თუ ინვესტირების დაწყება გინდა, ეს 3 ძირითადი წესი უნდა იცოდე
ინვესტირების დაწყებამდე რამდენიმე წესის გათვალისწინება აუცილებელია. წესების ცოდნა დაგეხმარება იმაში, რომ ინვესტირების პროცესი უფრო საინტერესო და რაც მთავარია, მომგებიანი აღმოჩნდეს, ამასთან შენი ფინანსური მოლოდინიც უფრო რეალური გახდება.
1. განსაზღვრე შენი ფინანსური მიზანი და დასახე შესაბამისი სტრატეგია
ინვესტირების დაწყებამდე უპირველესი და აუცილებელი ნაბიჯია ფინანსური მიზნებისა და სურვილების განსაზღვრა. აუცილებლად უნდა დაადგინო, რა თანხის გამომუშავება გინდა და რა პერიოდში. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გაიგო, რა სტრატეგია გამოიყენო.
ინვესტირების მრავალი მეთოდი არსებობს, მაგალითად Dollar cost averaging, რაც საფონდო ბირჟაზე არსებული სიტუაციის მიუხედავად, ყოველთვიურად ერთი და იმავე თანხის ინვესტირებას ნიშნავს. ან Index Investing, რომლის დროსაც ინვესტორი ისეც ინდექსებში აბანდებს, როგორიცაა S&P 500 ან Dow Jones Industrial Average. იმ შემთხვევასაც გააჩნია, თუ როგორი ხასიათი, მიდგომა ან ინტერესები გაქვს. თუ შედარებით ნაკლებრისკიანი ინდექსები გინდა, S&P 500 იდეალურია, თუ მეტად რისკიანი — QQQ, ხოლო თუ ინდუსტრია — Dow Jones Industrial Average.
2. დაითვალე საკომისიოები
საკომისიოები ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია. დამწყებ ინვესტორებს ხშირად ავიწყდებათ საკომისიოების გათვალისწინება და მხოლოდ აქციის ფასის ზრდასა და სარგებელს აკვირდებიან. რეალურად, პლატფორმებზე არსებობს სხვადასხვა სახის საკომისიო — ყოველთვიური, ანგარიშის მართვის, ტრანზაქციის და ა.შ. სწორედ მათი გამოკლებით არის შესაძლებელი რეალური სარგებლის დაანგარიშება. ინვესტირების დაწყებისას საკომისიოებს აუცილებლად უნდა დააკვირდე და ფინანსური გეგმაც ამის შესაბამისად შეადგინო.
3. გაერკვიე ფუნქციონალებში
თითოეული საინვესტიციო პლატფორმა უნიკალური ფუნქციონალით გამოირჩევა. ფუნქციონალი ნიშნავს იმ ღილაკების ფუნქციებსა და განლაგებას, რომელიც ინვესტირებას გიმარტივებს. ამიტომ, როდესაც ანგარიშს გახსნი, წესებსა და პირობებს გაეცნობი, საკომისიოებს დაითვლი და ეს-ესაა ინვესტირების დაწყებას აპირებ, აჯობებს პლატფორმის ფუნქციებში კარგად გაერკვიო — რა ინფორმაციას გთავაზობს, რა შეგიძლია გააკეთო, თანხის შეტანა-გამოტანა როგორ ხდება და სხვა. ამის შემდეგ უკვე ნამდვილად მზად იქნები, დაიწყო ინვესტირება.
ბონუსი: არ გაჩერდე და გამოცადე ინვესტიციები საქართველოს ბანკის მობილბანკში
საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაციის საშუალებით ინვესტირების დაწყება ნებისმიერ დაინტერესებულ ინვესტორს შეუძლია. ფუნქციონალი საკმაოდ მარტივია. აპლიკაცია გთავაზობს საინვესტიციო ანგარიშის გახსნას, სადაც შეგყავს ინფორმაცია შენ შესახებ, წესებსა და პირობებს ეცნობი და იწყებ ინვესტირებას.
ინვესტირების ფუნქციებიც მარტივია — თანხის შეტანა, აქციის ყიდვა თუ გაყიდვა და ოპერაციების შემოწმება ერთ სივრცეში შეგიძლია. რაც ინვესტორს აინტერესებს — მოგების მიღება და თანხის განაღდება — რამდენიმე კლიკის შედეგად შეგიძლია და თანხა პირდაპირ საქართველოს ბანკის ანგარიშზე გადაირიცხება. ინვესტირების ანგარიში გთავაზობს 6000-მდე დიდი კომპანიის აქციებს, რომელიც შეგიძლია გაფილტრო, შექმნა შენთვის საინტერესო სიები, დააკვირდე მათ ფინანსურ მაჩვენებლებს და მიიღო შესაბამისი საინვესტიციო გადაწყვეტილება.
ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
კომენტარები