ტვინის იმპლანტის საშუალებით, პარალიზებულმა კაცმა კვლავ გაიარა
ზურგის ტვინის დაზიანება ძალიან საშიშია. ეს ართულებს მოძრაობას. ადამიანს შეიძლება კვირები დასჭირდეს ტრავმის შემდეგ სიარულის უნარის აღსადგენად. არის შემთხვევები, როდესაც რეაბილიტაციას თვეები სჭირდება, ან სულაც შეიძლება ყველაფერი პარალიზით დასრულდეს.
მსგავსი დაზიანება აფერხებს კომუნიკაციას თავის ტვინსა და ზურგის ტვინის რეგიონს შორის, რომელიც პასუხისმგებელია კიდურების მოძრაობაზე.
და აი ახლა, მეცნიერებმა თავის ტვინისა და ზურგის ტვინის კომუნიკაციის აღდგენის საშუალებას მიაგნეს. მათ შეიმუშავეს იმპლანტირებადი მოწყობილობა, რომელიც პარალიზებულ პაციენტებს საშუალებას აძლევს კვლავ იმოძრაონ.
სიარულის უნარის აღდგენა
ნორმალური სიარულისთვის, ტვინის კორტიკალური არე აგზავნის სიგნალებს, რომლებსაც იღებენ ნეირონები ზურგის ტვინის ლუმბოსაკრალურ რეგიონში. ასე ხდება კუნთების მოძრაობა.
ზურგის ტვინის დაზიანებების უმეტესობა პირდაპირ გავლენას არ ახდენს ამ ნეირონებზე, მაგრამ მათ შეუძლიათ სიგნალების მიღების ფუნქცია დააზიანონ.
ტვინი-ხერხემლის ინტერფეისის (BSI) მოწყობილობა, შედგება იმპლანტირებადი და სტიმულირებადი სისტემებისგან.
ელექტროდზე დაფუძნებული მოწყობილობა ისეთი კომპონენტისგან შედგება, რომლებიც ფეხის მოძრაობების აღდგნის საშუალებას იძლევა. ესენია მოძრაობის განზრახვის პროგნოზირების სისტემა და პულსის გენერატორი. მოწყობილობა იმპლანტირებულია ტვინის ქერქის არეში. თავის ტვინის ეს ნაწილი მოძრაობის მითითებებს ნერვულ სიგნალებად გარდაქმნის.
"ეს ერთგვარი ციფრული ხიდია, რომელშიც ორი სრულად იმპლანტირებული სისტემაა გაერთიანებული", — ნათქვამია ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Nature.
ავტორების თქმით, მოწყობილობა მუშაობდა ქრონიკული ტეტრაპლეგიის მქონე პაციენტში ტვინისა და ხერხემლის ინტერფეისის აღდგენაზე (სხეულის ზედა და ქვედა დამბლა).
მოწყობილობა ხელს უწყობს დაზიანების ნეირორეაბილიტაციას. კაცი 12 წლის განმავლობაში პარალიზებული იყო. ამ BSI მოწყობილობის ერთ წელზე მეტი ხნის გამოყენების შემდეგ, პაციენტმა დაიბრუნა ფეხების მოძრაობაზე ბუნებრივი კონტროლი. ამან პაციენტს დგომის, ყავარჯნებით სიარულის, კიბეებზე ასვლისა და რთულ ზედაპირებზე სიარულის საშუალებაც კი მისცა.
კომენტარები