტრადიციულად გვიან გამოვიდა ამ ბაზარზე, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ჩათვალა, რომ გადაჭრა ან მეტნაკლებად გადაჭრა ყველა ის პრობლემა, რომელიც აქვთ სხვა VR headset-ებს და ზოგადად, კონსუმერ-VR ინდუსტრიას, აღქმის და პოზიციონირების კუთხით.
რა არის ეს მოწყობილობა?
"რა არის ეს" არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, როცა ახალი კატეგორიის პროდუქტით გამოდიხარ. ცოტა უტრირებულად რომ ვთქვათ, კომპანიების: Meta, PS, Valve, HTC დივაისები არის სათამაშო ჰედსეტები გეიმერებისთვის. ამ "თამაშებში" სხვა VR Experience-ებიც შედის — დინოზავრები შენს ოთახში ან Horizon Worlds-ის მაგვარი ქომიუნითი თამაშები, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც "გეიმინგ მოწყობილობის დანამატია".
რა თქმა უნდა, ზოგი მეტნაკლებად ცდილობს, საკუთარი მოწყობილობა მხოლოდ გეიმერულ quirky thing-ად არ იყოს აღქმული (Quest Pro), მგრამ რეალურად, "რა არის ეს" აღქმას ის კონტენტი განსაზღვრავს, რაც მოწყობილობისთვის არსებობს. ამ დივაისებზე კი, თამაშები და ინტერაქტიული იქსფირიენსებია წამყვანი.
ამ დროს, Apple-მა საერთოდ AR კომპიუტერად წარადგინა Vision Pro. (AR - დამატებითი/შერეული რეალობა და არა ვირტუალური რეალობა). ეფლისგან გეიმინგ დივაისს არავინ ელოდება, ამიტომ აკეთებენ ტრადიციულ bold claim-ს, რომ ეს არის ახალი ფორმატის computing — სივრცული კომპიუტერი. ევოლუცია: დესკტოპი -> მობილური -> სივრცული.
ყველაზე ახლოს ამ სტრატეგიასთან Microsoft-ის Hololens-ია, მაგრამ ეს დივაისი ძალიან კონკრეტულად ბიზნეს- და ინდუსტრიულ გამოყენებაზეა ორიენტირებული, ღია ლინზებით, არც აქვთ პრეტენზია კონსუმერ-ლეველ კომპიუტინგზე ან immersive experience-ებზე.
Apple კი ამბობს, რომ როგორც შენი ლეპტოპი ან სმარტფონია უნივერსალური მოწყობილობა, სადაც საქმესაც აკეთებ, ხალხსაც ელაპარაკები და ხანდახან full screen-ზე ფილმს ან თამაშსაც უშვებ, იგივე უნდა იყოს აქაც — პირველ რიგში, თავზე თუ რამეს დაიმაგრებ, ეს იქნება ახალი ტიპის კომპიუტერი, რომლის მთავარი ფუნქციები იგივეა, რაც შენი სხვა "კომპიუტერების" (ოღონდ ბეეევრად cool ფორმით) + ხანდახან ჩართავ ფილმს სრულად VR-გარემოში ან ითამაშებ რამე თამაშს.
და დღეს ეს სტრატეგია ძალიან ლოგიკურია. რეალურად, ყველა სხვა მოთამაშე ამ ბაზარზე პირიქით პოზიციონირდება — "მე ვარ სასწაული თამაშების და VR-experience-ების მოწყობილობა! და ხო, ასევე ნეტფლიქსის აპიც მაქვს და გაჭირვებით productivity app-ებიც ეგებ იხმარო".
ბაზრის ასეთი პოზიციონირების მიზეზი გასაგები და ბუნებრივია — ყველა ცდილობს, რომ მოწყობილობის ფასი იყოს ხელმისაწვდომი მასისთვის. მაგრამ ასეთ ფასში არ გამოდის ისეთი ხარისხის ეკრანის, ლინზების, სენსორების და მთელი ამ მონსტრის შეკოწიწება, რომელიც არც ისე მაღალი ხარისხის 3D ვიზუალზე მეტს გაქაჩავს. ასეთი შეზღუდული პერფორმანსით კი, მართალია — თამაშები და დინოზავრები ყველაზე მომხიბვლელი რამეა, რაც შეიძლება გააკეთო.
