DRI-ის შეფასებით, კომისიის არშექმნა სასამართლოში შესაძლო კორუფციის გამოაშკარავების ხელშეშლაა
ფოტო: ლანა როყვა / On.ge
ორგანიზაციის თქმით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება, ხელი შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას, პარლამენტის მუშაობის პარალიზებას იწვევს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გავლენიანი ქართველი მოსამართლეები, ე.წ კლანის წევრები, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო დაასანქცირა.
- სახდეპის განცხადებით, ქართველმა მოსამართლეებმა ბოროტად გამოიყენეს თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა.
- ოპოზიცია ითხოვს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომლის მიზანიც სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციული ფაქტებისა და სამართალდარღვევების შესწავლა იქნება.
- თუმცა, მმართველი გუნდი მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად, მეორე დღეა, უარს ამბობს პარლამენტში რეგისტრაციის გავლაზე, კვორუმის არარსებობის გამო კი კენჭისყრა იშლება.
დეტალები: DRI ამბობს, რომ საგამოძიებო კომისია საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია.
- ამბობენ, რომ კომისიის საქმიანობის ფარგლებში პარლამენტს შესაძლებლობა აქვს დეტალური ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი უწყებებისგან შესაძლო დანაშაულების შესახებ.
- მათივე განმარტებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილების მინიჭება არანაკლებ 50 დეპუტატისთვის გულისხმობს დემოკრატიული ზედამხედველობის ამ ბერკეტის დაუბრკოლებლად გამოყენებას საპარლამენტო ოპოზიციის მიერ.
- ორგანიზაციის თქმით,საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კენჭისყრის ჩაშლა და ოპოზიციისთვის ხელის შეშლა საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, აზრს უკარგავს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მიზანს.
- მისცეს ოპოზიციას საზედამხედველო უფლებამოსილების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა, ქართული ოცნება კი საკუთარ გადაწყვეტილებას მოსამართლეების მიმართ სოლიდარობით ხსნის.
- "თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია არადამაჯერებელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება გაურბის სასამართლოში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს", — ნათქვამია განცხადებაში.
- მათი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრალურ საკითხად აქცევდა სასამართლოში არსებულ პრობლემებს, რაც, როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის არასასურველია.
DRI-ის განცხადებით, ქართული ოცნების კატეგორიული წინააღმდეგობა შეიძლება, ემსახურებოდეს სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციული გარიგებების და ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაციის გამოაშკარავებისთვის ხელის შეშლას.
- ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური პოლიტიკური გავლენები გამოუაშკარავებელი არ დარჩება.
- მათივე თქმით, საგამოძიებო კომისიის საკითხზე კენჭისყრის ჩაგდება მხოლოდ დროებით გადაავადებს სასამართლო ხელისუფლებაში დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართული პირებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს "თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს
გადახედვა
-
ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გადახედვა
-
მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა "ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა
გადახედვა
-
საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები