ChatGPT-ის დაწერილი სარეკომენდაციო წერილი სტუდენტს კემბრიჯის სტიპენდიის მოპოვებაში დაეხმარა
ჟურნალ The Atlantic-ის ცნობით, University of Victoria-ს აკადემიკოსმა ChatGPT-ს გამოყენებით სტუდენტისთვის დაწერა სარეკომენდაციო წერილი, რომელიც მას კემბრიჯის პრესტიჟული დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარა.
პროფესორი მეტ ჰუკულაკის თქმით, სარეკომენდაციო წერილები მეტისმეტად მონოტონურია, ამიტომ მან მიმართა კრეატიულ მეთოდს, კერძოდ: სთხოვა ჩეთბოტს, დაეწერა "შესანიშნავი" სარეკომენდაციო წერილი. შედეგის მიღების შემდეგ, მან გამოიყენა ტექსტი, როგორც მონოტონური სარეკომენდაციო წერილის შაბლონი, რათა თავად დაეწერა მისგან სრულიად განსხვავებული, კრეატიული ტექსტი.
"ეს აღმოჩნდა ყველაზე ადამიანური და გულწრფელი წერილი, რაც კი ოდესმე დამიწერია", — აღნიშნა მან.
და მართლაც, წერილი იმდენად კარგი გამოდგა, რომ სტუდენტს კემბრიჯის სტიპენდია მოაპოვებინა.
ჰუკულაკის ექსპერიმენტმა ეჭვის ქვეშ დააყენა ერთდროულად ორი რამ: აკადემიური სფერო, რომელიც ცნობილია თავისი სიმკაცრით, და ChatGPT, რომელსაც არაერთხელ მიაწერენ ხოლმე კრეატიულობას.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩეთბოტი ადამიანების მიერ დაწერილი ტექსტების დამუშავებაშია გაწვრთნილი, გასაგებია, თუ რატომ ჰგავდა მის მიერ შედგენილი ტექსტი სხვა მონოტონურ სარეკომენდაციო წერილებს. აქედან გამომდინარე, მისი "ანტი-მაგალითად" გამოყენება, მართლაც, კრეატიული ხერხი აღმოჩნდა.
კომენტარები