პრობლემა იმაშია, რომ ეს ბრჭყვიალა ექსფერიენსები აშკარად არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა VR მასაზე გაეყვანა და გეიმერების და ტექ-ენთუზიასტების გარდა, სერიოზული მომხმარებელი ეპოვა. მომხმარებელი, რომელიც ყოველ დღე კონკრეტული მიზნისთვის გამოიყენებს ამ მოწყობილობას (ჩემთვისაც, როგორც არა-გეიმერისთვის, Meta Quest თავიდან ძაან შთამბეჭდავი იყო, მეგობრებიც გაერთნენ, მაგრამ რამდენიმე კვირაში ამოწურა თავი).
Apple მიხვდა, რომ თუ *დღეს* გააკეთებდა იაფიან მოწყობილობას, მოუწევდა იგივე სტრატეგიის იმედი ჰქონოდა, რაც აშკარად არ ამართლებდა. ამიტომ, გააკეთეს საუკეთესო ხარისხის ჰედსეტი, რომელიც ღირს ძალიან (ძალიან) ძვირი, მაგრამ არ არის მიერთებული არაფერთან კომპიუტინგისთვის და არც ანდროიდის-მიდ-რეინჯის-დონის-პერფორმანსიანი standalone-ია. ეს ხსნის შესაძლებლობას, რომ მართლა რეალური, უნივერსალური კომპიუტერი გეკეთოს თავზე და არა სათამაშო ჰედსეტი.
რატომ არის ხარისხი და high-end-ობა ასეთი მნიშვნელოვანი?
4K+ გარჩევადობა თითო თვალში, 5000 nits HDR სიკაშკაშე, Apple-ის ხარისხის ლინზები, "feels like magic"-ხარისხის თვალების მოძრაობის სენსორები და "best in industry"-ხარისხის ხელების მოძრაობის სენსორები (ცოცხლად ვინც ნახა მათი ციტატებია). — ეს ყველაფერი გაძლევს იმის საფუძველს, რომ გქონდეს ამბიციური განაცხადი VR-კომპიუტერზე.
თუ არ გაქვს სუპერ-ხარისხიანი შიდა ეკრანი და გარე კამერები — ვერ გააკეთებ დამაჯერებელ AR-ს. ვერ მოატყუებ ტვინს, რომ რეალურ სივრცეს უყურებ, როცა გარე კამერის სიგნალი შიდა ეკრანზე იგვიანებს და სამყაროს პიქსელებად უყურებ დაბალი რეზოლუციის შიდა ეკრანზე.
თუ არ გაქვს ინტუიტიური (და ძააალიან ხარისხიანი) input method — თვალების და ხელების თრექინგი, ვერ იქნება სისტემაში ნავიგაცია ისეთივე effortless, როგორც კომპიუტერის მაუსი ან სმარტფონის მულტი-ტაჩია.
ამას დამატებული spatial audio, M2 ჩიპი, ცალკე გამოყოფილი R1 ჩიპი სენსორებისთვის და იკვრება შესაძლებლობების პაკეტი, რომელიც სრულიად რეალურს ხდის ამ პოზიციონირებას — ესაა პირველ რიგში სივრცული კომპიუტერი და არა სათამაშო ჰედსეტი.
გარდა ამ მთავარი, პოზიციონირების გამოწვევისა, რაც VR ჰედსეტების ბაზარს აქვს, ეფლი ეფლურად შეეცადა გადაეჭრა სხვა პრობლემებიც:
- ჰედსეტის კეთებისას ძალიან იზოლირებული ხარ სამყაროსთან: ამას Vision Pro პასუხობს იმით, რომ მისი გამოყენების default პრინციპი არის AR და არა VR. თუ არ გინდა, არ ზიხარ 3D სრულად ვირტუალურ სივრცეში. ეკრანების/კამერების ხარისხი ამ AR-ს დამაჯერებელს ხდის. და თუ შენ ხედავ გარემოს — გარედანაც ჩანს შენი თვალები, ვის უყურებ და ვის ელაპარაკები (ეს გარედან-ეფექტი eerie-ია აშკარად, მაგრამ სულ არაფერს ჯობია ასეთი).
