გირჩი — მეტი თავისუფლება

22 Apr. 2023, 21:08

აქონდროპლაზიის მქონე 20-მდე ბავშვის წამლით უზრუნველყოფას წელიწადში 6 მილიონ ევრომდე სჭირდება. ბევრად ნაკლები, ვიდრე 100 მილიონი ლარით დაფინანსებულ ე.წ. საზოგადოებრივ მაუწყებელს, ან ქართულ-ჯიგრულ პონტში მოქმედ აწარმოე საქართველოში-ს პროექტს, რომელმაც გასულ წელს, უამრავ მავნებლობაში, ხალხის ჯიბიდან 270 მილიონი ლარი დახარჯა.

ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ არც იმდენად გვიჭირს, რომ 20 ბავშვის სიცოცხლისთვის საკმარისი ფული არ გვქონდეს. შესაბამისად, სოციალური პოლიტიკის რეფორმა უნდა ითვალისწინებდეს:

  • ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მიზნობრივად ქცევის შედეგად, თითოეულ ოჯახზე გამოყოფილი თანხის მნიშვნელოვნად გაზრდას. 
  • სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო ფონდის გაუქმებას და დაგროვებული ფულის მოქალაქეებისათვის დაბრუნებას;
  • საქველმოქმედო ინიციატივების ხელშეწყობას და წახალისებას საგადასახადო შეღავათების დაწესების გზით. 

წერს პარტია გირჩი — მეტი თავისუფლება ფეისბუქგვერდზე. ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები წელიწადზე მეტია, უშედეგოდ ითხოვენ მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის შემოტანას, რომლის წლიური დოზაც, დაახლოებით, 200 000 დოლარი ჯდება. ისინი კანცელარიასთან პროტესტს აგრძელებენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლომდე…