ლიბერთის მხარდაჭერით, ემიგრანტები ქართულ ენას ონლაინ შეისწავლიან
ფოტო: ლიბერთი
ლიბერთისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ნიუ-იორკში (აშშ), ლეგენდარულ Webster Hall-ში, Globalize NY კონფერენცია გაიმართა, სადაც ქართულმა ბიზნეს კომპანიებმა ქართული დიასპორის, ინვესტორების, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული მხარეების და საქართველოში ბიზნეს ინტერესების მქონე სხვა პარტნიორებისთვის, ქართული პროდუქცია წარადგინეს და საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობები შესთავაზეს. პოტენციური ინვესტორების წინაშე, კონფერენციის საგამოფენო სივრცეში 30-მდე ქართული ბიზნესის, მათ შორის ლიბერთის პარტნიორი ბიზნეს კომპანიების საექსპორტო პროდუქცია იყო წარმოდგენილი.
ამავე კონფერენციის ფარგლებში, ლიბერთიმ, ქართველი ემიგრანტებისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამა დაანონსა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს ონლაინ შეისწავლონ ქართული ენა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ლიბერთის მხარდაჭერით, უცხოური ენების შემსწავლელმა წამყვანმა ონლაინ პლატფორმა Lingwing -მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. ამ პლატფორმით, ქართული ენის შესწავლა, ინგლისური ენიდან სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.
"ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის პრიორიტეტია განათლება და ყველა იმ პროექტის ხელშეწყობა, რომელიც მშობლიური ენის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ შეუწყობს ხელს. მოხარული ვართ, რომ Lingwing-თან პარტნიორობით შევძელით კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ემიგრაციაში მცხოვრები ქართველების საჭიროებებთან და სწორედ მათთვის და მათი შვილებისთვის შევქმენით ქართული ენის შემსწავლელი კურსი. ამ კურსის დახმარებით ისინი უსასყიდლოდ, მარტივად და დამოუკიდებლად, ონლაინ ან მობილური აპლიკაციით შეისწავლიან მშობლიურ ენას.
ჩვენთვის რაოდენ საამაყოა, ის რომ ქართული ენის სწავლას ან განმტკიცებას შეძლებს მომავალი თაობა, რომელიც დღეს ემიგრაციაში იზრდება. ორმაგად სასიხარულო და სიმბოლურია, ის ფაქტი, რომ Globalize NY კონფერენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შევხვდით და მნიშვნელოვანი პროექტი გავაცანით", — ამბობს თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აღნიშნულ ბმულზე.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით — 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
-
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი
გადახედვა
-
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია
გადახედვა
-
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
-
იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს
გადახედვა
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
კომენტარები