- ეკოსისტემა: Vision Pro-ში ხელმისაწვდომია თითქმის სრული ეკოსისტემა, ეფლის ყველაზე ძლიერი მხარე — ინტეგრაციები აიფონთან და მაკთან, მაკის ეკრანის VR-ში გამოტანა, iMessage, FaceTime, Spatial Audio, continuity სხვა დივაისებიდან და ა.შ. და ა.შ. — ეს არ არის რაღაც standalone hobby device, პირდაპირ შენს ეკოსისტემაში ხვდები (თუ ეფლის იუზერი ხარ).
- აპლიკაციები: M-ჩიპების დამსახურებით, მილიონობით iOS-აპლიკაციაა ხელმისაწვდომი ფანჯარაში გასაშვებად. "spatial" OS-ზე მორგებაც ამ და სხვა ახალი აპების, წესით, ბევრად მარტივი უნდა იყოს ეფლის პლატფორმის დეველოპერებისთვის, ეფლის ხარისხის სისტემური API-ებით და კომპონენტებით.
- კომფორტი: აქ სასწაული ეფლმაც ვერ მოახდინა, მაგრამ პირველი უკუკავშირი, რაც ისმის, მაქსიმალურად ხარისხიანი და სასიამოვნო მასალებია გამოყენებული. ასევე, მოდულარული დიზაინიც სწორი მიდგომაა, 3rd-party მწარმოებლები უკანა strap-ებს და ელემენტებს დაყრიან ასარჩევად.
საბოლოოდ, "ეფლს რევოლუციური არაფერი გაუკეთებია". ცალცალკე ყველა ეს ტექნოლოგია თუ სენსორი არსებობს დღეს და სხვადასხვა მოწყობილობებში სხვადასხვა ხარისხითაა წარმოდგენილი. ჩამოკიდებული ელემენტიც კოშმარია. საათობით სახეზე მაინც ვერ გეკეთება. და ა.შ. და ა.შ.
მაგრამ ეფლის ამ ახალ bet-ს აქვს შანსი, გახდეს მართლა ახალი product category. პირველი თაობის აიფონიც, iPad-იც და Apple Watch-იც იყო ძალიან overpriced და underpowered. აიფონამდეც არსებობდა თაჩსქრინიანი სიმბიანები და ვინდოუს-მობაილები, აიპედამდეც — ტაბლეტები და Apple Watch-მდეც — სმარტ საათები. მაგრამ ეფლის ყოველმა მათგანმა ახალი სტანდარტი დააწესა, როგორი უნდა იყოს ამ კატეგორიის top notch პროდუქტი და მხოლოდ long run-ში ჩანს ცხადად ის ეფექტები, რისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებიც იყო "დაუსრულებელი" პირველი თაობები.
Vision Pro რომ ახალ კატეგორიად დამკვიდრდეს, ძალიან ბევრი რამე უნდა მოხდეს: ზოგადად AR-(spatial)-computing მართლა კომფორტული უნდა აღმოჩნდეს; შემდეგი თაობები უნდა იტერაციულად გამსუბუქდეს და გაკომფორტულდეს; უფრო იაფიანი, non-Pro Vision-ის გამოშვება უნდა შეძლონ; საკმარისი ხალხი უნდა გახდეს early adopter, რომ დეველოპერებს აპების შექმნა და ეკოსისტემის გაზრდა უღირდეთ; ვირი ხეზე უნდა ავიდეს და ა.შ.
მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, Vision Pro არ არის რაღაც side project, რომელზეც გუშინ დაიწყეს მუშაობა და ორ წელში მიაგდებენ. ეფლს საუკეთესო ტრადიცია აქვს ახალი პროდუქტის კატეგორიების *სწორად* დასტარტვაში ან — Apple Watch-ის და health/fitness tracking-ის შემთხვევაში — ნელ-ნელა, სწორი აუდიტორიის და გამოყენების მიგნებაში.
ზუსტი პროგნოზების გაკეთება ტექ-სფეროში is a fool’s game. და ვინც თავდაჯერებულად აკეთებს რამე განცხადებებს — "რევოლუციურია" ან "ნაგავია" — ერთნაირად არასერიოზულია.
მაგრამ Vision Pro უდავოდ არის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც AR/VR ბიზნესში ბოლო წლებში მომხდარა. და ეფლის ამბიციების, შესაძლებლობების და მასშტაბების გათვალისწინებით, ეს პროდუქტი და მისი მომავალი თაობები "VR-ის, როგორც შემდეგი პლატფორმის ბუმის" დასაწყისის ძალიან რეალური კანდიდატია".
კომენტარები