ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია, დღეს ცოცხალია და ის ოკეანეებში ცურავს. მეორე მხრივ, ხმელეთის ძუძუმწოვრების უმეტესობა ზომაში პატარაა. თავად სპილოც კი, რომელიც ძალიან დიდი ზომის (ხმელეთის) ძუძუმწოვარია, ბრაქიოზავრის გვერდით არც კი გამოჩნდებოდა.

ცუდი ამბავი ის არის, რომ ხმელეთზე ბრაქიოზავრის ზომის ძუძუმწოვრების ევოლუციას არც უნდა ველოდოთ. დინოზავრების გადაშენების შემდეგ, ძუძუმწოვრებმა ზომაში ზრდა დაიწყეს, მაგრამ დინოზავრების მასშტაბებს ვერ მიაღწიეს.

ფოტო: reddit

"მეზოზოური პერიოდის განმავლობაში ძუძუმწოვრები ზომაში კიდევ უფრო პატარები იყვნენ. დინოზავრების გადაშენების შემდეგ ძუძუმწოვრები დივერსიფიცირდნენ და ბუნებაში გამოთავისუფლებული ადგილები შეავსეს", — თქვა ჯორჯიის შტატის, ოდუმის ეკოლოგიის სკოლის პროფესორმა ჯონ გიტლმანმა.

ეკოლოგების თქმით, ძუძუმწოვრებში ამდენი განსხვავებული ევოლუციური ტოტის განვითარების მიუხედავად დინოზავრების მასშტაბები ვერ მივიღეთ. ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ როგორც ჩანს, არსებობს მაქსიმუმი, რის შემდეგაც (ამ პირობებში) ძუძუმწოვრებს ზომაში ზრდა აღარ შეუძლიათ.

მეცნიერების თქმით, ძუძუმწოვრები (როდესაც საქმე ეხება ზომებში ზრდას) შეზღუდულები ვართ საკუთარი ბიოლოგიით.

"ძუძუმწოვრებს ენდოთერმები შეგვიძლია ვუწოდოთ. ჩვენ საკუთარი სხეულის ტემპერატურას ვარეგულირებთ. შესაბამისად, ძუძუმწოვარი ათჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე იგივე ზომის დინოზავრი. სწორედ ამიტომ, ძუძუმწოვრებს დინოზავრების მსგავსად დიდი სხეულის "შენახვა" არ შეუძლიათ. ჩვენ ენერგიას (საკვებით მიღებულს) სხეულის სითბოს შესანარჩუნებლად ვიყენებთ. დინოზავრებს ტემპერატურის მსგავსად დარეგულირება არ უწევდათ, ამიტომ ნაკლებ ენერგიას მოიხმარდნენ", — ამბობს ბიოლოგი ფელისა სმიტი.

შესაბამისად, პასუხი ენერგიის მოხმარებაშია — ნაკლები ენერგიის საჭიროება, ზომაში გაზრდის საშუალებას იძლეოდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.