პრემიერი პრესის თავისუფლების დღეს გვილოცავს — გაგახსენებთ, როგორ გვექცევა ქართული ოცნება მედიას
ფოტო: მთავრობა
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რასაც მთავრობა მისალოცი პოსტით გამოეხმაურა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პრემიერმინისტრი გვილოცავს ყველა ჟურნალისტს და ხაზს უსვამს, რომ თავისუფალი პრესა არის როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის, ისე მისი დემოკრატიულობისაკენ სწრაფვის ნიშანი.
- არადა, სულ რამდენიმე კვირის წინ, ქართული ოცნება აპირებდა მიეღო კანონი დამოუკიდებელი მედიისა და NGO-ების წინააღმდეგ, რომ ისინი აგენტებად გამოეცხადებინა, რაც ცალსახად უშლიდა ხელს თავისუფალი პრესის არსებობას.
- ეს არაერთმა მედიამ, ქვეყნის პარტნიორებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა ვთქვით, თუმცა სანამ მასობრივ პროტესტში არ გადაიზარდა, მანამდე ხელისუფლებას მის გაწვევაზე არ უფიქრია.
ღარიბაშვილის მტკიცებით, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიასივრცე.
- მაგრამ Human Rights Watch 2022 წელს წერდა, რომ შეშფოთებას იწვევდა თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე.
- გთავაზობთ მმართველი გუნდის წევრების რამდენიმე კომენტარს, რომელიც მედიასთან მათ დამოკიდებულებას ასახავს.
- კალაძე მთავარის ჟურნალისტს: "თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ქვეყანაში არ არსებობენ".
- წულუკიანი ჟურნალისტს: "ნუ ნერვიულობთ, ნუ ნერვიულობთ, წინ კიდევ ბევრი ნერვიულობა გელით".
- წულუკიანი ჟურნალისტს: "ემა, მოდი, აბა, თქვი, ბიძინას გაუმარ..."
- კობახიძე ჟურნალისტს: "თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ, თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ".
- ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჟურნალისტს: "იმდენი შენი დედა ვატირე".
უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ხშირად საზოგადოების ინფორმირების როლის შესრულებაში, სწორედ სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები გვიშლიან ხელს, რადგან კრიტიკულ ტელეკომპანიებთან ბოიკოტის რეჟიმში არიან, არ სტუმრობენ მათ სტუდიებს, ხშირად უარს ეუბნებიან კომენტარზე, არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს, რაც ონლაინ მედიისთვის დამატებითი ხელისშემშლელი ფაქტორია.
- მაგალითად, კულტურის სამინისტრო ღონისძიებებზე მედიებს შერჩევით იწვევს და კრიტიკულ ტელეკომპანიის წარმომადგენლებს საერთოდ არ უშვებს, უწყებების ნაწილი კი აგვიანებს ან საერთოდ არ გვაწვდის საჯარო ინფორმაციას.
- არც ის დაგვიწყებია, რომ პარლამენტმა მედიას შეზღუდვები დაუწესა, შემდეგ კი რუსული კანონის პროტესტის გამოხატვის გამო ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერა, რაც ქარტიამ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა.
პრემიერი წერს, რომ უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად შესრულებას საზოგადოების მხრიდან დიდი დაფასება მოჰყვება.
- აქ შეგახსენებთ, როგორ ექცევიან ჟურნალისტებს მისი ხელისუფლების პირობებში: On.ge-ის რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტორეპორტიორი პარლამენტის ეზოდან გამოყარეს, აქციის დარბევის ღამეს პუბლიკას ჟურნალისტს სპეცრაზმელმა დაარტყა, მთავარი არხის ჟურნალისტს კი პოლიციელმა.
- რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი არ იხსენებს 5 ივლისს, როცა ამ "პლურალისტურ გარემოში" მისი განცხადების შემდეგ წაქეზებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა აქტივისტების ოფისები დაარბიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, რის შემდეგაც ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
- არც მუქარის, თავდასხმის, აგრესიის წახალისების, სიძულვილის ენის გამოყენების და ძალადობის ათეულობით საქმეზე საუბრობს და არც მედიასაშუალებების წინააღმდეგ აღძრულ გამოძიებებზე.
- ალბათ, ისიც დაავიწყდა როგორ წაართვა თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი და ამბობდა, რომ არ დაუბრუნებდა, რამდენიმე თვეში კი მისმა ქმარმა კი TV პირველის ჟურნალისტს აგინა.
- ამას გვეუბნება მთავრობის მეთაური, რომელსაც სხვადასხვა დროს ჟურნალისტებისთვის დამამცირებლად მიუმართავს.
- მაგალითად, 2021 წელს მთავარი არხის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად თქვა: "მინდა მოგიწოდოთ ყველას, მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც".
- იყო შემთხვევებიც, როცა მან ჟურნალისტს პარტიული აქტივისტი, ნაცმოძრაობის წევრი უწოდა, ერთ-ერთს კი კითხვის დასმის გამო უთხრა: "ვინ ხარ შენ, ჩემი უფროსი ხარ?".
- პრემიერი თავის პოსტში არ უღრმავდება და არ განიხილავს იმას, რომ მისი მსგავსი რიტორიკა ახალისებს სიძულვილის ჯგუფების აგრესიას ჟურნალისტების მიმართ.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები