Black Mirror? — Apple-მა შერეული რეალობის ახალი სათვალე წარადგინა
ამ მომენტისთვის Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება WWDC, იგივე Wordlwide Developers Conference, მიმიდინარეობს. ღონისძიება ჩვენი დროით საღამოს 9 საათზე დაიწყო.
ღონისძიებაზე კომპანია სიახლეებზე საუბრობს და ახალ პროდუქტს გვაცნობს.
Apple-ის AR და VR ჩაფხუტები უკვე წლებია აქტიურად მუშავდება. Apple-მა მათი გამოშვება უკვე რამდენჯერმე გადადო. და აი ახლა, ჩვენ ისინი ვიხილეთ!
კომპანიამ შერეული რეალობის ახალი სათვალე წარადგინა — სახელწოდებით Apple Vision Pro. კომპანიის თამამი განაცხადის მიხედვით, ეს ახალი პროდუქტი იქნება მისი ყველაზე დიდი და ამბიციური პროექტი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში.
Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა აღნიშნა, რომ მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობას, არის "პირველი პროდუქტი, რომლითაც რეალურად აღიქვამთ და არა მხოლოდ ხედავთ".
მას შემდეგ რაც ჩართავთ მოწყობილობას, თქვენ პირდაპირი მნიშვნელობით დამატებით რეალობაში გადადიხართ. შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება, ყურება ფილმის 3D-ში, ვიდეოს ჩართვა და სამუშაოს შესრულებაც კი.
ღონისძიებაზე Disney-ის აღმასრულებელი დირექტორიც ვიხილეთ. ბობ აიგერის თქმით, Disney პროდუქტს სპეციალურად Vision Pro-სთვის შექმნის. შესაბამისად, 3D რეალობაში ფილმის ყურება იმდენად რეალური იქნება, რამდენადაც ეს ასე არასდროს ყოფილა.
"ის რაც ოდესღაც შეუძლებელი იყო, ახლა ყოველდღიურობა იქნება", — აღინიშნა ღონისძიებაზე.
და მაინც, რა არის რევოლუციური?
Apple-ის ახალი ტექოლოგიიდან გამომდინარე, უკვე ნებისმიერ გარემოში შეგეძლებათ ვირტუალურ და დამატებით რეალობაში მუშაობა, სურათების დათვარიელება, ინტერნეტის გამოყენება, ფილმების ყურება, მეგობრებთან საუბარი, თამაში და კომუნიკაცია.
Apple-ს თუ დავუჯერებთ, Apple Vision Pro გვთავაზობს იმას, რაც აქამდე არცერთ VR/AR ჩაფხუტს არ შემოუთავაზებია. ამ პრეზენტაციიდან გამომდინარე, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალობა აღარსდროს იქნება ისეთი, როგორიც ის ამ მომენტამდე იყო.
ღონისძიების ყურებისას რთულია Black Mirror არ გაგხსენებოდათ. ჩვენი რეალობა სულ უფრო და უფრო სწრაფად იცვლება. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.
ღონისძიებიდან კონკრეტული მონაკვეთის ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ:
კომენტარები