დღეს კინოპროდუქციის დაზღვევის შესახებ ღონისძიება გაიმართება
20 ივნისს, 15:00 საათზე, ქორთიარდ მერიოტის საკონფერენციო დარბაზში, საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Circles Group წარმომადგენელი ენტონი ოსტერი, სადაზღვევო ბროკერის MAI Georgia და სახელმწიფო პროგრამის გადაიღე საქართველოში მხარდაჭერით კინოპროდიუსერებისათვის გამართავს პრეზენტაციას თემაზე: „კინოპროდუქციის დაზღვევა“.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ იმ შესაძლო რისკებს, რომლის დაზღვევა და ანაზღაურებაც შეიძლება კინოწარმოების დროს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
MAI Georgia-მ და Circles Group-მა ერთად უკვე დააზღვიეს ორი კინოპროდუქცია, კერძოდ, ფილმი Landmine Goes Click და სერიალი Paradox. სწორედ აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, გადაღებების მსვლელობისას მომხდარი ორი ზარალი, სრულად იქნა ანაზღაურებული Circles Group-ის მიერ.
საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Circles Group-ის მიმართულებაა სპეციალური რისკების დაზღვევა, დაწყებული კინოწარმოება მოსამზადებელი პერიოდიდან ფილმის მონტაჟამდე, ასევე ღონისძიებებისა და გამოფენების დაზღვევა (კონცერტი, შოუ, გამოფენა, სემინარი და ა.შ.)
აღსანიშნავია, რომ Circles Group უკვე 20 წელზე მეტია რაც ამ სფეროში მოღვაწეობს და დღეისათვის 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამასთანავე, წლევანდელი კანის ფესტივალი და მასზე წარდგენილი რამდენიმე კინოფილმი, სწორედ Circles Group-ის მიერ იყო დაზღვეული.
MAI Georgia კი საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერ MAI CEE-ს წარმოადგენს და უკვე 10 წელია რაც წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე.
პროგრამა გადაიღე საქართველოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივაა, რომლის განმახორციელებელი უწყებაა სსიპ აწარმოე საქართველოში. აღნიშნული პროგრამა საქართველოში გაწეული ე.წ კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე პროდიუსერებისათვის ანაზღაურებას გულისხმობს და მიზნად ისახავს ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას, საერთაშორისო კინომწარმოებლების მოზიდვას და საქართველოს როგორც, აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღებების ცენტრად ქცევას.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში, ჯამში განხორციელდა 6 პროექტი, საიდანაც 5 ფილმზე გადაღებები უკვე დასრულებულია, რომელთა შედეგად საქართველოში ჯამში 7 310 000 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდა.
რიგით მე-6 ფილმის გადაღებები კი 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება, სადაც 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ქეთევან ჩუხუას მობილურზე +995 555 749 921 ან ელ. ფოსტაზე [email protected].
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
კომენტარები