ელექტროენერგიის გამოყენებით, ჭრილობის შეხორცება 3-ჯერ უფრო სწრაფად არის შესაძლებელი — კვლევა
ჩალმერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (CTH) და ფრაიბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახალი ტექნიკა შემოგვთავაზეს, რომელიც ქრონიკული ჭრილობების შეხორცებას არნახულად აჩქარებს.
ისეთმა სამედიცინო კონდიციებმა, როგორიცაა დიაბეტი, კიბო და სისხლის მიმოქცევის დარღვევა, შეიძლება ჩვენი სხეულის ბუნებრივი უნარი, ჭრილობების მოშუშების პროცესი შეანელოს. ასეთ პირობებში მყოფი პაციენტები ხშირად ჭრილობების შეხორცებისას სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან.
შემდეგ, ეს ქრონიკული ჭრილობები ხდება ინფექციის წყარო და ზოგჯერ ამპუტაციამდეც კი მივყავართ. და აი, უახლეს კვლევაში, მეცნიერები აცხადებენ, რომ ქრონიკული ჭრილობების განკურნება სამჯერ უფრო სწრაფად შეძლეს — საუბარია, ელექტროენერგიის გამოყენებაზე.
"ქრონიკული ჭრილობები არის სერიოზული პრობლემა, რომლის წინაშეც უძლურნი ვართ. ამის ფონზე, ჩვენმა აღმოჩენამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. ჭრილობების სამჯერ უფრო სწრაფად შეხორცებამ დადებითად უნდა იმოქმედოს ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის", — თქვა მარია ასპლუნდმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.
ელექტრო სტიმულაციის გამოყენება ჭრილობების აღსადგენად
Natural Library-ის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ანგარიში ცხადყოფს, რომ ამერიკელების დაახლოებით 2,5 პროცენტს, ანუ რვა მილიონზე მეტ ადამიანს ერთხელ მაინც აწუხებს ქრონიკული ჭრილობა.
ნებისმიერი ასეთი ჭრილობა ადამიანს დაუცველს ტოვებს ინფექციების მიმართ და თუ პირი ხანდაზმულია, რისკები იზრდება. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტია მკურნალობა მოხდეს რაც შეიძლება მალე. მკვლევრების მიერ შემოთავაზებული ელექტროსტიმულაციის მეთოდი ემყარება ცნობილ ჰიპოთეზას, რომელიც ვარაუდობს, რომ ადამიანის კანი ელექტროსტატიკურია.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კანის უჯრედები მგრძნობიარეა დენის მიმართ. შესაბამისად, როდესაც ელექტრულ ველში მოხდება მოთავსება, უჯრედები დაიწყებენ მოძრაობას არეალის მიმართულებით. სწორედ ამ ჰიპოთეზის გამოყენებით, ჩატარდა ექსპერიმენტი.
მკვლევრებმა შექმნეს ბიოჩიპი, რომელიც შეიცავს კულტივირებულ კანის უჯრედებს — ადამიანის კანის უჯრედების მსგავსი თვისებებით. მკვლევრებმა აირჩიეს ორი უჯრედი და ისინი შეგნებულად დააზიანეს. ერთ უჯრედს ელექტრული ველი (200 მვ/მმ) დაახმარეს, ხოლო მეორე ყოველგვარი ელექტრული სტიმულაციის გარეშე დატოვეს.
მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ელექტროენერგიის გამოყენებით უჯრედმა პირველადი სახე სამჯერ უფრო სწრაფად აღიდგინა.
"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ძველი ჰიპოთეზა ელექტრო სტიმულაციის შესახებ, შეიძლება გამოყენებულ იქნას ჭრილობების მნიშვნელოვნად სწრაფად შეხორცების მიზნით", — თქვა ასპლუნდმა.
კვლევის ავტორების აზრით, ელექტრული ველი მოქმედებს როგორც სახელმძღვანელო კანის უჯრედებისთვის. დენის არარსებობის შემთხვევაში უჯრედები მოძრაობენ ქაოტურად და შესაბამისად, შეხორცების პროცესი ნელა მიმდინარეობს. როდესაც უჯრედების ელექტრული სტიმულაცია ხდება, ისინი ერთი მიმართულებით მოძრაობენ, შესაბამისად სწრაფად მიგრირებენ დაზიანებული ადგილისკენ — საბოლოოდ, ასე ჭრილობა უფრო სწრაფად შეხორცდება.
ამასთან, გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ამ ახალ მეთოდს მილიონობით ადამიანის დახმარება შეუძლია.
მეცნიერები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ მალე მათი მეთოდი მედიცინაშიც დაიმკვიდრებს თავს.
კვლევა ჟურნალ Lab on a Chip-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები