შიზოფრენიასა და დოპამინს შორის კავშირის ახალი მტკიცებულება აღმოაჩინეს
ჩვენი სხეული რეგულარულად იღებს ე.წ. "ბედნიერების ჰორმონს", დოპამინს — ეს მაშინ, როდესაც სასიამოვნო აქტივობებით ვართ დაკავებული. ეს შეიძლება იყოს სექსი, ან სულაც სოციალური ქსელის აპლიკაციის გამოყენება. თუმცა, ყველაფერი ეს კომპლექსური პროცესია და მისი მართვა რთულია. ერთი რამ კი ფაქტია, ჯილდოს სახით ჩვენ დოპმინს ვიღებთ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აქვეა შიზოფრენიაც. მიუხედავად იმისა, რომ შიზოფრენიის გამომწვევი კონკრეტული მიზეზები უცნობია, არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ აშლილობა შეიძლება გამოწვეული იყოს დოპამინის ანორმალური სიგნალით.
წინა კვლევაში, მეცნიერთა ჯგუფმა აჩვენა, რომ დედის D ვიტამინის დაბალი დონე ზრდის შიზოფრენიის რისკს შთამომავლობაში. კვინსლენდის უნივერსიტეტის ტვინის შემსწავლელმა გუნდმა უფრო ღრმად გამოიკვლია საკითხი. გუნდმა გამოიყენა მოლეკულური გამოსახულების ტექნოლოგია, რათა დაედასტურებინა დედის D ვიტამინის დონის როლი ბავშვის ტვინის დოპამინის წარმომქმნელი უჯრედების განვითარებაში.
ახალ კვლევაში მეცნიერებმა შექმნეს დოპამინის მსგავსი ნეირონები ემბრიონის განვითარების დროს უჯრედების დიფერენციაციის პროცესის გასამეორებლად. უჯრედების დიფერენციაცია მოიცასვს პროცესს, რის მიხედითაც, გამყოფი უჯრედები ცვლის მათ ფუნქციურ ან ფენოტიპურ ტიპს.
ნეირონები კულტივირებული იყო ჰორმონ კალციტრიოლთან და მის გარეშე. ეს არის D ვიტამინის აქტიური ფორმა და უკავშირდება მის რეცეპტორს უჯრედის ბირთვში.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ D ვიტამინი გავლენას ახდენს არა მხოლოდ უჯრედების დიფერენციაციაზე, არამედ ნეირონების სტრუქტურაზე.
შემდეგ ჯგუფმა გამოიყენა ახალი ტექნოლოგია, რათა დაენახათ, როგორ მოქმედებს დოპამინის გამოყოფა კალციტრიოლის არსებობაზე ან არარსებობაზე. მათ აღმოაჩინეს, რომ დოპამინის გამოყოფა გაძლიერდა ნეირონებში, რომლებიც გაიზარდა კალციტრიოლის შემთხვევაში.
"ეს დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვიტამინი D გავლენას ახდენს დოპამინერგული ნეირონების სტრუქტურულ დიფერენციაციაზე. საბოლოოდ, ამით ვხედავთ კავშირს დოპამინსა და შიზოფრენიის განვითარების რისკებს შორის. ანუ, დოპამინის ნაკლებობა შიზოფრენიის რისკებს ზრდის", — ნათქვმია კვლევაში.
კომენტარები